არქივი

პოპულარული შენობა-ნაგებობები

d535e3e65243
მსოფლიოს ყველა კუთხეში უამრავი შენობა და ნაგებობა არსებობს. თუმცა მათ შორის მხოლოდ რამდენიმე გამოირჩევა განსაკუთრებული პოპულარობით. მათი ამგვარი პოპულარობის ბევრი მიზეზის პოვნა შეიძლება. ერთი საერთო მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ისინი გარეგნობით იზიდავენ მილიონობით ადამიანს. განსაკუთრებით კი ტურისტებსა და მოგზაურობის მოყვარულებს. 

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე აღსანიშნავ და დაუვიწყარ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც დღემდე თითოეული ადამიანის უსაზღვრო ყურადღებას იმსახურებს.

1.კოლიზეუმი
64c1b0eb9ebc

ეს არის ცნობილი ფლავიანური ამფითეატრი რომში, მისი მშენებლობა იმპერატორ ვესპასიანეს დროს დაიწყო ძვ.აღ 75 წელს და დასრულდა ძვ.აღ 80 წელს მისი ვაჟის მიერ. კოლიზეუმი რომაული ანტიკურობის ყველაზე წარმოსადეგი ნიმუშია. მისი აგბულება შედგება ირგვლივ შრეებად განლაგებული ქვის დასაჯდომებისაგან, რომელიც 45,000 მაყურებელს იტევდა და 404 წლამდე გლადიატორების ბრძოლების არენა იყო. კოლიზუმი რამდენჯერმე დააზიანა მიწისძვრამ, თუმცა დღეს იგი რომის სიმბოლოს წარმოადგენს.

2.პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
e607be459a9d

ნოტრ-დამ დე პარი არის პარიზის საკათედრო ტაძარი, ადრე ფრანგული გოთიკური არქიტექტურის უდიდესი მიღწევა. ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1163 წელს რომის პაპ ალექსანდრე მესამის მიერ და დასრულდა 14-ე საუკუნეში. პარიზის ხვთისმშობლის ტაძარი აღდგენილ იქნა ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფრანგი არქიტექტორის ვიოლეტ დე-ლუკის მიერ.

82d802f65095
სახელწოდება ნოტრ-დამი ნიშნავს ”ჩვენი ქალბატონი.” მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი არსებობისა, პარიზის ხვთისმშობლის ტაძარი დღესაც უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს ტურისტებში რომლებიც სპეციალურად ტაძრის სანახავად ჩადიან პარიზში მსოფლიოს სხვადსხვა კუთხიდან.

3.ეიფელის კოშკი
49d8f3ff6be4

საფრანგეთში და საერთოდ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაგებობა ეიფელის კოშკი დაპროექტებულია ფრანგი არქიტექტორის გუსტავ ეიფელის მიერ 1889 წელს. კოშკი აღმართულია ელისეის მინდვრებზე. მისი სიმაღლეა 300 მეტრი და შესდგება რკინის კონსტრუქციისაგან, რომელიც ოთხი სართულით და უამრავი რკინის ელემენტით ქმნის წვეტიანი კოშკის ფორმას. სხვადახვა სიმაღლეზე განლაგებული სამი პლათმორმა კიბეებითა და ლიფტით მიემართება კოშკის ბოლო სართულამდე, საიდანაც პარიზის ულამაზესი ხედი იშლება.

4.ტაჯ-მაჰალი
3da4aca09a5d

ტაჯ-მაჰალი მიჩნეულია, როგორც მონღოლური სტილის მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი ნიმუში და აგრეთვე როგორც ერთ-ერთი ულამაზესი ნაგებობა. ოთხი დახვეწილი თეთრი მინარეთები ქმნიან ტაძრის კედლებს, რომელიც მაღლა სრულდება თეთრი გუმბათით. მთლიანი სტრუქტურა აგებულია მარმარილოსაგან.

5.ჩინეთის დიდი კედელი
5d78c486753c

ჩინეთის დიდი კედელი 2,400 სიგრძის ფორტიფიკაციაა, რომელიც მიჰყვება მონღოლური ველის სამხრეთ ნაპირს. იგი ააგეს იმისათვის, რომ დაეცვათ ჩინეთი ჩრდილოელი მომთაბარეებისაგან. კედელი წარმოადგენს ანტიკური ხანის რამდენიმე კედლის ერთობლიობას. პირველი გაერთიანებული კედელი აშენდა ჩინის დინასტიის დროს ჩვ.წ.აღ 3 საუკუნეში. კედლის სიმაღლეა დაახლოებით 7.6 მეტრი, ხოლო სისქე 4.6-9.1 მეტრი. მნახველებისათვის იგი გაიხსნა 1949 წელს. არსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩინეთის კედელი ერთადერთია, რომლის დანახვაც კოსმოსიდან შესაძლებელია.

