არქივი

ბოდიბილდინგი და ანაბოლური სტეროიდები

b5003d5d6bc6

სასარგებლო ინფორმაცია :) 

სტეროიდებზე ბევრი სულელური და მცდარი აზრი არსებობს.

ამ პოსტის წაკითხვის მერე კი წარმოდგენა გექნებათ მათ რეალურ მოქმედებაზე.

ადამიანის კუნთის სტრუქტურა ცილებისგან(protein) შედგება, ვარჯიშის დროს ექსტრემალური დატვირთვისას კუნთის სტრუქტურა ირღვევა, შემდეგ ორგანიზმი დასვენების დროს კუნთს აღადგენს მიღებული საკვებიდან გადამუშავებული ცილების ხარჯზე და დაზიანებული უჯრედების ადგილზე ახალი, უფრო დიდი და ძლიერი უჯრედები ყალიბდება და კუნთის ვიზუალური ზრდაც ამის შედეგია.

aaf099bdef4e

მაგრამ პრობლემა ისაა რომ ეს პროცესი მამაკაცური ჰორმონის-ტესტოსტერონის ხარჯზე მიმდინარეობს რომელიც გარკვეული დოზით გამოიყოფა ორგანიზმში,ასევე ეს ჰორმონი უზრუნველყოფს სექსუალურ აქტივობას, მისი რაოდენობის შემცირება ორგანიზმში იმპოტენციას იწვევს. არსებობს სპორტული კვების დანამატები რომლებიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და სტეროიდებში არ უნდა აგვერიოს ესენია კრეატინი(შეიცავს უმი ხორცი ),პროტეინი(იგივე ცილა) და ამინომჟავები(რომლისგანაც შედგება ცილა) ეს დანამატები ეხმარება სპორცმენს მოიმატოს კუნთოვანი მასა, ძალა და ხელი შეუწყოს ტესტოსტერონის გამოყოფას ორგანიზმში. მაგრამ სტეროიდებთან შედარებით მათი ეფექტი უმნიშვნელოა.

9cadb7fc22b3

ანაბოლური სტეროიდი არის იგივე ხელოვნური ტესტოსტერონი მისი მიღების დროს ორგანიზმს პირდაპირ “ვაჭმევთ” ტესტოსტერონს რაც აჩქარებს კუნთების აღდგენის პროცესს, შესაბამისად იწვევს ძალის და კუნთოვანი მასის არარეალურ ზრდას. მაგალითისთვის სპორცმენი რომელიც არ იღებს სტეროიდებს და დაჭირდა 10 წელი რაღაც დონის მისაღწევათ, სტეროიდებზე შემჯდარი ადამიანი ამ შედეგს 4 წელში მიაღწევს მაგრამ ვარჯიშის ტემპი და დატვირთვა მაქსიმალური უნდა იყოს. მაგრამ სტეროიდების წლების განმავლობაში მოხმარებას საშიში გვერდითი ეფექტები აქვს იზრდება გულის დაავადების რისკი, ნადგურდება ღვიძლი და რაც მთავარია სტეროიდების მომხმარებლის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე შეიძლება 100ჯერ მეტი იყოს ჩვეულებრივი მამაკაცის დონეზე და შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ სანამ სტეროიდებზე იჯდება სექსის ამბავში ვეფხვია :lol2: მაგრამ რამდენიმე ხნის მოხმარების შემდეგ ორგანიზმი ეჩვევა ტესტოსტერონის ხელოვნურ მიღებას და კარგავს მისი თავად გამომუშავების უნარს, რაც იმპოტენციას იწვევს ;) ხშირად გამიგია ფრაზები: “სტეროიდებით გაბერილ კუნთებს ძალა არ აქ” “მე რო დავლიო ორ დღეში შვარცნეგერი ვიქნები” და ა.შ. ეს რათქმაუნდა სრული სისულელეა, ჯერ არ მოგონილა ისეთი პრეპარატი რომ დალიო დაიძინო და რო გაიღვიძებ კუნთები გქონდეს :D ამას დიდი დრო ნებისყოფა ჭირდება და სტეროიდების გარეშეც შეიძლება კარგი შედეგის მიღწევა :)

პოსტი დაწერილია ჩემს მიერ და არაა დაკოპირებული

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button