საკითხავისასარგებლოუცნაური

დაოსიზმი


“დაო” (ჩინურად – ღმერთი, სიტყვა, გზა) ძველი ჩინური ფილოსოფიის ცნებაა,

რომელიც აღნიშნავს მას, რასაც არა აქვს სახელი და ფორმა, რაც მუდმივია, ერთიანი, დროისგან დამოუკიდებელი, უხმოა, უხილავი და შეუმეცნებელი, განუსაზღვრელია და სრულყოფილი, მუდმივ სიმშვიდესა და მოძრაობაშია, ყველა ცვლილების პირველმიზეზია, არის “ყველა საგნის დედა”, მხოლოდ საკუთარ თავზე არის დამოკიდებული, არის ძალა , რომელიც მართავს და მოიცავს სამყაროს.
დაოსისტების მიერ წამოყენებული მიზანია უკვდავების ძიება საკუთარი ძალების ან მაგიური რიტუალების დახმარებით. მათთვის უკვდავება სხეულის უკვდავებასაც ნიშნავდა, რადგან მიაჩნდათ, რომ უსხეულოდ სულები არ არსებობენ. დაოს მიმდევრები თვლიდნენ, რომ უკვდავნი იყვნენ მხოლოდ ადამიანები, რომლებიც აღწევდნენ სურვილების გარეშე არსებობის მდგომარეობას. ზოგადსაკაცობრიო ეთიკური ნორმების დაცვა იყო უკვდავების პირველი პირობა. ამის მსურველს უნდა ჩაედინა 1200 კეთილი საქმე თუნდაც ერთი ცუდი საქციელის გარეშე.

უკვდავების მაძიებელთა მიმართ ერთერთი მთავარი მოთხოვნა იყო ვეგეტარიანელობა. სხეული დაოსისტებისთვის მიკროკოსმია, რომელშიც მაკროკოსმის მსგავასად მატერიალურ ნაწილებში სულები არიან ჩასახლებული. სხეულის კვება საჭიროა, რათა სულებმა არ მიატოვონ იგი. უკვდავება არის სხეულში სულების მუდმივი ყოფნა.

დაოსისტებისთვის უკვდავების მეორე მნიშვნელოვანი პირობა იყო სულის განმტკიცება, რაც მიიღწევა ჰაერის შერწყმით ესენციასთან “ცზინ”. ამის მიღწევის საშუალებაა სუნთქვის ვარჯიშები, მოძრაობითი ვარჯიშები და, ხანდახან, წამლები და მასაჟები.

წყარო: ჩემი დოკუმენტები

თეგები
Close
Close