საკითხავისასარგებლო

ბრძნული აზრები

1) ტოლსტოი: იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა არის ზნეობრივი, უნდა ვიცოდეთ ისიც,  რაც არაზნეობრივია,  რათა  გავიგოთ,  რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა.

2) გოეთე: მხოლოდ ის არის კეთილდღეობის ღირსი, ვინც ყოველდღე სიკეთის დასათესად მიემართება.

3) სოლომონი: დიდხანს აუხდენელი იმედი გულს ღლის, ახდენილი სურვილი კი სიცოცხლის ხეს ჰგავს.

4) შექსპირი: სიამოვნების იმედი თითქმის ისევე სასიამოვნოა,  როგორც  თვითონ სიამოვნება.

5) ციცერონი: კანონები მოქალაქეთა კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს.

6) პუბლუსი: ის, რაც ყველაზე მაღლა უნდა აღიმართოს, ყველაზე ქვევიდან იქყება.

7) ლეონარდო და ვინჩი: არასოდეს ვიღლები სხვების სამსახურში.

8) ჰიუგო: ყოველდღიური კითხვის ხარჯზე, ყველანაირი უხეშობა, როგორც ცეცხლის ალზე სანთელი, ისე დნება.

9) დიუმა: არ შეიძლება, შეუძლებელი მოვალეობად გადაიქცეს.

10) ბეკონი: ყველაფერი, რაც პატივისცემის ღირსია,  შექმნილია საზოგადოებისგან  შორს,  მარტოობაში.

11) სენეკა: როდესაც ვასწავლით, თავად ვსწავლობთ.

12) ჰიპოკრატე: ბრძენის მეგობარი ბრძენი გახდება,  სულელის  მეგობარი თავად  გასულელდება.

13) დემოკრიტე: ის, ვინც იკვეხნის,  რომ  ბევრი  მეგობარი  შეიძინა, სინამდვილეში  არავინ  შეუძენია.

14) ტვენი: ნამდვილი მეგობარი მაშინაც შენ გვერდითაა, როცა შენ მტყუანი ხარ. როცა  მართალი  ხარ,  ყველა  დაგიდგება  გვერდში.

15) ფრანკლინი: ადამიანი, რომელიც მემკვიდრეებს ფულს უტოვებს, არავითარ სიქველეს არ სჩადის – მას,  უბრალოდ,  სხვა გამოსავალი არ აქვს.

16) სვიფტი: ყველა მთავრობა, რომელიც მოქმედებს მასთან შეუთანხმებლად ვისაც  ის მართავს – აი  მონობის  ამომწურავი  ფორმულა.

17) ებნერ-ეშენბახი: მას, ვინც მიზანთან მიიყვანეს, უფლება არ აქვს, თქვას, რომ თავად მიაღწია მას.

18) ლაროშფუკო: მტრებთან შერიგება ნიშანია მხოლოდ დაღლილობისა ან სურვილისა,  რომ უფრო  ხელსაყრელი  პოზიცია  დავიკავოთ.

19) მიოარსი: უმადურ კაცს მთელი ქვეყანა რომ აჩუქო, ჩათვლის, რომ დიდი ხანია  ამის  ღირსი  იყო.

20) მონტესკიე: ფრანგები თითქმის არ ლაპარაკობენ საკუთარ ცოლებზე, ეშინიათ ამაზელაპარაკისა უცხოებთან, რომლებიც უკეთესად იცნობენ მათ ცოლებს, ვიდრე თვითონ ქმრები.

წყარო:  ჟურნალი “თბილისელები”

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close