საკითხავისაქართველო

ძველი მობილური ტელეფონები (გავიხსენოთ ძველი დრო)

ქალბატონებო და ბატონებო დავიწყოთ უხუცესი მობილური ტელეფონის და მისი მშობელი მარტინ კუპერის სურათით. ამ ტელეფონით პირველი ზარი შედგა 1973 აპრილში ნიუ-იორკის ქუჩის კუთხეში

საქართველოში მობილურები დაახლოებით 1996-97 წლებში შემოვიდა, სულ რამდენიმე იყო თბილისში და ყველამ იცოდა, რომელს რამდენი ნაკაწრი ჰქონდა. წარმოგიდგენთ ერთ დროს საქართველოში ყველაზე პოპულარულ ტელეფონს: ერიქსოოონ! თუ ეს ტელეფონი გედო ჯიბეში (არ ვიცი როგორ, იმიტომ რომ იმდენად მძიმე იყო რომ სულ ცოტა შარვალი ჩაგძვრებოდა) შენთვის თბილისში ყველა გზა ხსნილი იყო.

შემდეგია მისი აღმატებულება ნოკია. ეს გახლავთ NOKIA 810i ე.წ. მობილური-ბანანი (ადამიანი-ობობას პონტში) რომელიც დეიდაჩემს ჰქონდა და ამით იმ დროს ამით ძალიან ვამაყობდი.

შემდეგ მოდის სიმენსი რომელიც დიდ ხანს ლიდერობდა საქართველოს მობილურის ბაზრებზე. ჩემი პირველი სერიოზული ტელეფონი იყო SIEMENS SL45 რომელსაც თავის ჩიპიც ქონდა mp3 და ათასი ხარახურა. ძალიან დიდ ხანს ვინახავდი როგორც ოჯახის ექსპონანტს მაგრამ შემდეგ გულმა ვეღარ გაუძლო და კლასში ჯერ კედელი გავთხარეთ მაგ ტელეფონით შემდეგ კი ფეხბურთი ვითამაშეთ რასაც ვეღარ გაუძლო გულით ავადმყოფმა და სული განუტევა (უფრო სწორად რამდენიმე ნაწილი განუტევა ფანჯრიდან).

ალბად გახსოვთ სამსუნგების ბუმი. ყველა ნატრობდა ე.წ. ‘თავკომბალა’ დებოდა ჯიბეში.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close