არქივი

ძველი კოლხეთი,არგონავტები და ოქროს საწმისი

5e7e8e32c33c
ძველი კოლხეთის შესახებ

აიეტი (ბერძნ. Αίήτης, ὁ), – “მოკვდავთმანათობელი” ჰელიოსისა და პერსეს “მრისხანე” ვაჟი, კირკეს ძმა (ზოგი ვარიანტით მამა). აფსირტეს, ქალკიოპეს და მედეას მამა, ძველი კოლხეთის (აიის) მითიური მეფე, იდიიას ქმარი.

სხვა ვერსიის მიხედვით, აიეტი ჰელიოსისა და ანტიოპეს ვაჟია, ალოევსის ძმაა. როდესაც ჰელიოსმა ვაჟებს ქვეყანა გაუნაწილა, აიეტს წილად ხვდა კორინთო, მაგრამ არ მოეწონა, სამფლობელოდ გადასცა ვინმე ბუნე ჰერმესის ძეს, დაავალა შეენახა იგი მისი შთამომავლობისთვის, თვითონ კოლხეთში გადასახლდა, იქ დამკვიდრდა და მისი სახელოვანი მეფე გახდა.

ემდეგ აიეტის ქვეყანას მიადგა ფრიქსე ოქროს ვერძით. მეფის თანხმობით ვერძი ზევსს შესწირა, ოქროსბეწვიანი ტყავი კი აიეტს მიართვა, რომელმაც იგი არესის ჭალაში ხეზე ჩამოაკიდებინა.

სხვა მითის მიხედვით, ფრიქსე კოლხეთში ოქროს ვერძით კი არ მივიდა, არამედ გემით. გემზე მას ჰქონდა საბერძნეთიდან წამოღებული ოქროს ქანდაკება და ის უძღვნა აიეტის ქალიშვილის — ქალკიოპეს მითხოვების სამაგიეროდ. ამის შემდეგ აიეტს სამისნომ უწინასწარმეტყველა, რომ აღესრულებოდა მაშინ, როდესაც მის ქვეყანაში უცხოელები მივიდოდნენ და ფრიქსეს მირთმეულ საჩუქარს უკან წაიღებდნენ. ამ მიზეზითა და თავისი სისასტიკის წყალობითაცო, გადმოგვცემენ ძველი ისტორიკოსები — აიეტმა გასცა განკარგულება: — ყველა უცხოელი, ვინც კი კოლხეთში რაიმე მიზეზით გამოჩნდებოდა, განუკითხავად შეეწირად მსხვერპლად. ამას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მისი სისასტიკის ამბავი შორს წასულიყო და ვერავის გაებედა კოლხეთში მისვლა ოქროს საწმისის წამოსაღებადო, გადმოგვცემენ ძველი კომენტატორები.

ყოველივე ამის მიუხედავად, გარკვეული დროის შემდეგ აიას მიადგნენ არგონავტები. მედეას მეშვეობით ისინი გადაურჩნენ მსხვერპლად შეწირვას, აიეტის სასახლეში მივიდნენ და ოქროს საწმისი მოითხოვეს. აიეტმა იასონს რამდენიმე ძნელი, თითქმის შეუსრულებელი დავალება მისცა, მაგრამ მედეას დახმარებით, რომელსაც შეუყვარდა ელინი ვაჟკაცი, მან ყველა დავალება შეასრულა და კვლავ აიეტს წარუდგა. გაოცებულმა, დაეჭვებულმა და განრისხებულმა აიეტმა გმირები ვახშამზე მიიწვია და მათი ამოხოცვა (ზოგი ვარიანტით არგოს დაწვა) განიზრახა. იმ ღამეს აიეტი აფროდიტემ ცოლის სარეცელზე ჩააძინა, ამასობაში მედეამ იასონს ყველაფერი უამბო, მერე მასთან ერთად არესის ჭალაში წავიდა, საწმისის მცველი დრაკონი რაღაც წამლისა და ლოცვის მეშვეობით დააძინა (ზოგი ვარიანტით რაღაც ხერხების საშუალებით მოაკვლევინა იასონს), არგონავტებმა საწმისი მოიტაცეს და მედეაც თან გაიყოლიეს. სხვა მითები გადმოგვცემენ, რომ აიეტმა მათ მიუსწრო ზღვის სანაპიროზე, შეებრძოლა, პირადად მან მოკლა იფიტე, მისი ამალიდანაც ბევრი დაიხოცა. ცხარე ბრძოლაში, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, აიეტი დაიღუპა მელეაგროსის ხელით. აიეტი ითვლება ჰელიოსის (მზის) ვაჟად.

ვერსიები – მიუხედავად იმისა, რომ აიეტს გააჩნია მრავალი, ზებუნებრივი თვისება, შესაძლებელია იგი მაინც იყოს რეალური, ისტორიული პიროვნება, რომელსაც დროთა მსვლელობაში დიდი სიძლიერის, სიმკაცრისა და გავლენიანობის გამო ახალ-ახალი თვისებები და ეპითეტები მოარგეს. არგონავტები – ბერძნულ მითოლოგიაში გმირთა ჯგუფი იყო, რომელთაც ტროას ომამდე იასონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. მათი სახელის წარმომავლობა მოდის მათივე გემის სახელწოდებიდან – არგო, რომელიც თავის მხრივ მისი ამშენებელი არგუსის სახელს ატარებდა. არგონავტებს ასევე მინიანელებს უწოდებენ, მათი წარმოშობის ადგილის მიხედვით.თად აღიარეს და მითოლოგიის ლამაზი სამოსით შემოსეს.

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button