გართობაკულტურა

Android-ის საინტერესო აპლიკაციები და თამაშები (11 ნაწილი)

3845ec2589f2
GTA: Chinatown Wars – ყველასათვის საყვარელი და ცნობილი თამაშის ახალი და არაჩვეულებრივი ვერსია სადაც თქვენ იმყოფებით ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში სადაც გაბატონებულია კრიმინალი ნარკოვაჭრობა და მრავალი სხვა საქმე თამაშის მიმდინარეობისას მოგიწევთ კრიმინალთან ბრძოლა. Chinatown Wars-ში თქვენი მისიაა შეებრძოლოთ ნარკომოვაჭრეებს და მაქსიმალურად შეავიწროვოთ მათი გავლენა ქალაქში და შემდეგ დაიმკვიდროთ ძალაუფლება ქალაქში GTA-ს ეს ვერსია გამოირჩევა დახვეწილი გრაფიკით ასევე თამაშში განახლებულია მანქანები თამაშში მოქმედება ძირითადად ზედხედის საშუალებით ხდება ანუ თქვენს ნებისმიერ გადაადგილებას ან განხორციელებულ ქმედებას დაინახავთ ზედხედის საშუალებით მოკლედ გადაწერეთ ეს ვერსია და ისიამოვნეთ თამაშით.
0cbd6ceb26cc
First Touch Soccer 2015 – ძალიან კარგი საფეხბურთო მენეჯერი რომელსაც ძალიან კარგი გრაფიკა და მახასიათებლები აქვს თამაშს დამატებული აქვს ამხანაგური თამაშების რეჟიმი ასევე ვარჯიშის რეჟიმი და მენჯერ მოდი ასევე ფეხბურთელების ყიდვა და გაყიდვა. თამაშს აქვს ადვილი გეიმფლეი დაყწბისას თქვენ უნდა აირჩიოთ გუნდი და გუნდთან ერთად ააწყოთ კარიერა მოიგოთ მეტ თამაშში მოპოვოთ ჩემპიონის ტიტული და მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა ტურნირებსა თუ შეჯიბრებებში გუნდთან ერთად თამაშში კი თქვენი მიზანი სწორი და დროული ცვლილებების გაკეთებაა რითიც შეძლებთ თამაშის მოგებას და წარმატების მიღწევას ასე რომ ვისაც გინდათ ითამაშოთ საფეხბურთო მენეჯერი ტელეფონში ეს თამაში ნამდვილად საუკეთესო ვარიანტია გასართობად.
790e822b2d3e
Sing! Karaoke – ბევრ ადამიანს სურს რომ გამოავლინოს თავის მუსიკალური შესაძლებობები სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით ეს აპლიკაცია კი სწორედ მათ დააინტერესებთ რადგან ამ პროგრამის ჩაწერის შემდეგ თქვენ საშუალება მოგეცემათ მოძებნოთ თქვენთვის სასურველი სიმღერა ნახოთ მისი კარაოკე და იმღეროთ რაც დაგეხმარებათ თქვენი შესაძლებლობების გამოვლენაში და ასევე კარგად გართობაშიც აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია თქვენი სამღერი გაუზიაროთ სხვებს და ასევე თქვენი კარაოკე ნამღერი შეაჯიბროთ სხვებისას ასევე შესაძლებელია მიიღოთ ქულები რომელი ქულებითაც შემდეგ განისაძღვრება თუ რომელ ადგილზე გახვალთ და მიიღებთ თუ არა Vip სტატუსს ეს სტატუსი უფრო მეტ უფლებას და შესაძლებლობას განიჭებთ.
5bdbd3669997
Slots – ყველასათვის საყვარელი სლოტ თამაშები უკვე ანდროიდის სმარტოფინებზე Slots-ში თქვენ აირჩევთ და ითამაშებთ სასურველ თამაშს სრულიად უფასაოდ ამასთანავე დააგროვებთ ქულებს და მონეტებს თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ ჯეკოპოტი და უფრო და უფრო გაზარდოთ თქვენი მონეტების რიცხვი და თამაშებში მოგების შანსი მოკლედ ვისაც გიყვართ სლოტები ეს თამაში ნამდვილად მოგეწონებათ.

Back to top button