არქივი

გვიდო ბონატი,ჯონ დი და ბენ ეზრა

62abf06fb7e1

გვიდო ბონატი თავისი ასწლეულის ევროპაში ყველაზე სახელგანთქმული ასტრონომი და ასტროლოგი იყო.

იგი იტალიაში დაიბადა – 1207 წელს, სავარაუდოდ ფლორენციაში. პირველად იტალიამ ახალგაზრდა ასტროლოგი მაშინ გაიცნო, როდესაც მან სახალხო კამათში ქალაქ ბოლონიაში ასტროლოგიის მოწინააღმდეგე ჯოვანი სკიო დაამარცხა. ამან ბონატის სახელი მთელს იტალიაში გაუთქვა. ამის შემდეგ ბონატი “წმინდა რომის იმპერიის” იმპერატორის ფრიდრიხ II-ს პირადი ასტროლოგი გახდა. ბონატის რჩევით იმპერატორმა დაიწყო სახალხო განათლებაზე ზრუნვა და სკოლის დააარსა – აქ ერთმანეთის გვერდით სწავლობდნენ ქრისტიანები, არაბები და ებრაელები. ბონატისვე რჩევით ლათინურად თარგმნეს არისტოტელეს და სხვა არაბი სწავლულების მეცნიერული ტრაქტატები. როდესაც ფრიდრიხმა ეგვიპტის სულტანის წინააღმდეგ VI ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყო, ბონატიმ მას თავდაპირველად მოლაპარაკებების გამართვა ურჩია. ფრიდრიხმა დაუჯერა ბონატის რჩევას და არ წააგო – სულტანმა ქრისტიანებს უომრად დაუთმო ბეთლემი, ნაზარეთი და იერუსალიმი. პარალელურად ბონატი გრაფი გვიდო და მონტეფელტროს პირადი ასტროლოგი გახდა.

1250-იან წლებში ბონატი უკვე ბრეშიაშია და სხვა ასტროლოგებთან ერთად მუშაობს გრაფი ეზელინო და რომანოს კარზე. ეს საკმაოდ ძლიერი გვარი იყო და ამ ოჯახის წევრების მონაწილეობას იღებდნენ სხვა ჯვაროსნულ ლაშქრობებში. ცნობილია, რომ ბონატიმ როდესაც შეადგინა გრაფის პირადი ჰოროსკოპი, მან საპყრობილეში სიკვდილი უწინასწარმეტყველა, თუმცა გრაფმა არ დაუჯერა მას. ეზელინო და რომანოს კი ბონატის წინასწარმეტყველა აუხდა – იგი შეიპყრეს და საპყრობილეში გამოკეტეს, სადაც მალევე საიდუმლო ვითარებაში გარდაიცვალა. ბედიის ირონია იყო თუ ბონატის ასტროლოგიური ცოდნა, მაგრამ ერთი რამ ცხადი გახდა, ვის კარზეც ბონატი მუშაობდა, ის დიდებული წარმატებას აღწევდა. ამან ცხადია ბონატის მოშურნეები და მტრები შესძინა. ამიტომ იგი იძულებული იყო მონასტერში წასულიყო და უარი ეთქვა დიდებულების კარზე სამსახურზე. მონასტერში მან ტრაქტატების წერა დაიწყო, გარდა ამისა, ცნობილია, რომ ბონატი არჩევდა სასიკეთო დროს და ადგილსაც კი სამონასტრო მშენებლობებისთვის.
1277 წელს გამოდის ბონატის ასტრონომიულ-ასტროლოგიური ტრაქტატი “ლიბერ ასტრონომიაე”. ამ ტრაქტატს იყენებდნენ როგორც შუასაუკუნეების, ისე იყენებენ თანამედროვე ასტროლოგები. გვიდო ბონატი 1296 წელს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

