საკითხავი

რატომ თანხმდებიან ვარსკვლავები გულახდილ ფოტოსესიებზე


უამრავი მიზეზი არსებობს, რატომ თანხმდებიან შოუბიზნესის ვარსკვლავები გულახდილ ფოტოსესიებზე, შიშველ ფოტოებზე ცნობილი ჟურნალების გარეკანებისთვის. თავად მათი თქმით, მთავარია სურვილი, ჰქონდეთ ხარისხიანი, კარგი ფოტოები და ჩვეულებრივ ადამიანებს ნამდვილი ხელოვნება უჩვენონ. თუმცა, თუ კარგად დააკვირდები, რამდენიმე რეალური მიზეზი არსებობს, რის გამოც ასეთ ნაბიჯს დგამენ.

გაშიშვლება კარიერისთვის

წინა საუკუნის შუალედში ახალგაზრდა გოგონები ძირითადად კარიერის ასაწყობად თანხმდებოდნენ შიშვლად პოზირებაზე. სწორედ გულახდილი ფოტოების წყალობით გახდნენ ცნობილები მერილინ მონრო, პამელა ანდერსონი. თუმცა სექსრევოლუციის დროში ყველა მიეჩვია შიშველი სხეულის დემონსტრირებას, ამიტომ დიდი სახელის მოხვეჭა მხოლოდ ამ ნაბიჯით ნაკლებად შესაძლებელია. შეიძლება, მხოლოდ საკუთარი პერსონისადმი ინტერესის გაღვიძება.
ამ ბოლო დროს გახშირდა ტენდენცია, გულახდილი ფოტოსესიების საშუალებით კარიერის გადარჩენა სცადონ. გულახდილი ფოტოების მეშვეობით, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, შეიძლება გაფუჭებული რეპუტაციის შველა. მაგალითად, პერის ჰილტონი სკანდალისტის იმიჯს ჟურნალ FHM-ისთვის გადაღებული ფოტოებით “ათეთრებდა”, როდესაც თავის სიშიშვლეს ბეწვის დათუნიათი ფარავდა.

50 წლის ზემოთ…

კიდევ ერთი მიზეზია პროფესიონალური მოღვაწეობა. ბევრი ვარსკვლავი იძულებულია ფოტოგრაფების წინ იპოზიოროს, რათა სექსდედოფლის იმიჯი გაიმყაროს. 50-ს გადაცილებულ მსახიობებს არ სურთ პოზიციების დათმობა და ახალგაზრდა, ლამაზი კოლეგებისთვის დათმობა. უკვე სახელგანთქმულ მსახიობებს, რომლებიც მხოლოდ კარიერის დასაწყისში თუ მიდიოდნენ მსგავს გადაწყვეტილებამდე, პატივმოყვარეობა აიძულებს, კვლავ გაშიშვლდნენ ფოტოკამერების ობიექტივების წინ. 51 წლის შერონ სტოუნი ამის ნათელი დადასტურებაა. მან ფრანგული ჟურნალისთვის სწორედ ამ ასაკში გაიხადა და თავისი შიშველი სხეული უკვდავყო. შერონ სტოუნს მიაჩნია, რომ ქალი ნებისმიერ ასაკში ლამაზია. “მე ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ მივდიოდი, – ამბობს მსახიობი, – არ მგონია, რომ არის რაღაც განსაკუთრებული ასაკი, როდესაც შეიძლება შიშვლად გადაღება. ცხოვრების შუალედი ჯერ კიდევ არ არის ცხოვრების დასასრული. ჩემი ასაკის ქალები დატკბნენ ჩემით და დაფიქრდნენ, რატომ გაუშვეს საკუთარი თავი “პენსიაში”.

გაშიშვლება “საქმისთვის”

ბოლო დროს მოდური გახდა “კეთილი საქმისთვის” გაშიშვლება. ვარსკვლავები სამოსს იხდიან, რათა რთული პრობლემებისადმი მიაპყრონ საზოგადოების ყურადღება. ასეთი “შიშველი აქციები” ხშირად ეძღვნება ხოლმე ცხოველთა დაცვას. რამდენიმე წლის წინ ქაღალდის ეკონომიური გამოყენების ეკომანიფესტისთვისაც გაშიშვლდნენ ცნობილი ქალბატონები.

შიშველი ორსულები

ზოგიერთი ვარსკვლავი კი მარტო იმიტომ იხდის, რომ ეს მოდურია.
1991 წელს ორსული დემი მურის შიშვლად გამოჩენამ საზოგადოების დიდი რეაქცია გამოიწვია. შემდეგ მის მაგალითს მიბაძეს სინდი კროუფორდმა, მონიკა ბელუჩიმ, გვინეტ პელტროუმ, ბრიტნი სპირსმა (ეს უკანასკნელი ორსულობისას ორჯერ გაშიშვლდა სხვადასხვა ჟურნალისთვის), კრისტინა აგილერამ. თითოეულმა მათგანმა მოასწრო მოდური ჟურნალის პირველ გვერდზე მუცლის მოშიშვლება.

ექსპერიმენტი

“ჰარი პოტერის” ნორჩი ვარსკვლავი ემა ვატსონი სულ ახლახან გადაიღეს მისი იმიჯისთვის უჩვეულოდ გულახდილ ფოტოსესიაში – ფრიადოსანი ჰერმიონა გრეინჯერი მოულოდნელად სექსუალურ გრანჟ-ხულიგნად გადაიქცა. თუმცა ასეთი ექსპერიმენტები ყოველთვის არ ამართლებს. ხშირად ამგვარი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მისი ასაკის გოგონები საერთოდაც ამ “როლში რჩებიან” და რეჟისორებიც მათ სერიოზულად ვეღარ აღიქვამენ.
იმის აღნიშვნაც ღირს, რომ “სრული გაშიშვლების” დრო წავიდა. შიშველი ნატურის ფოტოები პირველ რიგში ბიზნესია. გარდა ამისა, ჩვენს დროში გაცილებით დიდი მოთხოვნაა იმ ფოტოებზე, რომლებსაც პაპარაცები თითქოს ვარსკვლავების უნებართვოდ იღებენ. ახალგაზრდა მსახიობები და მომღერლები უნებურად იშიშვლებენ სილამაზეებს წვეულებებზე ან პლაჟზე და იმავდროულად პიარის პრობლემასაც წყვეტენ: მინიმალური ძალისხმევა, მაქსიმალური შედეგი.

ჟურნალი “რეიტინგი”

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close