კულტურა

შვეიცარიელმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა

rekordi

შვეიცარიელმა მფრინავმა რიკარდო მორტარამ და მისმა ეკიპაჟმა რეკორდი მოხსნეს, მათ 9000-დან 12000 კილოგრამამდე წონის თვითმფრინავით დედამიწას 58 საათში შემოუფრინეს, – წერს გაზეთი 24 Heures.

62 წლის მორტარა, ვაჟთან, 28 წლის გაბრიელთან და 26 წლის ფლავენ გუდერცოსთან ერთად ბიზნეს -კლასის თვითმფრინავით Rockwell Sabreliner 65-ით ჟენევის აეროპორტიდან 19 მარტს დილის 7.12 წუთზე აფრინდა და იმავე ადგილას 21 მარტს 17.06 წუთზე დაეშვა. ეკიპაჟმა მინიმალური სიჩქარით 647 კმ/სთ 33 ქვეყნის საჰაერო სივრცე 36 900 კილომეტრი, 57 საათსა და 57 წუთში დაფარა.

მფრინავები პლანეტას ბევრად ნაკლებ დროში დალაშქრავდნენ, ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო მარშრუტი რომ არ შეეცვალათ.

აღნიშნულ კატეგორიაში წინა რეკორდი არტურ გოდფრის ეკუთვნის, რომელმაც 1966 წელს დედამიწას 436 კმ/სთ სიჩქარით შემოუფინა.

ამერიკელმა მფრინავმა სტივ ფოსეტმა სპეციალური მსუბუქი ვერტმფრენი Virgin Atlantic GlobalFlyer-ით დედამიწას 67 საათში შემოუარა.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

მსგავსი ამბები

Back to top button