გართობაკულტურაუცნაური

თანამედროვე ქართული სიტყვები #2

75979635is9

როგორც შეგპირდით ახლა წარმოგიდგენთ ახალ ქართულ სიტყვათა განმარტებებს ასო “–ზე . . .


ბაზარი _ სიტყუა-პასუხი

ბაზრის შეყვანა _ რა პირისა მოსაშინჯად სიტყუა განფინო, დაბაზრებასთან ნახე

ბაზარში წამოიკიდა _ საუბრითა მტყუვან-ჰყო

ბათქი _ ურთიერთ საშუღლო პაემანი

ბაიანი _ ნემსიანი ჭურჭელი

ბაითი _ ებრაელთა ენით: საყოფელი საბინადრო

ბალამუტი _ აღრევის მოწადინეთა საქმიანობა

ბანძი _ ცუდუბრალო

ბასიაკი _ მდაბალი მემთვრალე

ბაცანა _ ლაწირაკი

ბაცნობა _ უწვერულთ ყრმათა ლაღობა

ბესპონტაობა _ საქნელთ ვერ-მოპოება

ბესპრიდელი _ წესთ თაკილობა

ბირჟა _ ესე ოდეს ყმანი საფიხვნოდ შეიყრებიან, უშვერებენ და ამპარტავნებენ

ბლატავი _ გულ მაღლად საუბარი

ბლატი _ ამა ქუეყნის უაღრესისა მარგებლად ყოლა

ბოი-ფრენდი _ ინგლისელთა ენაზედ კუროსა ჰქვიან, სიძვით მტრფიალებელი

ბოლი _ თრიაქთ წვისა მშრალი ნისლი

ბოლო პასადკა _ დასკუნა რაიმესი; კვალად უწოდენ, ოდეს მეძავი გათხოვდეს

მსგავსი ამბები

Back to top button