საკითხავისასარგებლო

Club 27


მომღერლებმა რომლებმაც დიდი ზეგავლენ მოახდინეს როკ და ბლუზ მუსიკაში, და გარდაიცვალნენ 27 წლის ასაკში, ხშირად საკმაოდ საეჭვო ვითარებაში. ამის შედეგად შეიქმნა კლუბი 27 -ი რომელშიც არიან გაერთიანებული ის მომღერლები რომლებიც ტრაგიკულად თუ არატრაგიკულად დაიღუპნენ 27 წლის ასაკში.

რაღაც დროის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა რა კრიტერიუმით უნდა შეეყვანათ მომღერალი ამ ჯგუფში რომლებიც გარდაიცვალნენ 27 წლის ასაკში. თავდაპირველი სია იყო ასეთი: ჯიმი ჰენდრიქსი, ჯიმ მორისონი და ჯენის ჯოპლინი. ყველაზე მთავარი დეტალი მათი სიკვდილისა, რამაც ხელი შეუწყო ამ კლუბის შექმნისა იყო ის რომ, სამივე გარდაიცვალნენ 10 თვის შუალედში. მოგვიანებით კლუბში დამატებულ იქნენ:ბრაიან ჯონსი, საინტერესოა ის რომ ჯონსი და მორისონი გარდაიცვალნენ ერთსა და იმავე დღეს, 2 წლის განსხვავებით. ოფიციალურად კლუბში დამატებულ იქნა უკანასკნელად: კურტ კობეინი გარდაცვლილი 1994 წელს, სწორედ იმ დროს როდესაც იგი იყო პოპულარობის პიკზე. ხანდახან კლუბ 27 ში ამატებენ სხვა მუსიკოსბესაც გარდაცვლილებს 27 წლის ასაკში. კურტ კობეინის ბიოგრაფი ჩარლზ რ. კროსი წერდა რომ “ნაწილი მუსიკოსებისა რომლებიც კვდებიან 27 წლის ასაკში ძალიან მნიშვნელოვანნი არიან ყველა სტანდარტში. მაგრამ ხალხი კვდება ყოველთვის, და ყველა ასაკში, და მუსიკოსების სიკვდილიანობა 27 წლის ასაკში მატულობს.

სიკვდილის მიზეზები:

ბრაიან ჯონსი: დაბადებული 28 თებერვალს 1942 წელს, გარდაიცვალა 3 ივლის 1969 წელს – დაიხრჩო ბასეინში, სხვა ვერსიების თანახმად იქნა მოკლული.

ჯიმი ჰენდრიქსი: დაბადებული 27 ნოემბერი 1942 წელს, გარდაიცვალა 18 სექტემბერს 1970 წელს – დაიხრჩო ღებინებით მას მერე რაც მიიღო გადაჭარბებული დოზა საძილე წამლის.

ჯენის ჯოპლინ: დაიბადებული 19 იანვარს 1943 წელს, გარდაიცვალა 4 ოკტომბერს 1970 წელს – ნარკოტიკის გადამეტებული დოზით.

ჯიმ მორისონი: ოფიციალური ვერსია გვეუბნება რომ იგი გარდაიცვალა გულით. მაგრამ არის ვერსია რომ ისიც დაიღუპა ნარკოტიკების ზედმეტი დოზით მოხმარების გამო.

კურტ კობეინ: დაბადებული 20 თებერვალს 1967 წელს, გარდაიცვალა 5 აპრილს 1994 წელს – ოფიციალური ვერსია – თვითმკვლელობა იარაღიდან თავში გასროლით.

წყარო: bgerebi.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close