საკითხავისასარგებლო

“თანამედროვე” გამოგონებანი…

გთავაზობთ რამდენიმე გამოგონებას რომელიც ანტიკურ ეპოქას მიეკუთვნება,მაგრამ დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა და ისევ ხდება მათი გამოყენება.მათ დიდი სახეცვლილება და მოდიფიკაცია განიცადეს სანამ თანამედროვე ეპოქამდე მოაღწევდნენ.

1.ციგურები.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ფედერიკო ფორმენტის გამოკვლევებმა ცხადყო,რომ ციგურების ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის.დაახლოებით 5000 წლის წინ ფინელთა წინაპრებმა ცხოველთა რქებისგან შექმნეს ყინულზე გადასაადგილებელი საკმაოდ გამოსადეგარი ციგურები.

ფინეთში ასევე აღმოაჩინეს ციგურების უფრო დახვეწილი მოდიფიკაცია,რომელიც შექმნილი იყო სპილენძისაგან და თარიღდება ჩვ.წთ.აღ_ით 200 წლით.

2.კბილის ბურღი.

პირველად კბილის ბურღის გამოყენება დაიწყეს მდინარე ინდის ველებზე დასახლებულმა ადამიანებმა.ერთ-ერთი არქეოლოგიური გათხრის შედეგად აღმოაჩინეს საკმაოდ უცნაური კონსტრუქცია,რომელიც ძალიან წააგავდა თანამედროვე კბილის ბურღს.კვლევებმა ცხადყო,რომ არქეოლოგები არ ცდებოდნენ და ეს მართლაც კბილის ბურღის ყველაზე ძველი ეგზემპლარი იყო,ის თარიღდებოდა 7000 წლით ჩვ.წთ.აღ_მდე.

3.პარფიუმერია.

პირველი ქიმიკოსი რომელმაც დაიწყო სუნამოს შექმნა იყო მესოპოტამიაში მცხოვრები ქალი სახელად ტაპუტი.ის სუნამოს ქმნიდა ყვავილთა და სხვადასხვა არომატთა შერევით,ხოლო მზა ნაწარმს ინახავდნენ ტაბლეტის მსგავს პატარა სათავსებში.

კვიპროსის ტერიტორიაზე ერთ-ერთი არქეოლოგიური გათხრისას იპოვეს თიხის დოქებში მოთავსებული რამდენიმე უცნაური სათავსი,რომელშიც სუნამოს მსგავსი არომატიზებული სითხე აღმოჩნდა.ეს სწორედ მესოპოტამიაში შექმნილი სუნამო უნდა ყოფილიყო.კვლევებით დამტკიცდა,რომ ეს პარფიუმერია თარიღდებოდა 4000 წლით ჩვ.ერამდე.

4.ლინზები

ნიმრუდის ლინზა ეს არის მთის კრისტალებისგან შექმნილი ლინზა,რომელიც აღმოაჩინეს ასირიული სასახლის ნიმრუდის ტერიტორიაზე(თანამედროვე ერაყი).ანალიზმა გამოავლინა,რომ ის იყო დაახლოებით 3000 წლის წინ შექმნილი.

იტალიელმა მეცნიერმა ჯოვანი პეტიტანომ კი დაამტკიცა,რომ ეს ლინზა გამოიყენებოდა ასტრონომიული დაკვირვებისათვის და იყო ტელესკოპის მსგავსი მოწყობილობის ნაწილი(ცნობილია რომ ასირიელები საკმაოდ განსწავლული იყვნენ ასტრონომიაში).

ნიმრუდის სასახლე(რეკონსტრუქცია)

5.ცენტრალური გათბობის სისტემა.

პირველად გათბობის სისტემა შექმნეს რომაელებმა (დაახლოებით 1000 წელი ჩვენს ერმადე),ეს სისტემა ცნობილი იყო ჰიპოკაუსტის სახელით.ეს იყო ერთსართულიანი შენობის გათბობის მოწყობილობა,მას ხშირად იყენებდნენ აბანოებში.

სისტემა მოიცავდა რამდენიმე ღუმელს,რომელიც მონტაჟდებოდა გასათბობი შენობის გარეთ.ღუმელიდან კი დახურული მილები და არხები გამოდიოდა,ცხელი ჰაერი მიემართებოდა კედლებისაკენ და იატაკის ქვეშ.

6.პლასტიკური ქირურგია.

პლასტიკური ქირურგია არის ერთ-ერთი უზველესი ქირურგიული ოპერაცია.ჩვ.ერამდე 2000 წელს ინდოეთის ტერიტორიაზე უკვე საკმაოდ გავრცელდა ცხვირის აღდგენის ოპერაცია.(საქმე იმაშია,რომ ინდოეთში იმ დროს დასჯის ერთ-ერთი ფორმა იყო ცხვირის ამპუტაცია,ხოლო “უცხვირო” ინდუსებს ცხვირის აღდგენა სჭირდებოდათ და ამ მიზნით შეიქმნა ცხვირის აღდგენის პრეცენდენტი).

ინდოეთის გარდა პლასტიკური ქირურგიის სხვადასხვა ფორმები შემდგომ გავრცელდა ძველ საბერძნეთისა და რომის ტერიტორიაზე.

სურათზე გამოსახულია უოლტერ ეო,რომელსაც 1917 წელს გაუკეთეს პლასტიკური ოპერაცია.ეს იყო თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის ეპოქის დასაწყისი.

Don Mindia

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close