საკითხავისასარგებლო

სკანდინავიური მითოლოგია


მიდგარდი უზარმაზარი ოკეანით იყო გარშემორტყმული. ოდინმა, ვილიმ და ვემ შექმნა მიწები მეგობარ გოლიათების სამეფოსთან ახლოს. ორი ხისგან მათ შექმნეს ადამიანი : ქალი და კაცი.
ოდინმა მათ მისცა სული და სიცოცხლე. ვილიმ მათ მისცა ცოდნა და მოძრაობის უნარი. ვემ კი ტანსაცმელი და სახელები. მამაკაცს აში ერქვა. ხოლო ქალს კი ელმი. აში და ელმი არიან ადამიანების პირველი წინაპრები.ამის შემდეგ მათ ააშენეს ასგარდი, ღმერთების სამყოფელი. დარბაზში რომელსაც ჰლიდკალფი ერქვა, ზის ოდინი თავის სამეფო ტახტზე, საიდანაც იგი გადმოჰყურებს მთელ დედამიწას. ოდინი დაქორწინდა გოლიათ ფიორგვინის შვილ ფრიგაზე.

იგდრასილი – ეს არის სამყაროს ხე რომელიც მიდგარდის ცენტრშია. მისი ტოტები ასგარდს წვდება. მთლიანი სამყარო დაყრდნობილია ამ ხეზე. ხეს აქვს სამი ფესვი. ერთი ფესვი ქვესკნელში (ჯოჯოხეთში) ჩადის, მეორე ყინულის გოლიათების სამეფოში და მესამე ადამიანთა სამყაროში.
ხის ქვეშ არის წყარო სახელად ურდა, რომელსაც ნორნები – სამი ბედისწერის ქალღმეთი იცავს. იქვე არის სხვა ორი წყარო, რომლებიც იგდრასილს კვებავენ. ერთის სახელია ჰვერგელმერი და მეორის მიმერის წყარო. დრაკონი ნიდჰოგი, რომელიც ჰვერგელმერში ბინადრობს, ღრღნის იგდრასილის ფესვებს. მიმერი არის სიბრძნის წყარო და მას ყველაზე ბრძენი არსება მიმერი იცავს.

ღმერთებმა ააშენეს ხიდი ბიფროსტი ასგარდიდან (ზეცა) მიდგარდამდე (დედამიწა). მას ჰეიმდალი იცავდა. ჰეიმდალს ძალიან ფხიზლად ძინავს, ხედავს თითქმის ყველაფერს და მას ესმის ბალახის გაზრდის ხმაც კი

ღმერთები და ქალღმერთები

სკანდინავიური ღვთაებები დაყოფილია ორ ძირითად ჯგუფად: აესირი და ვანირი. ვანირები ან “დედამიწის ღმერთები”არიან სიმდიდრის და ნაყოფიერების ღვთაებები. ისინი დაკავშირებულები არიან მიწასთან და ზღვასთან.ყველაზე გავლენიანები ვანირთა შორის არიან : ნჯორდი, ფრეირი, აეგირი და ფრეა.
აესირი (“ცის ღმერთები”) არის ძალის, სიბრძნის და ომის სიმბოლო. ისინი ცხობრობენ დიდ ხანს, მაგრამ უკვდავები არ არიან. ოდინი არის ღმერთების ლიდერი. თორი თავის მაგიურ უროსთან ერთად, არის ელვის ღმერთი რომელიც ადამიანების მეთვალყურეა.ლოკი გოლიათია. იგი არ იყო აესირის ღმერთი თუმცა ოდინმა მასთან ძმობის ფიცი დადო და ამის შემდეგ ისნი სისხლის ძმები არიან. ლოკი თაღლითი და აუტანელია.

უძველეს წარსულში აესირსა და ვანირს შორის საშინელი ომი იყო. კომფლიქტი ღმერთებს შორის მაშინ დაიწყო როდესაც ოდინმა და თორმა უარი თქვეს ეღიარებინათ გოდჰუდი და ვანირი. თუმცა ომის შემდეგ ღმერთებმა ზავი დადეს და გადაწყვიტეს “გაეცვალათ” ღმერთები ერთმანეთში. ვანირის ღმერთებმა ნჯორდი და მისი შვილები ფრეირი და ფრეა გაგზავნეს აესირში. აესირის ღმერთებმა კი მიმირი და ჰოენირი. ზავი ღმერთებმა ერთად შეკრებით აღნიშნეს. შეხვედრის დროს მათ ჩააფურთხეს თასსში და შექმნეს გოლიათი კვასირი, რომელიც მშვიდობის და ჰარმონიის სიმბოლო იყო. კვასირი შემდეგ პოეტების შთაგონების წყარო გახდა.

წყარო: www.gegepage.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close