კულტურა

გარდაიცვალა ”პერსონალური კომპიუტერის” მამა ჰენრი რობერტსი

9484ec0e911d

გარდაიცვალა ”პერსონალური კომპიუტერის” მამა ჰენრი რობერტსი

ამერიკელი მეწარმე, ინჟინერი და ექიმი ჰენრი ედვარდს რობერტსი, რომელმაც ბილ გეიტსს და პოლ ალენს Microsoft-ის შექმნა შთააგონა, 68 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა – იტყობინება ”ასოშეითედ პრესი”.

ჰენრი ედვარდ რობერტსი, პირველ რიგში ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელმაც 1974 წელს პროცესორის Intel 8080 ბაზაზე შექმნა კომპიუტერი – MITS Altair 8800 256 ბაიტიანი მეხსიერებით და კლავიატურის ნაცვლად გადასართავი პანელით.

ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტმა ბილ გეითსმა რობერტსის ამ ქმნილების შესახებ 1975 წელს, ჟურნალიდან ”Popular Electronics” შეიტყო, რის შემდეგაც იგი დაუკავშირდა გამომგონებელს და აუწყა, რომ მეგობართან პოლ ალენთან ერთად მისი კომპიუტერისთვის შეიმუშავა ენის ინტერპრეტატორი BASIC.

სინამდვილეში გეითსს და ალენს არაფერიც არ ჰონდათ და ამ შეტყობინებით რობერტსის ყურადრების მიქცევა სურდათ. ასეც მოხდა, რობერტსმა ისინი მიიწვია და მოგვიანებით ალენი სამუშაოზეც აიყვანა.

გამომთვლელი ტექნიკის სფეროში მუშაობით დაინტერესებულმა ბილ გეიტსმა მეგობართან ერთად აკადემიური აიღო, თუმცა, იგი მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა უმაღლეს სასწავლებელში, მეგობრებთან ერთად დააფუძნა კორპორაცია Microsoft და მოგვიანებით გამოუშვა პროდუქტი Altair BASIC.

ჰენრი ედვარდს რობერტსი 1941 წელს ფლორიდაში დაიბადა. ახალგაზრდობაში მას ორი მიმართულება აინტერესებდა – მედიცინა რა ელექტრონიკა. რობერტსმა ელექტრონიკა აირჩია, თუმცა, ოჯახური პირობების გამო, სწავლა ვერ დაასრულა. რამდენიმე ხნის შემდეგ რობერტსმა სხვა სასწავლებელში აშშ-ს არმიის პროგრამით უფასოდ მიიღო ტექნიკური განათლება.

1968 წელს რობერტსი შეეცადა მისთვის საინტერესო მეორე სფერო – მედიცინა შეესწავლა. თუმცა 27 წლის რობერტსისთვის უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება დაგვიანებული აღმოჩნდა.

1971 წელს რობერტსმა მეგობართან ერთად დააფუძნა გამომთვლელი მანქანების მწარმოებელი კომპანია Instrumentation and Telemetry Systems (MITS). პირველი კომპიუტერის Altair 8800-ის გამოგონების შემდეგ , 1975 წლიდან მისი სერიული გამოშვება დაიწყო და ”Popular Electronics”-ში გამოქვეყნებული სტატიის წყალობით, პირველივე დღეს 400, ხოლო სულ 50 ათასი ცალი გაყიდა.

1982 წელს მილიონერი ედვარდს რობერტსი 47 წლის ასაკში მაინც დაეუფლა ექიმის პროფესიას და სამკურნალო პრაქტიკა დაიწყო.

როგორც გარდაცვლილი რობერტსის შვილმა განაცხადა, მამის ავადმყოფობის შესახებ ბილ გეითსმა გასულ კვირას შეიტყო და დაუყოვნებლივ ჩავიდა მის მოსანახულებლად.

”ჩვენ ძალზედ ვწუხვართ მეგობრის და მასწავლებლის გარდაცვალების გამო. ედი პერსონალური კომპიუტერების რევოლუციაში ნამდვილი პიონერი იყო, თუმცა, მას ყოველთვის არ იხსენებენ” – განაცხადეს ერთობლივ მიმართვაში გეითსმა და ალენმა.

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button