საკითხავისურათებიუცნაური

ცოტა რამ უცნაური ცხოველების შესახებ 2


ესეც მეორე ნაწილი  :yes:   
1. ტაპირი

ტაპირები ძალიან უცნაური ძუძუმწოვრები არიან. ფორმით ღორებს ჰგვანან, თუმცა
მათ აქვთ გრძელი, მოღუნული დინგი.  ისინი ცხოვრობენ სამხრეთ ამერიკის ტყიან
რეგიონებში, შუა ამერიკაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ტაპირების ოთხი ჯიში
არსებობს, ოთხივე კლასიფიცირებულია და იმყოფებიან გადაშენების საფრთხის წინაშე.

2. ვარსკვლავ-ცხვირიანი თხუნელა

ვარსკვლავ-ცხვირიანი თხუნელა არის პატარა თხუნელა, რომელიც ნაპოვნია
აღმოსავლეთ კანადაში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკაში. ცხოვრობენ ტენიან
ადგილას, ბარში. ჭამენ უხერხემლო ცხოველებს და მატლებს. კარგად ცურავენ
და შეუძლიათ მოიპოვონ საკვები მდინარისა და ტბების ფსკერებზე. როგორც
სხვა დანარჩენი თხუნელები, ესენიც თხრიან მიწას , რათა საკვები მოიპოვონ.
ხშირად, მათ მიერ გათხრილი ხვრელები გადის წყალქვეშ.  ზამთრის მოახლოებისას
ისინი ძვრებიან “სახლებში” და იშვიათად ამოდია მაღლა.  ვარსკვლავ-ცხვირიან
თხუნელებს აქვთ 44 კბილი.

3. ხორთუმიანი მაიმუნი

ეს მაიმუნები ასევე ცნობილები არიან გრძელცხვირა მაიმუნების სახელით.
მათი ძირითადი განმასხვავებელი შტრიხი არიას მამრების გრძელი ცხვირი.
მიზანი ამ დიდი ცხვირის ქონისა გაუგებარია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ
ამ ცხვირებით ხდება სექსუალური შერჩევა. მდედრები ირჩევენ რაც შეიძლება
დიდცხვირა მამრ მაიმუნებს.  ხორთუმიან მაიმუნებს აქვთ ასევე დიდი მუცელი
(ღიპი) თუმცა მათ იციან როგორ დაიცვან დიეტა. გარკვეული დროის მანძილზე
ჭამენ მხოლოდ ფოთლებს და ხილს, რომლის მონელებაც ადვილია და მათი მუცელიც
ქრება.

4. Aye-aye

ეს ცხოველები მადაგასკარის ბინადრები არიან. გამოირჩევიან გრძელი, თხელი
თითებით.  ის ღამის ცხოველებს შორის ყველაზე დიდია. აქვთ თავისებური
ხასიათი და საჭმლის ძებნის გამორჩეული მეთოდი. დახტიან ხეებზე, რათა
იპოვონ მწერის ლარვები. შემდეგ ხეზე აკაკუნებენ ხელს და ამით იგებენ თუ
სად არის განთავსებული ლარვები. კბილებით ღრღნიან და აკეთებენ ხვრელს.
შემდეგ ყოფენ თავიანთ თხელ თითებს და გამოყავთ მწერები.

5. ტარსიერი

ტარსიერებს აქვთ უზარმაზარი დაჭყეტილი თვალები და გრძელი ფეხები.
გააჩნიათ ძალიან დაგრძელებული ტერფის ძვლები, მათი ოფიციალური სახელიც
აქედან გამომდინარეობს. (tarsi- ტერფი) ისინი ჭამენ მწერებს, ქვეწარმავლებს
და ჩიტებს. მოულოდნელად ახტებიან მსხვერპლს და ასე იჭერენ მათ. ხიდან
ხეზე გადახტომისას შეუძლიათ დაიჭირონ ჩიტი ჰაერში. მდედრების ორსულობა
გრძელდება 6 თვეს, აჩენენ მხოლოდ 1 პირმშოს.

6. მუნჯი რვაფეხა

ეს არსებები ცხოვრობენ წყლის სიღრმეში. აქვთ დიდი ყურები, ამით ისინი ჰგვანან
დისნეის ერთერთი მულტფილმის გმირს “მფრინავ სპილოს”.  მუნჯი მათ დაერქვათ
იმიტომ, რომ არ გააჩნიათ ენა, ხოლო რვაფეხა ფეხების გამო.

7. ბურთი თევზი

სახელი, როგორც ხვდებით, მისი ფორმის გამო დაერქვა. ისინი ცხოვრობენ ავსტრალიის
წყლების სიღრმეში.  მათი ნახვა იშვიათადაა შესაძლებელი. შეუძლიათ რამდენიმე
დღე “იდონ” ერთ ადგილას და არაფერი შეჭამონ. ამ ხნის განმავლობაში შესაძლებელია
სილით დაიფარონ და თითქმის აღარ ჩანან. გადაადგილდებიან ძალიან ნელა.

8.იხვნისკარტა

ეს არსებები ნახევრად წყლის ცხოველები არიან. არსებობს მათი გადაშენების საფრთხე.
ისინი არიან ერთადერთი ცხოველები, რომლებიც დებენ კვერცხებს არა იმიტომ, რომ
დაბადონ პირმშოები, არამედ იმიტომ, რომ იცხოვრონ ახალგაზრდულად. ეს მეცნიერებმა
დაამტკიცეს. როდესაც მდედრი კვერცხებს დადებს, უმეტეს შემთხვევაში, მიატოვებს ხოლმე
მას. იხვნისკარტები შხამიენბი არიან. მათ აქვთ დეზი უკანა ფეხებზე , რომლის საშუალებითაც
შეასხავს მტერს შხამს. შხამი იწვევს ძლიერ ტკივილს.  20 საუკუნეში ამ ცხოველებზე
ნადირობდნენ, თუმცა იხვნისკარტები ახლა დაცულები არიან.

9. ბეწვიანი კიბორჩხალა

ეს კიბორჩხალები პირველად აღმოაჩინეს წყნარ ოკეანეში. მათი სიგრძეა 15 სმ.  აქვთ
ძალია პატარა თვალები, რაც ამცირებს პიგმენტს. ამიტომ ისინი თითქმის ბრმები არიან.
თმიანი მარწუხები შეიცავს ბაქტერიებს, რომლებიც  ხელს უშლიან წყალში მომწავლავი
ნივთიერებების გავრცელებას.  ასე რომ, ეს კიბორჩხალები სასარგებლოები არიან. იკვებებიან
წყალმცენარეებით და პატარა კიბორჩხალებით.

10. პიგმეი მაიმუნი

ძირითადად ცხოვრობენ ბრაზილიაში. ერთერთი ყველაზე პატარა ცხოველები არიან.
ტანის სიგრძე არის 14-16 სმ.  ისინი შემოსილები არიან მოწითალო-მოყავისფრო ბეწვით.
მათი ბრჭყალები ისეა მოწყობილი, რომ არ უჭირთ ხეზე ცოცვა.ჭამენ ყველაფერს. მათ
უყვართ ხის ქერქის წვენი. ისინი აკაკუნებენ ხეებზე და ასე ზომავენ ხის ქერქის სისქეს.
მათ აქვთ სპეციალური, მჭრელი კბილები, რომლის საშუალებითაც ღრღნიან ხის ქერქს.
(ვაიმე რა სიცოცხლეა ეს)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close