ახალი ამბები

ახალგაზრდა ამერიკელმა აღიარა, რომ ობამას მოკვლას გეგმავდა


ტენესის შტატის მცხოვრებმა, 21 წლის დენიელ ქოვარტმა აღიარა, რომ 2008 წელს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტობის კანდიდატისა და ასევე ათეულობით სხვა აფროამერიკელის მკვლელობას გეგმავდა, იტყობინება AP. CNN-ის მონაცემებით, ახალგაზრდა 100-ზე მეტი შავკანიანი ამერიკელის მოკვლას აპირებდა.

სკინჰედმა 10-პუნქტიანი ბრალდენიდან 8 პუნქტში სცნო თავი დამნაშავედ. მას ბრალი ედებოდა პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ მუქარასა და იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებაში.

დანაშაულის აღიარების გათვალისწინებით ქოვარტს 12-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა ფედერალურ სასამართლოს უფლება აქვს გაცილებით მკაცრი განაჩენი გამოუტანოს მას. მისი პატიმრობის მაქსიმალურმა ვადამ შესაძლოა 75 წელი შეადგინოს.

ამავე საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთმა ბრალდებულმა, 19 წლის პოლ შლესელმანმა ჯერ კიდევ იანვარში სცნო თავი დამნაშავედ. სქოვარტი მან საერთო მეგობრის დახმარებით ინტერნეტში გაიცნო. მას განაჩენს 15 აპრილს გამოუტანენ. შლესელმანს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ორივე ახალგაზრდა 2008 წლის ოქტომბერში ქურდობის მცდელობისას დააკავეს.

ახალგაზრდები მთელი აშშ-ის ტერიტორიის მოვლას და გზად შემხვედრი აფროამერიკელების დახოცვას გეგმავდნენ. მათი ბოლო სამიზნე აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო, რომლის მოკვლასაც ინაუგურაციის ცერემონიაზე აპირებდნენ.

წყარო: www.ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close