საკითხავისაქართველო

სამარხვო ხაჭაპური. (?!)

მოგეხსნებათ, რომ ახლა სააღდგომო, დიდი მარხვაა. ამ რამდენიმე დღის წინ კი ვნახე, რომ ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარ მუცელს არაფერი მოაკლოს.
სამარხვო ხაჭაპური! ერთ-ერთი რესტორნის მენიუში აღმოვაჩინე და სასწრაფოდ დავინტერესდი შემადგენლობით. თურმე ყველს სოიოს რძისგან ამზადებენ და შემდეგ ჩვეულებრივ აცხობენ ხაჭაპურს. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მე ერთი მიკვირს, რატომ ვერ ხვდება ხალხი მარხვის არსს და მნიშვნელობას. : |

მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავებაა არაა და აღმოჩნდა რომ უკვე არც არავინ იკავებს თავს, ყველა ცდილობს როგორმე ამ დღეების განმავლობაში არაფერი მოიკლოს და მოენატროს: სამარხვო კარაქი, სამარხვო ყველი, სამარხვო მაიონეზი, სამარხვო ნამცხვარი, სამარხვო შოკოლადი. (!) უკვე ზედმეტია არა? იმის მაგივრად რომ ეს პერიოდი სულის განსაწმენდად გამოვიყენოთ იმაზე ვფიქრობთ როგორმე ჩვენი რაციონი გავამრავალფეროვნოთ. :dasja:

მე პირადად არ გამისინჯავს ეს სამარხვო ხაჭაპური და არც გავსინჯავ ნამდვილად. იმიტომ რომ ვფიქრობ ეს ყველაფერი უკვე დიდ მარაზმს ემსგავსება!

და ბოლოს შეგახსენებთ წმ. მაქსიმე აღმსარებელის ნათქვამს

“ეცადე ჭამა-სმის უფალი იყო და არა მონა.”

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close