არქივი

იაპონელები ალერგიას მობილურის მელოდიებით მკურნალობენ

8f9b0d632928
იაპონია ყველაფრით, რაც მობილურ ტელეფონებს ეხება, ნამდვილად წინ უსწრებს მთელ მსოფლიოს: მილით, რომელიც სატელევიზიო სიგნალს იჭერს, აქ უკვე დიდი ხანია ვერავის გააკვირვებ, მაღაზიებში კი გადახდა ნაწილობრივ სენსორებზე ტელეფონის გადატარებით ხდება.

მაგრამ ამჟამად ამომავალი მზის ქვეყანა ახალი მანიით არის შეპყრობილი: მობილურის მელოდიებით, რომლებსაც თითქოს სამკურნალო თვისებები აქვთ.

გაზაფხულზე იაპონელები მასობრივად ავადდებიან სხვადასხვა სახის ალერგიებით, თუმცა კომპანია Japan Ringing Tone Laboratory ამტკიცებს, რომ ცხვირასახოცით სარგებლობაზე გაცილებით ეფექტური მათი პროდუქციაა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ალერგიული ადამიანი უბრალოდ იმ მომენტს უნდა დაელოდოს, როდესაც მისი მობილური ტელეფონი დარეკავს (რომელზედაც, რა თქმა უნდა, აღნიშნული კომპანიის მელოდია იქნება დაყენებული) და ტელეფონი ცხვირთან რაც შეიძლება ახლოს უნდა მიიტანოს. მელოდია კი ორგანიზმიდან ყვავილის მავნე მტვრის ნაწილაკებს გამოდევნის.

წყარო : ambebi.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button