როგორ იქცევიან ცხოველები საფრთხის დროს
ცხოველები საფრთხის მოახლოებისას…ოპოსუმები კრიტიკულ სიტუაციებში ძირს ეცემიან, მოჩვენებითად კვდებიან. ამასთან თვალები შუშისებური უხდებათ, პირიდან ქაფი გადმოდით, ხოლო ანალური ჯირკვლები უშვებს უსიამოვნო სუნის მქონე სეკრეტს (ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებენ ჯირკვლები). აღსანიშნავია, რომ ოპოსუმის ეს მოქმედებანი განზრახ ქმედება არ არის და ოპოსუმი მას ვერ აკონტროლებს: ეს აბსოლუტურად ავტომატური ინსტიქტია, რომელიც შიშთანაა კავშირში.
კენგურუები საშიშროების მოახლოებისას ერთმანეთს კუდის საშუალებით უგზავნიან სიგნალებს: დაინახავენ რა მტაცებელს, ისინი იწყებენ კუდის რტყმას მიწაზე, რითაც სხვა კენგურუებს აფრთხილებენ.
თრია (იგივე სუსლიკი) ციდან მოახლოებული საფრთხისას უსტვენენ, ხოლო მიწიდან მოახლოებულ საფრთხისას_ ჟღურტულებენ.
ვირზაზუნებიც უსტვენენ, თუმცა მათი სტვენის ხმა 1.5 კმ. დაშორებითაც კი ისმის
მგლები საფრთხისას ზრუნავენ საკუთარი თავის შენარჩუნებაზე. ამიტომაც მათ შეიძლება მიატოვონ საკუთარი პირმშოები: ამ შემთხვევაში მათი გადარჩენის შანსი იზრდება.
სპილოებს, ტკეპნიან რა ერთ ადგილს, შეუძლიათ ნიადაგიდან გადასცენ შეტყობინებება 32 კმ.დაშორებით. ადრესატი-სპილოები კი ზუსტად აღიქვამენ ფეხით შეტყობინების შინაარსს. ყოფილა შემთხვევები, როცა ბრაკონიერებით გარშემოტყმულ სპილოთა ჯგუფს,ფეხის ბაკუნით 60 კმ. დაშორებით მყოფ სხვა ჯოგისთვის შეუცვლია მარშუტი ,საშიში ზონის ასარიდებლად.
დათვი არასოდეს დაესხმის თავს დამდგარი. ის შეიძლება ცოტა ხნით დადგეს უკანა ფეხებზე, დასათვალიერებლად, მაგრამ თავს ესხმის ყოველთვის 4 ფეხზე. გაექცე მოთვალთვალე დათვს თითქმის შეუძლებელია. თათის ერთ დარტყმას შეუძლია ხარი, ბიზონი და დომბა გადატეხოს ხერხემალში.
ზღვის კიბო ლანგუსტი -არცთუ ისე ცუდი მევიოლინეა. იგრძნობენ რა საფრთხეს იწყებენ გრძელი წამონაზარდის, ”ანტენების” ცეცებას , რომლებიც განლაგებულია თვალის წიბოვან შვერილებზე.წარმოქმნილი მაღალი ხმით ლანგუსტი არამარტო აფრთხილებს თავის ნათესავებს, არამედ მტერსაც აფრთხობს: იგებენ რა ამ ”მუსიკას” თევზები შიშისაგან დაჭერილ ნადავლს უკან აგდებენ, რაც შემდეგ წილად ეშმაკ კიბოს ხვდება .
ჩვეულებრივი მდინარის კიბოები საფრთხის დროს შარდავენ. ასე იქცევიან ომარები, თანაც შარდავენ თვალთან ახლოს მყოფი პატარა ხვრელის საშუალებით. შარდი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლის საშუალებითაც კიბო და ომარები ერთმანეთს გადასცემენ ინფორმაციას.
გველს როცა სურს მტრის შეშინება -აპრუწუნებს :), თანაც საკმაოდ ხმამაღლა.
ზოგიერთ ჭიანჭველას შეუძლია”აფეთქდეს” თავისი კოლონის დასაცავად. კრიტიკულ სიტუაციებში , ჭიანჭველა იჭრება თავისი სხეულის სპეციალურ ღრუში(როგორც წესი მუცლის ღრუში), სადაც წინასწარ აგროვებს თავის გამონაყოფს. ”ოპერაციის’ შემდეგ ღრუს შიგთავსს გარშემო აშხეფებს. სხვადასხვა სახის ჭიანჭველა იყენებს სხვადასხვა ნივთირებებს შხამიანიდან დასაძინებელ საშუალებასა და ნერვულ-პარალიტიკურამდე. ყოველივე ამის შემდეგ ჭიანჭველა იღუპება.