არქივი

ძალიან საინტერესო 12 ფაქტი

01646047ac51
გაგრძელებაში არის 12 ძალიან საინტერესო ფაქტი ჩემს მიერ შეგროვებული

5e9139086bb3

თავდაპირველად აფთიაქს, ძვირფასი პროდუქტებისა და საგნების (ღვინო, წიგნები,წამლები) შესანახ ადგილს უწოდებდნენ.შემდეგ ეს სახელი წამალთა დასამზადებელ სახელოსნოს ეწოდა. აფთაქის ნაშთები აღჩენილია პომპეის გათხრების დროს .სახელმწიფოს მიერ რეგლამენტირებული პირველი აფთიაქი მე-7 საუკუნეში არაბეთში, ქალაქ ბაღდადში დაარსდა . 1806 წელს თბილისში გაიხსნა პირველი სახაზინო, 1828 წელს პირველი კერძო აფთიაქი_წამალთანა

497dc6bee60b

მთქნარება ტვინს აფხიზლებს . მთქნარება უძილობასთან და მოწყენილობასთან ასოცირდება. სინამდვილეში კი ის ტვინს გამოფხიზლებაში ეხმარება . მთქნარების დროს სასუნთქი გზები იხსნება და ფილტვებს მეტი ჟანგბადი მიეწოდება , სისხლი ჟანგბადით მარაგდება – ეს კი მხნეობას გვმატებს

8987fa6ffa80

სულელური სიმღერის დავიწყება ძნელია. ტვინს ადამიანის დღის განრიგი ყავის მომზადებიდან დაძინებამდე ახსოვს. ხანდახან კი ავტომატურად რთავს მოსმენილ მელოდიას და პატრონს პერიოდულად შეახსენებს თავს

6ed2db5b5eb8

ბაყაყები და გომბეშოები პერიოდულად იცვლიან ტყავს, მაგრამ მათი ტყავი არავის უნახავს, რადგან ისინი გახდილ ტყავს მაშინვე ჭამენ

d20298f4683e

ანანასის და კივის გამოყენება ჟელესთვის რეკომენდებული არ არის, რადგან ისინი შეიცავენ ნივთიერებას, რომელიც ხელს უშლის ჟელატინის გასქელებას

cdbb32fb4c65

1786 წელს ჟან ბალმა და მიშელ პიკარი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც დაიპყრეს მონბლანის მწვერვალი. ისინი ითვლებიან ალპინიზმის დამაარსებლად

33d2554d1521

ადრიატიკის ზღვაში მდებარე კუნძულ ბრინდისიდან სხვადასხვა ქვეყნებში გაჰქონდათ ბრინჯაო. შენადნობმა სახელი სწორედ ამ კუნძულიდან მიიღო

ac373ad73348

ავსტრალიელი პიანისტი ყველაზე დიდხანს უკრავდა პიანინოზე – შეუსვენებლივ 50 დღე და 15 წუთი

f744b0ae0146

1 გრამი ოქროთი შეიძლება ისეთი წვრილი ძაფი დამზადდეს, რომ მისმა სიგრძემ მიაღწიოს დედამიწიდან მთვარემდე

a2a38c93b90e

ჯირაფის გული 22 კგ-ს იწონის.

849992dcdf9b

ყველაზე მეტი მაყურებელი ფეხბურთის ისტორიაში დაესწრო 1950 წელს, რიო-დე-ჟანეიროში, მარაკანაზე გამართულ შეხვედრას, ბრაზილიასა და ურუგვაის შორის. ამ შეხვედრას 199,854 ადამიანი უყურებდა სტადიონიდან

efb9730043dc

ამაზონი ზოგიერთ ადგილებში სიგანეში 100 კმ-ია

მსგავსი ამბები

Back to top button