გასართობისაკითხავისასარგებლო

დაუჯერებელი და უცნაური რიცხვები

შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს ციფრები საკმაოდ მრავლისმთქმელია. ცოტა უცნაური,მაგრამ მაინც რეალური


ლენინს 146 ფსევდონიმი ჰქონდა


ყველაზე დაბნეულები დიდი ბრიტანელები ყოფილან.ისინი ყოველწლიურად ,ქუჩაში 186 000 000 ევროს კარგავენ.


სამართალდამცავებს 12 საათის განმავლობაში არ ბარდებოდა ერთი ავსტრალიელი, რომელიც საკუთარ სახლში ჩაიკეტა. მანამდე , დანით ხელში ქუჩაში დარბოდა და პოლიციელებს სთხოვდა მესროლეტო. მისი აღშფოთების და ბუნტის მიზეზი ის იყო, რომ დაბადების დღე არავინ მიულოცა.

ამერიკის ერთ დაწყებით სკოლაში 17 წლის განმავლობაში პედაგოგად მუშაობდა კაცი რომელმაც წერა კითხვა არ იცოდა.

.აშშ–ში 7 მთა, 8 მდინარე, 10 ტბა და 120 დასახლებული პუნქტი ატარებს ჯორჯ ვაშინგტონის სახელს…

ერთმა ირანელმა ქალბატონმა საკუთარ მეუღლეს უჩივლა 30 წლიანი თანაცხოვრების განმავლობასი, ყვავილი არასოდეს უჩუქებიაო. ქალბატონმა პროცესი მოიგო. სასამართლომ მის ძუნწ ქმარს 124 000 ვარდის ყიდვა დააკისრა ცოლის სასარგებლოდ.

კოდალას შეუძლია ხეზე კაკუნი 20-ჯერ 1 წამში.

კატას აქვს 32 კუნთი თითო ყურში.

წყარო : პრესა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close