რეკორდებისაკითხავისასარგებლო

საქართველოს გეოგრაფიული რეკორდები


გაიგეთ საქართველოს გეოგრაფიული რეკორდებზე გაგრძელების შემდეგ.

ყველაზე ტენიანი ადგილი საქართველოში ბათუმის მიდამოებში, მთა მტირალას დასავლეთ ფერდობებია, სადაც ნალექების საშუალოწლიური რაოდენობა 4000 მმ–ს აღწევს.

ყველაზე მშრალი ადგილი საქართველოში ელდარის ვაკეა. იგი მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში. აქ წლიურად 350 მმ ნალექი მოდის.

საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აღრიცხულია ლათაში (კოდორის ხეობა) და ჭარნალში (აჭარა). აქ +43 გრადუსია დაფიქსირებული.

საქართველოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა (–42) იყო აღრიცხული მეტეოსადგურზე “ყაზბეგი მაღალმთიანი”, რომელიც ზღვის დონიდან 3600 მეტრზე მდებარეობს. კარწახში (ჯავახეთი) აღრიცხულია –41 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოში, რაჭაში, შაორის წყალსაცავის მიდამოებში დაფიქსირდა –40 ჰაერის ტემპერატურა.

საქართველოში უდიდესი ჩანჩქერია კლიჩი, რომელიც მდებარეობს აფხაზეთში და რომლის სიმაღლე 100 მეტრს აღწევს.

საქართველოში ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანია მყინვარწვერი – 5047 მ.

საქართველოს უმაღლესი მწვერვალია შხარა (5068 მეტრი)

საქართველოს ფარგლებში ყველაზე გრძელი მდინარეა ალაზანი (407 კმ), ხოლო წყალუხვი – მდინარე რიონი.

საქართველოში ყველაზე დიდია ფარავნის ტბა, რომელიც სამხრეთ საქართველოში მდებარეობს. მისი ფართობია 37.5 კვ. კმ.

საქართველოში ყველა ღრმაა რიწის ტბა, რომლის სიღრმეც აღწევს 101 მეტრს.

საქართველოში ყველაზე დიდი ეროვნული პარკია თუშეთის ეროვნული პარკი (76004 ჰა). ყველაზე დიდი ნაკრძალი კი ფსხუ–გუმისთის ნაკრძალია (40734 ჰა).

საქართველოში ყველაზე დაბალი ადგილი პალიასტომის ტბის მიდამოებია. (–2 მეტრი ზღვის დონიდან)

საქართველოში ყველაზე დიდია მყინვარი ლეხზირი, რომელიც მდებარეობს სვანეთში. მისი სიგრძეა 12 კმ, ხოლო ფართობი – 36 კვ. კმ.

საქართველოში ყველაზე ქარიანია ლიხის ქედის მიდამოები, სადაც ქარის საშუალოწლიური სიჩქარეა 33 კმ/სთ.

საქართველოში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებაა სოფელი უშგული (2200 მ). ამ მაჩვენებლით იგი ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებაა მთელ ევროპაშიც.

საქართველოში ყველაზე ღრმა კასტრული უფსკრულია თოვლიანა. სიღრმეში 900 მეტრამდეა გამოკვლეული და ერთ–ერთი ყველაზე ღრმაა მსოფლიოში.

სურათები არ დავდე, მათი სიმცირის გამო ინტერნეტ–სივრცეში.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close