გამოგონებასასარგებლოუცნაური

გამჭვირვალე ნოუთბუქი

კომპანია Samsung აპირებს ნახევრადგამჭვირვალე დისპლეიანი ნოუთბუქების გამოშვებას.

კონცეფცია, რომელიც წარმოადგინეს სამხრეთკორეელმა მწარმოებლებმა შემოთავაზებულია ტექნოლოგია AMOLED–ის გამოყენება — აქტიური მატრიცით ორგანული შუქდიოდის ბაზაზე. თხევადკრისტალურ ეკრანებთან შედარებით, ესეთ პანელებს აქვს შემდეგი უპირატესობა: ნაკლები ენერგომოთხოვნილება, მცირე სისქის დისპლეი, გაუმჯობესებული ფერის აღქმა და მაღალი კონტრასტულობა.

«სამსუნგ»–მა უკვე დაამზადა ნოუთბუქის პროტოტიპი AMOLED–ეკრანით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დანახვა ეკრანის მიღმა. უჩვეულო 14–დიუმიანი ლეპტოპი წარმოდგენილ იქნა იანვარში CES 2010–ის გამოფენაზე. კომპანიაში როგორც აღნიშნეს, «გამჭვირვალე» ნოუთბუქების კომერციული მოდელი გაყიდვაში გამოჩნდება უახლოეს 12 თვეში.

ჯერჯერობით უცნობია, მსგავსი კომპიუტერების ღირებულება და შეუშლის თუ არა ინფორმაციის მიღებაში დისპლეის ნახევრადგამჭვირვალეობა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Samsung, პირველად მსოფლიოში, გეგმავს AMOLED–დისპლეების მასიურ წარმოებას, რომელსაც ექნება სენსორული მხარდაჭერა. დისპლეების გამოშვება დაიწყება მარტში.

წყარო: hi-tech.ge

ჩემი აზრით გამჭვირვალე ნოუთბუქი მოუხერხებელი იქნება :yes: ლამაზია მაგრამ გამოუსადეგარი :boli:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close