არქივი

Top 10 ყველაზე ძლიერი არსება

8f71a382f1fb

გაინტერესებთ ვინაა ყველაზე ძლიერი ამქვეყნად?

10. გრიზლი. დაბადებისას გრიზლი იწონის სულ რაღაც 0,5 კილოგრამს და იზრდება 550 კილოგრამამდე. უკანა თათებზე შემდგარი 2,5 მეტრს აღწევს სიმაღლეში. მათ შეუძლიათ ირბინონ 54 კმ/სთ-ში სიჩქარით დათანაც მთაზე უფრო ჩქარა არბის, ვირე პირიქით, მთიდან დაშვებისას. (კუნთების თავისებური განლაგების გამო). ცოცხლობენ დაახლოებით 30 წელი.
90ccbe8330c2

9. ხარი. მას შეუძლია სიმძიმის გაწევა, რომელიც მასზე ერთნახევარჯერ მეტია, დაახლოებით 900 კილოგრამი.
72c03fc31541

8. სპილო. მისი სახეობიდან გამომდინარე მათ შეუძლიათ აწიონ სხვადასხვა წონა, დაახლოებიტ 9 ტონამდე, რაც 1,7-ჯერ მეტია საკუთარი სხეულის წონისა. ცოცხლობენ 70 წლამდე. უდიდესი სპილო ისტორიაში სიმაღლეში იყო 4,2 მეტრი. დაბადებისას მათი წონა 120 კილოგრამს შეადგენს.
80d703b4a23f

7. ვეფხვი. მათ შეუძლიათ აიტანონ წონა, რომლიც ორჯერ მათზე მძიმე იქნება, დაახლოებით 540 კილოგრამი. ვეფხვის საშუალო სიგრძე ცხვირიდან კუდის ბოლომდე შეადგენს 3,3 მეტრს, წონა – 300 კგ. მიუხედავად ასეთი გაბარიტების მას შეუძლია ირბინოს 64კმ/სთ სიჩქარით. მისი თათის დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ თავისუფლად შეუძლია თავის ქალა გაუტეხოს ძროხას.
572e61549042

6. ადამიანი. მეექვსე ადგილი ეკუთვნის ადამიანს და ეს ყველაფერი ჟიდრუნას სავიცკასუს წყალობით. მან შეძლო და ასწია წონა, რომელიც მისას ორჯერ აღემატებოდა. ის 34 წლის გახლავთ, სიმაღლე – 1,9 მეტრი
6785f5bc04ad

5. აფრიკული არწივი. ფრინველის ერთადერთი სახეობა, რომელიც ათეულში შევიდა. ფრენისას მას შეუძლია 16 კგ. წონის ნადავლის წაღება, ანუ ოთხჯერ უფრო მძიმის. ის თავისუფლად ნადირობს მაიმუნებზე და ანტილოპებზე. მისი ფრთების სიგრძე 2 მეტრს აღემატება.
57857781b167

4. გორილა. მას შეუძლია თავის სხეულზე ათჯერ მეტი წონის აწევა. მათი სიმაღლე 1,75 მეტრს აღწევს, წომა – 200 კგ. ცოცხლობენ 50 წლამდე. თვითონ სიტყვა “გორილა” მოდის ბერძნულიდან “გორილაი”, რაც ნიშნავს “თმიანი ქალების ტომს”. გორილას, ისევე როგორც ადამიანს აქვს ინდივიდუალური თითების ანაბეჭდი
a3a4df8c4f50

3. ჭიანჭველა-ფოთლისმჭრელი. მათ შეუძლიათ ასწიონ სიმძიმე, რომელიც მატ წონას 50-ჯერ აღემატება. ეს იგივეა, ადამიანმა რომ 2,5 ტონა ტვირთი ასწიონ.
50fb83d24602

2. ნეხვის ხოჭო. ამ ხოჭოს შეუძლია ასწიოს წონა რომელიც მისას 1141-ჯერ აღემატება. მათი გაბარიტები 1მმ-დან 6 სმ-მდე მერყეობს, გააჩნია სახეობას.
f693e7c7e61b

1. ჯავშნიანი ტკიპა. ყველაზე ძლიერი არსებაა დედამიწაზე. ტავის წონაზე 1180-ჯერ მეტის აწევა შეუძლია. ეს იგივეა ადამიანმა 82 ტონა რომ ასწიოს.
113b07236fd2

მსგავსი ამბები

Back to top button