გასართობი

“წვიმა მიყვარს”


წვიმა მიყვარს, წვიმაში მარტო სეირნობა. მარტოობაც მიყვარს, უკეთესად ვგრძნობ თავს…

… მაგრამ ვერასოდეს ვრჩები მარტო. წვიმის თითოეული წვეთი მეჩურჩულება, ამბებს მიყვება: სიყვარულზე,

ბედნიერებაზე…

მერე მეხუტებიან და ჩემს სხეულს ესვენებიან… მათთან ლაპარაკი მიყვარს, ალბათ იმიტომ,რომ ისინიც ჩემნაირი მარტოხელები არიან…

ცარიელ ქუჩებში სეირნობა მიყვარს და შორს, მოღრუბლულ ცაში ყურება, თითქოს ვირაცას ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ…

წვიმის წვეთები კი ისევ ჩემთან რჩებიან… თმა მისველდება,

სევდიანი თვალებიდან წამომსკდარი ცრემლები კი პატარა ნაკადულებს უერთდება, ლოყებზე რომ მოდიან..

არ მეშინია წვიმის წვეთების, არც სიცივის, მარტო დარჩენის მეშინია.

მეშინია, რომ არასოდეს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გამათბობს, ჩამეხუტება, მერე ტუჩებს შემახებს გაყინულ ლოყებზე და კოცნას მაჩუქებს, ჩამჩურჩულებს ნუ გეშინია, მარტო აღარ ხარო…

მინდა ერთად ვიყოთ, ამ აუტანელ სამყაროში, მე შენ და წვიმა…

წყარო მე : )

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close