ახალი ამბებიგასართობი

სჯობს გვიან ვიდრე არასდროს?

გაერთიანებულ სამეფოში ერთი უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა. დინინგტონის ბიბლიოთეკამ როსერჰემში მიიღო ამანათი, სადაც აღმოჩნდა 1965 წლის 24 სექტემბერს გაცემული წიგნი.

ბიბლიოთეკაში აცხადებენ, რომ სამწუხაროდ არ არის შემორჩენილი ჩანაწერები, თუ ვის ქონდა წიგნი საკითხავად 46 წლის განმავლობაში. ამანათს, რომელიც მივიდა ბიბლიოთეკაში, არ ეწერა გამომგზავნი. ფაქტი ის არის, რომ წიგნის 46 წლით დაგვიანებისათვის ჯარიმა შეადგენს ასტრონომიულ თანხას :)

“მართალია ხალხს უყვარს წიგნთან დროის გატარება, მაგრამ 46 წელი წარმოუდგენლად დიდი დროა.” განაცხადა გაკვირვებულმა ბიბლიოთეკარმა ელისონ ლოურიმ.

PS გადახედეთ წიგნების თაროებს, თქვენც ხომ არ გაქვთ ბიბლიოთეკიდან შემორჩენილი რაიმე წიგნი :)

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close