არქივი

საიდუმლო ექსპერიმენტი

b97cf969c236
1955 წლის 18 აპრილს დაახლოებით,ღამის პირველ საათზე ფარდობითობის თეორიის ავტორის გულისცემა გაჩერდა.ეინშტეინის სურვილის შესაბამისად,გენიოსის სხეულის კრემაცია ნიუ ჯერსის შტატის მახლობლად, საზოგადოებისგან ფარულად მოხდა. არსებობს გადმოცემა,რომ მეცნიერს საფლავში იმ ხელნაწერების ფერფლიც ჩაატანეს, რომელიც მან სიკვდილის წინ დაწვა,რადგან ჩათვალა,რომ თავისი უკანასკნელი აღმოჩენა კაცობრიობას – უბედურებას მოუტანდა. რა საიდუმლო ჩაიტანა ალბერტ ეინშტეინმა საფლავში? რა დაუმალა მან კაცობრიობას? პასუხი ალბათ,თავად გენიოსისა და ღმერთის გარდა არავინ უწყის. ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში მეცნიერი ბირთვულ ენერგიაზე, ელექტრომაგნიტურ და გრავიტაციულ ველებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობდა, სავარაუდოდ, სწორედ ამ სფეროში მოახდინა მან – უნიკალური აღმოჩენა. არსებობს გადმოცემა, რომ ომის დროს სამხედრო სპეციალისტებს სურდათ შეექმნათ სისტემა, რომელიც სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას მტრის რადარებისთვის შეუმჩნეველს გახდიდა . ამ საკითხზე მომუშავე უდიდესი გენიოსის თაოსნობით – გრანდიოზული ექსპერიმენტი შედგა. ალბერტ ეინშტეინმა უზარმაზარი გემი -ეკიპაჟთან ერთად გააქრო. 1943 წელს ფილადელფიაში გასაიდუმლოებული ექსპერიმენტი ჩატარდა. ხოლალდი ,,ელდრიჯი”, რომელზეც ,,გაუჩინარების გენერატორები” იყო დამონტაჟებული, არა მხოლოდ გაქრა ხედვის არიდან, არამედ თითქოს სხვა განზომილებაში გადავიდა, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, ისევ გამოჩნდა – ეკიპაჟის თითქმის ჭკუიდან გადასულ წევრებთან ერთად, რომლებიც იხსენებდნენ, რომ ისინი თითქოს ჰაერში გაიყინნენ , რომ დრო დაირღვა, რომ რაღაც კარი გაიარეს… მკაცრად გასაიდუმლოებული ექსპერიმენტის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები დღემდე მიუწვდომელია და ვარაუდობენ,რომ ისინი გაანადგურეს. სავარაუდოა,რომ აღმოჩენა ,,შავი ხვრელების”, პარალელური განზომილებების არსებობას , დროში მოგზაურობას უკავშირდება. ელექტრომაგნიტური ტალღა, ატომური აფეთქება, გრავიტაცია ..ალბათ, უზარმაზარი ენერგია – სხვა განზომილების გახსნას, მასში გადასვლის შესაძლებლობას იძლევა. ეს მოსაზრებები ჯერ-ჯერობით ფანტასტიკის დონეზე რჩება და მეცნიერულად არ დასაბუთებულა, მხოლოდ ჰოლივუდის ფილმებსა თუ ტელესერიალებში გვხვდება. მაინც რა დაუმალა უდიდესმა მეცნიერმა სამყაროს? რა უბედურებისგან დაიცვა კაცობრიობა ? რატომ? გენიოსის სურათს დააკვირდით, იქნებ გარკვეული პასუხის პოვნა შეძლოთ.

წყარო www.giz.ge

მსგავსი ამბები

Back to top button