არქივი

ჩესტერ ბენინგტონი(Chester charles Bennington)

463px Chester Bennington from Linkin Park %40 Sonisphere
ჩესტერ ჩარლზ ბენინგტონი (Chester Charles Bennington, დ. 20 მარტი, 1976), ამერიკელი მომღერალი, ლინკინ პარკის წევრი.

ბიოგრაფია

დაიბადა ფენიქსში, არიზონას შტატში. იგი სწავლობდა Centennial High School-ში, Greenway High School-ში და შემდეგ ჩაირიცხა ვაშინგტონის უმაღლეს სკოლაში. მისივე თქმით, როცა იგი სწავლობდა უმაღლეს სკოლაში, იგი იყო მოჩხუბარი და ბუნტისთავი.

პირველი ინსტრუმენტი, რომელსაც იგი შეეხო იყო პიანინო. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა უამრავ სხვადასხვა ჯგუფთან ერთად და უკრავდა სხვადასხვა ინსტრუმენტზე, თუმცა იგი იყო მოწოდებული როგორც ვოკალისტი. მისი ძმის დამსახურებით იგი ჯგუფებს წარუდგა როგორც განსხვავებული მუსიკის მოყვარული ბიჭი. 1993 წლამდე, როდესაც იგი შევიდა ჯგუფში Grey Daze, იგი არ ყოფილა ბოლომდე ამ ჯგუფის წევრი. იგი იყო ჯგუფთან ერთად 1998 წლამდე. ამ წლების განმავლობაში მან ჩაწერა ორი ალბომი „Wake Me“ და „No Sun Today“. 1997 წელს ჩაწერა დემო „Sean Dowdell and his Friends?“. 1998 წელს ჯგუფი დაიშალა და ბენინგტონმა გააგრძელა თავისი გზა ლინკინ პარკისკენ ერთი წლის შემდეგ.

ჯერ კიდევ Gray Daze-ში ყოფნის დროს იგი შეხვდა მის პირველ ცოლს სამანტას, რომელზეც იგი დაქორწინდა 1996 წელს. მაშინ ის იყო 20 წლის. მათ ჰყავდათ შვილი სახელად Draven Sebastian. მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდა და ისინი 9 წლის შემდეგ დაშორდნენ. ამის შემდეგ ბენინგტონი დაქორწინდა თავის მეგობარ გოგოზე Talinda Bentley 2005 წლის 31 დეკემბერს. მათ გაუჩდათ შვილი სახელად Tyler Lee.

ბენინგტონის და ლინკინ პარკის ურთიერთობა დაიწყო მაშინ, როცა ისინი ეძებდნენ ვოკალისტს თავიანთი ჯგუფისთვის. იგი ჩამოყალიბდა როგორც მთავარი ვოკალისტი ჯგუფში და მათი სახელი Xero შეიცვალა Hybrid Theory. ამის შემდეგ მან ჩაწერა Hybrid Theory EP, რომელიც შეიცავდა „Step Up“, „Carousel“, „And One“, „High Voltage“ და „Part Of Me“.

ასევე მას ეკუთვნის რამდენიმე დამოუკიდებელი სიმღერა „Let Down“ და „Walking In Circles“.

ბავშვობა და ახალგაზრდობა

დაიბადა 20 მარტს 1976 წელს. ჩესტერის მამა იყო დეტექტივი შტატ არიზონის პოლიციაში, დედა – მედსესტრა. 1987 წელს ჩესტერის მშობლებმა დაშორდნენ, დედამ წაიყვანა უმცროსი ძმა ბრაიანი, და ერთ-ერთი და, ხოლო ჩესტერს დაუტოვა მეორე და.

 

პოსტი ლინკინ პარკ-ზე

 

წყარო:  ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button