c916649ae077

ჯონ დი

ინგლისელი მატემატიკოსი, გეოგრაფი, ალქიმიკოსი, ასტრონომი და ასტროლოგი ჯონ დი დაიბადა 1527 წლის 13 ივლისს ლონდონში. ის სკოლის დამთავრების შემდეგ სეინტ-ჯონის კოლეჯში შევიდა, რომელიც წარმატებით დაამთავრა. მას მიანიჭეს ბაკალავარის ხარისხი აირჩიეს უნივერსისტეტის მრჩეველთა საბჭოში. 1546 წლიდან ის უკვე სახელგანთქმული ასტრონომი და ასტროლოგი იყო . 1548-51 წლებში ის ევროპის მასშტაბით მოგზაურობდა, ის მიიწვიეს ლუვენის უნივერსიტეტში (ბელგია), სადაც კითხულობდა ლექციებს, ის იმყოფებოდა პარიზში, სადაც ასევე ლექციებს კითხულობდა. დი სამშობლოში 1552 წელს დაბრუნდა. მალე ინგლისის ტახტზე ავიდა მარია ტიუდორი, რომელიც კათოლიკე იყო. ინგლისში დაიწყო პროტესტანტების დევნა-შევიწროება. დააპატიმრეს ჯონ დის მამა, თუმცა ასტროლოგი დედოფალს შეხვდა და მამა გაათავისუფლებინა, თუმცა როლანდ დის ქონების ნაწილი მაინც ჩამოართვეს. აქედან დაიწყო დედოფლისა და ჯონ დის ურთიერთობები. დედოფალი აპირებდა ესპანეთის მეფე ფილიპეზე დაქორწინებას, ამიტომ, მას სჭირდებოდა ინფორმაცია ამ მომავალ ქორწინებაზე. ასტროლოგმა შეადგინა დედოფალ მარიას, ფილიპეს, ასევე მარიას დის, ელიზაბეტას ჰოროსკოპები.

პროგნოზი გამაოგნებელი იყო, ამიტომ, დიმ დედოფალს ინფორმაცია დაუმალა, თუმცა მარიამ ჯონ დის მიერ დაწერილი ჰოსკოპები მაინც ჩაიგდო ხელში. პროგნოზის მიხედვით ეს ქორწინება შედგებოდა, თუმცა მარიას მეფობა მხოლოდ რამოდენიმე წელი გაგრძელდებოდა და ფილიპე დატოვებდა ინგლისს, მისი სიკვდილის შემდეგ ინგლისის მონარქი მისი და ელიზაბეტა გახდებოდა.მარიამ ეს წინასწარმეტყველება არ დაიჯერა და ასტროლოგი დააპატიმრებინა. ჯონ დი სულ სამი თვე იჯდა სატუსაღოში. ამის შემდეგ ის გაათავისუფლეს და სამეფო ბიბლიოთეკის აღწერა დაავალეს. მარიას ფილიპესგან შვილი არ ეყოლა და ქორწინებიდან რამოდენიმე წელში ფილიპემ მარიაც და ინგლისიც საერთოდ დატოვა. მარია 1558 წელს გარდაიცვალა, ხოლო ინგლისის დედოფალი ელიზაბეტა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დიდებული იმ ასტროლოგს, მარიასთან თანამშრომლობის გამო ალმაცერად უყურებდა, ელიზაბეტას სურვილით დიმ გამოთვალა მისი კორონაციის თარიღი. ამ დროისთვის ჯონ დი მთელს დიდი ბრიტანეთის იმპერიაში სახელმოხვეჭილი ასტროლოგი, ალქმიკოსი და გეოგრაფი იყო. მან დრეიკის მოპოვებული მასალებზე დაყრდნობით შეასწორა მსოფლიო რუკის გარკვეული მონაკვეთები. 1596 წელს დი მანჩესტერში, ქრისტის კოლეჯის რექტორად აირჩიეს. რამოდენიმე წლის შემდეგ მანჩესტერში გავრცელებული ჭირმა შეიწირა მისი მეუღლე. მას ჰყავდა რვა შვილი. ჯონ დი 1608 წელს გარდაიცვალა.

