გასართობისაკითხავიუცნაური

დაუჯერებელი ცხადი, ანუ როგორ მედგა 2 ლანდი თავზე :)

როცა ამას წინათ ეს საიტი აღმოვაჩნე, გამეცინა, რადგან მისმა ლოგომ, რომ იტყვიან მშობლიური აღქმები გამახსენა :) ეს რა თქმა უნდა ხურობით, თუმცა უცხოპლანეტელებს დღემდე ველოდები, რომ მოვიდნენ და წამიყვანონ ( რომ დამტოვეს მითხრეს მალე მოვალთო, მაგრამ მას მერე რა დრო გავიდა, ეგეც აღარ მახსოვს)

მოკლედ, აღმოვაჩინე ეს საიტი, გადავავლე თვალი ინფოს და უბრალოდ ღიმილით დავტოვე აქაურობა. რას წარმოვიდგენდი რომ ცოტა ხანში აქ ჩემს უცნაურობის შესახებ დავდებდი ნაწერს :) ბოლო უცნაურობა 2 დღის წინ გადამხდა. მართალია, ლანდების და აჩრდილების არასდროს მეშინოდა, თუმცა შუაღამისას მათ დანახვაზე ინსტიქტურად საბანი გადავიფარე თავზე..
ყველაფერი კი ასე დაიწყო…

შუაღამისას, უცნაურმა შეეგრძნებამ და ხმებმა გამაღვიძა, თავიდან მეგონა ოთახში ჩვეულებრივი ქურდები იყვნენ, თუმცა მერე მივხვდი რომ ქურდები თავზე არ დამადგებოდნენ და გამალებით საუბარს და ხორხისმიერ სიცილს არ დაიწყებდნენ :) მოკლედ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ეს ორი ლანდი, რომლებსაც მხოლოდ მხრები და ზედა კიდურები ქონდათ და რა თქმა უნდა მხრები, თავზე მედგნენ და რაღაც ვერ გადაეწყვიტათ :) პირველი რაც გავაკეთე მკვეთრი მოძრაობით საბანი გადავიფარე თავზე და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს 40 გრადუსი სიცხით ვიწექი საწოლში :) რამდენიმე წუთში მივხვდი, რომ ასე არ უნდა გამეკეთებინა და ცნობისმოყვარედ გამოვიხედე საწოლიდან, თუმცა ოთახში, რა თქმა უნდა, არავინ იყო :) დღემდე ვნატრობ კიდევ მოვიდნენ და მითხრან რა უნდოდათ ჩემგან, ან რას გეგმავდნენ ასე გამწარებულები :)
ყველა ნაცნობს ჰგონია, რომ ჩემი უძლობის და ნერვების ბრალიაო, მაგრამ მე და ჩემმა თვალებმა ხომ ვიცით რა ვნახეთ და როგორ :)
სიზმრის ფენომენი, იმდენად ორაზროვანია, რომ დღემდე არ არსებობს სწორხაზოვანი შეხეედულება რა არის სიზმარი, ზოგი ამას დემონურ ძალებს მიაწერს, ზოგი კი უბრალოდ აქტიურ ქვეცნობიერს :) მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე სამგვარი სიზმარი მაქვს ნანახი, შემიძლია დარწუმენიბით ვთქვა, რომ ეს სიზმარი არ იყო :)
ჩემი სიზმრები კიდევ ერთი უცნაურობაა ჩემი, სამი სახის სიზმარი რომლებიც თვეობით მეორდება .. მძაფრსიუჟეტიანი და ფერადი :) და კიდევ სიზმრიდან გამოყოლილი ლექსის წერის ნიჭი, რომლითაც დღემდე სიზმარში ვწერ ლექსებს :)
მოკლედ დანარჩენი სხვა დროს იყოს, ახლა კი ჩემი საყვარელი 2 ლანდით დავამთავროთ :))))

თეგები

corpse bride

gamacocxles da ....

მსგავსი ამბები

Close
Close