გასართობისაკითხავისასარგებლო

ფედერიკო ფელინის გამონათქვამები


წარმოგიდგენთ ყველა დროის ერთერთი ყველაზე დიდი რეჟისორის, ფედერიკო ფელინის, გამონათქვამებს.

მე რომ გადამეღო ფილმი თავზე წასაკრავ ლანჩის ზონარზე, ისიც კი ჩემზე იქნებოდა.

ისაუბრო სიზმრებზე, ეს ნიშნავს, ისაუბრო ფილმებზე, რადგანაც ფილმები სიზმრების ენაზე მეტყველებენ; წუთში შეიძლება განვლო წლები და გადახტე ერთი ადგილიდან მეორეზე. ეს არის გამოსახულებების ენა. ნამდვილ ფილმში ყოველი საგანი და ყოველი სინათლე ნიშნავს რაიმეს, ისევე, როგორც სიზმარში.

ყოველგვარი ხელოვნება ავტობიოგრაფიულია; მაგალითად, ხამანწკას ავტობიოგრაფია მარგალიტია.

შენ არსებობ მხოლოდ მასში, რასაც ქმნი.

ყველამ იცის, რომ დრო- ეს სიკვდილია. სიკვდილი, რომელიც იმალება საათებში.

არ არსებობს დასაწყისი… არც დასასრული… არსებობს მხოლოდ უსასრულო ვნება სიცოცხლისა.

ტკივილი ცოდნაა და ყოველგვარი ცოდნა- ტკივილი.

გამოცდილება, ეს ისაა, რასაც იძენ ხოლმე სხვა რამის ძებნის დროს.

ნუ მეუბნებით, რას ვაკეთებ. არ მსურს, ვიცოდე ეს.

ნიცშე იჩემებდა, რომ მისი გენია იყო მისსავე ნესტოებში. ჩემი აზრით, საუცხოო ადგილია გენიისათვის.

სხვა ენა- განსხვავებული ხედვაა ცხოვრებისა.

კინო ჰგავს ძველ ბორდელს, ცირკს და ა. შ., ანუ მათ, ვინც იცის, რიგორ მოგანიჭოს მრავალგვარი სიამოვნება.

წყარო: ვიკიციტატა

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close