a6fdbaf02856

ბენ ეზრა

ებრაელი პოეტი, ენათმეცნიერი, ნეოპლატონიკოსი, ფილოსოფოსი, ექიმი, კაბალისტი, მათემატიკოსი, ასტროლოგი და ასტრონომი აბრაამ ბენ მეირი ბენ ეზრა, იგივე აბენეზრა 1092 წელს ესპანეთში დაიბადა. ბენ ეზრამ ასტროლოგიაში შექმნა ე. წ. ასტროლოგიური სახლების სისტემა, რომელსაც შეცდომით რეგიომონტანას მიაწერენ. მას აქვს უამრავი კომენტარები დაწერილი ბიბლიაზე, თორაზე, კაბალისტურ და თუ სხვა უძველეს რელიგიურ ტრაქტატებზე. მან გადაამუშავა უამრავი ძველი ტრაქტატი იმდროინდელი ადამიანებისთვის უფრო გასაგები და მისაწვდომი გახადა. 1158 წელს ბენ ეზრა ლონდონს ესტუმრა, იმ დროს ინგლისის მეფეს ჰენრი II-ს საკმაოდ გართულებული მდგომარეობა ჰქონდა შოტლანდიასთან, ირლანდიასთან, საფრანგეთთან და თვით ეკლესიასთანაც კი. ის ცდილობდა ყველა მხარეს გავლენა და ძალაუფლება მოეპოვებინა. ბენ ეზრას დედოფალი ელეონარა შეხვდა, რომელიც იმ დროისთვის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანი იყო. ის პირველ ქორწინებაში საფრანგეთის მეფესთან ლუი VII-სთან იმყოფებოდა, ხოლო შემდგომ უკვე ინგლისის მეფის ჰენრი II-ს მეუღლე გახდა. დედოფალს აინტერესებდა, ვინ გახდებოდა ჰენრის შემდეგ ინგლისის მეფე, რადგან მას სურდა მეფედ მისი ერთ-ერთი შვილი გახდებოდა.

ეზრამ დედოფალი დაამშვიდა და უთხრა, რომ ინგლისის შემდეგი მეფე სწორედ ჰენრისა და ელეონორას საერთო ვაჟი, რიჩარდი გახდებოდა. ეს მართლაც ასე მოხდა, თუმცა ასტროლოგმა დედოფალს შემზარავი და არადამაჯერებლი ამბავი აუწყა… დედოფალს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებოდა და ის საკუთარი შვილების სიკვდილს მოესწრებოდა. დედოფალმა ეს უკანასკნელი წინასწარმეტყველება არ დაიჯერა, თუმცა 1173 წელს, დედოფალი ელეონორა, მისმა მეუღლემ შეთქმულების ბრალდებით დააპატიმრებინა და ციხეში გამოკეტა. დედოფალმა ციხეში თექვსმეტი წელი გაატარა და ჰენრი II-მ ის მხოლოდ 1989 წელს გაათავისუფლა, როდესაც კვდებოდა. ამ პერიოდისთვის უკვე გარდაცვლილიყო, ელეონორას ერთი ვაჟი, ჰენრი (უმცროსი). ელეონორა მოესწრო კიდევ ორი ვაჟის, რიჩარდისა (ლომგულის) და ჯონის სიკვდილს. ასე აუხდა დედოფალს ასტროლოგის საბედისწერო წინასწარმეტყველება.
იბნ ეზრა 1167 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა. მის საპატივცემულოდ მთვარის ერთ-ერთ კრატერს მისი სახელი, “აბენეზრა” უწოდეს.

925f1daa4878

წყარო: Wikipedia; Google

იხილეთ ასევე
Close
Back to top button