6.თავისუფლების ქანდაკება
48c504d63bef

თავისუფლების ქანდაკება თავისუფლების კუნძულზე მდებარეობს, ნიუ-იორკის ყურეში. ქანდაკებას მარჯვენა ხელში უჭირავს ზემოთ აღმართული ჩირაღდანი ხოლო მარცხენა ხელში დაფა ამოტვიფრული წარწერით: “July IV MDCCLXXVI.”

ქანდაკება არის ფრანგი მოქანდაკის ნახელავი და წარმოადგენს ფრანგი ხალხის საჩუქარს ამერიკელი ხალხის მიმართ ორი ქვეყნის მეგობრობის აღსანიშნავად აშშ-ს სამოქალაქო ომის დროს. თავისუფლების ქანდაკება დღესდღეობით წარმოადგენს აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ სიმბოლოს.

7.ქრისტეს ქანდაკება რიოშო
a2db8e27237c

ქრისტეს ქანდაკება მდებარეობს კორკოვადოს მთაზე 710 მეტრ სიმაღლეზე. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქანდაკება, მნახველების უზარმაზარი რაოდენობით. ქანდაკებაზე გამოსახულია იესო ქრისტე გაშლილი ხელებით.

8.პიზის კოშკი
e8fea17a6ff7

პიზის კოშკი არის საკათედრო ტაძრის ზარების კოშკი. მისი მშენებლობა დაიწყო 1173 წლის აგვისტოში და გაგრძელდა დაახლოებით ორასი წელი, მისი არქიტექტორის ვინაობა დღემდე უცნობია.

პიზის კოშკის ორიგინალურობას წარმოადგენს მისი გადახრილი ფორმა. წარსულში სჯეროდათ, რომ ეს გადახრა არქიტექტურული ჩანაფიქრი იყო, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მშენებლობის პროცესში გადაიხარა. სწორედ ეს ფორმა განაპირობებს მის უდიდეს პოპულარობას მსოფლიოში. თუმცა, როგოც ამტკიცებენ არქიტექტორები და შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლები, პიზის კოშკი სრულიად ვერტიკალურიც რომ იყოს, მაინც შტამბეჭდავი და ძალიან პოპულარული იქნებოდა.

9.სიდნეის ოპერა
37cdbeefeade

სიდნეის ოპერის შენობა ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი და საყვარელი ობიექტია ფოტოგრაფებისათვის. მეტიც, იგი წარმოადგენს თავად ”ავსტრალიას.”

მიუხედავად იმისა, რომ გაიხსნა მხოლოდ 1973 წელს, იგი ისეთივე სიმბოლოა ავსტრალიის, როგორიც პირამიდები ეგვიპტის, ან კოლიზეუმი რომის.

2b785c7e0312

ოპერა მდებარეობს ბენელონგის კონცხზე. სიდნეის ყურის ხიდის ჰორიზონტი, ლურჯი წყალი და ოპერის შენობა დაუვიწყარ და დრამატულ სურათს ქმნიან.

10.ემპაიარ სტეიტ ბილდინგი (Empire State Building)
e99b841a7aa8

მდებარეობს ნიუ-იორკ სიტიში, აშშ-ში. ეს შენობა გამოირჩევა თავისი სიმაღლითა და გარეგნობით. არის სართულებიანი, ანტიკური ან აცტეკური პირამიდებისა მსგავსად. მის წვერზე მიბმულია ანძის მაგვარი ღერძი, რომელიც შენობას კიდევ უფრო მეტ სიმაღლეს სძენს.

0eae56421a51
როდესაც ის ააგეს 1931 წელს, ყველაზე მაღალი შენობა იყო მსოფლიოში, ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრების აგებამდე 1972. თუმცა ცნობილი ტერაქტების შემდეგ მან კვლავ ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი დაიბრუნა.
განსხვავებით ყველა სხვა ცათამბჯენებისაგან, ეპაირ სტეიტ ბილდინგის ოთხივე ფასადი დანახვაა შესაძლებელი ქუჩიდან.

P.S რიცხვებით რო მაქვს დანომრილი, იმიტომ დავნომრე რომ არაფერი არეულიყო სხვა არანაირი დატვირთვა არ აქვს.

მსგავსი ამბები

Back to top button