საკითხავისასარგებლოუცნაური

25 კადრი

1968 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა შეიმუშავა პროექტი “მოსახლეობის მასობრივი საინფორმაციო ზეგავლენის შესახებ.  პროექტს, გრიფით საიდუმლო, სათავეში ედგა რუსი ფიზიკოსი ალექსეი ბელოვი. ქალაქ გორკში მუშაობდა და სწორედ იქ დაიბადა 25ე კადრი, რომლის დებიუტი შედგა საინფორმაციო გამოშვება “ვრემიაში”. 25 კადრის სამშობლო საბჭოთა კავშირია.

1967 წელს ქალაქ გორკის ერთ-ერთ საიდუმლო სამეცნიერო ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში დაიწყეს მუშაობა ისეთ ელექტრონული სიგნალის შექმნაზე რომელიც ეტაპობრივად იმოქმედებდა ადამიანის გონებრივ იმპულსებზე და ზეგავლენას მოახდენდა მის ფსიქიკაზე. მეცნიერების პირველი ცდა უშედეგოდ დამთავრდა… 1968 წელს ლაბორატორია სათავეში ჩაუდგა სუკის მე-3 განყოფილების ბაზაზე შექმნილი სპეციალური ჯგუფი. პირველი ცდები მოსახლეობაზე ქვეყნის ცენტრალურ კინოტეატრებში ჩატარდა. მილიონობით ადამიანი იღებდა დაშიფრულ კოდირებულ ინფორმაციას, რომელიც პროპაგანდისტული შინაარსისა იყო და ადამიანის მეხსიერების სრულ ზომბირებას იწვევდა.

იმავე წელს მეცნიერებმა შექმნეს ახალი პროგრამა სახელად “სპირალი” რომელიც გაორმაგებული სიხშირით მუშაობდა და სატელევიზიო სიგნალის კოდირებას ახდენდა. სატელევიზიო სიგნალი რომელსაც უნდა მიეღწია საოპერატოროში, ჯერ უხილავი ტექსტური ან მუსიკალური ფონის სახით ედებოდა ძირითად სიხშირეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადიოდა ეთერში. კოდირებული ინფორმაცია დარბოდა ეკრანზე ან მოთავსებული იყო სატელევიზიო ემბლემის ან ნიშნის სახით. საიდანაც სრულიად რეგალურად ახდენდა ზემოქმედებას მაყურებელზე. ხშირად ედებოდა მუსიკალური მინიფონი, რომელიც წააგავდა სახელმწიფო ჰიმნის მელოდიას, ამას გარდა კადრს მიღმა ისმოდა დიქტორი ქალის ხმა რომელიც საეთერო დროსი მანძილზე შეუჩერებლივ კითხულობდა დაშიფრული პიტის ტექსტებს.

ტექნიკის განვითარებასთან ერთად 25-ე კადრს დაემატა სარეკლამო ხასიათის ინფორმაციები, რომლებიც უფრო ღრმად აღწევდა ადამიანის ცნობიერებაში, ასევე ახლებური ხედვა რომელსაც უნდა შეეცვალა დრომოჭმული კომუნისტური აზროვნება. სწორედ ამ თაობას ეკუთვნის პროგრამა “სპირალი 2” რომელსაც ფართოდ იყენებდნენ გადაცემაში “პროჟექტორ პერესტროიკი”. გარდა ამ 15 წლიანი უტოპიისა, მოსახლეობა იბომბებოდა კოდირებული იმპულსებით ყველასთვის ცნობილ სერიალ “მონა იზაურაში” რომლის დეტალური დამუშავებით სუკმა ახალი ნაბიჯი გდადგა საზოგადოების მასობრივი დაზომბირების დანაშაულებრივ საქმიანობაში.

90-იან წლებში 25-ე კადრის ეფექტმა ფართო გამოყენება ჰპოვა უცხო ენების ათვისების და კომპიუტერული სასწავლო პროგრამების შესწავლის საქმეში.

აღსანიშნავია რომ 25-კადრი დღესაც წარმატებით გამოიყენება რეკლამებისა თუ პოლიტიკური მიზნებისთვის. არ ვიცი საქართველოში როგორაა საქმე მაგრამ ამერიკაში და სსხვა ქვეყნებში ტელევიზიის განუყოფელ ნაწილად იქცა! კიდევ შემეძლო ბევრი რამ დამეწერა ამ თემაზე მაგრამ საშინლად მეზარება :D ამიტომ იმით დაკლაყოფილდით რაც დავწერე და ბევრი არაფერი დამიკლია :D

ჩემი რჩევა იქნება თუ ჯერ არ გადაგიგდიათ ტელევიზორი და გვერძე გიდევთ ახლავე მოკიდოთ ხელი და ფანჯრიდან მოიფრიალოთ :D თუ გეზარებათ მერე მოისროლეთ :D ყოველ შემთხვევაში აღარ უყუროთ ტელევიზორს :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close