ბაბაიაგას დღიურები (ნაწილი მეორე)
პოსტში შესული ინფორმაცია შესაძლოა ეწინააღმდეგება თქვენს რელიგიურ შეხედულებებს, არასრულწლოვანებმა თავი შეიკავეთ სიახლის დათვალიერებისა და გაცნობისგან
სანთლების მაგიაში არსებობს რაღაც წესები, რომლის საშუალებითაც რიტუალი ხდება უფრო ,,ნაყოფიერი”. ესეთი წესებია მაგალითად ის, რომ მაგს შეუძლია გაითვალისწინოს მაგიისა და ჰოროსკოპის ერთმანეთთან დამოკიდებულება. ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს შეესაბამება თავისი ფერის სანთელი, თუ მაგი საკუთარი თავისთვის აკეთებს რიტუალს, აირჩევს თავისი ზოდიაქოს სესაფერის სანთლის ფერს, თუ რა თქმა უნდა რიტუალისთვის მკაცრად არაა დადგენილი სანთლის ფერები.
მჯბ
მერწყული (20 იანვარი-18თებერვალი)–ღია ცისფერი ან ღია ყვითელი
თევზები ( 19 თებერვალი-20 მარტი)– აკვამარინისფერი, ანუ მოლურჯო-მომწვანო
ვერძი (21 მარტი-19 აპრილი) –წითელი
კურო (20 აპრილი-20 მაისი)–მწვანე
მარჩბივი (21 მაისი-21 ივნისი) –ყვითელი ან ნარინჯისფერი
კიბო (22 ივნისი-22 ივლისი)–თეთრი ან მუქი მწვანე
ლომი (23 ივლისი-22 აგვისტო)–ოქროსფერი ან ყვითელი
ქალწული (23 აგვისტო-22 სექტემბერი)– ნაცრისფერი
სასწორი (23 სექტემბერი-22 ოქტომბერი)–ცისფერი
მორიელი (23 ოქტომბერი-21 ნოემბერი)–შავი ან წითელი
მშვილდოსანი (22 ნოემბერი-21 დეკემბერი)–მუქი ცისფერი ან ალისფერი
თხის რქა (22 დეკემბერი-19 იანვარი) –შავი ან მუქი ყავისფერი.
ამის გარდა არსებობს კიდევ კვირის დღეების შესაბამისობა სანთლის ფერებთან:
კვირა შეესაბამება ყვითელს,
ორშაბათი – თეთრი
სამშაბათი – წითელი
ოთხშაბათი – ალისფერი
ხუთშაბათი – ლურჯი
პარასკევი – მწვანე
შაბათი – შავი
ფიგურული სანთლები
ფიგურული სანთლები მეტად საინტერესო თემაა. მაგიაში გამოიყენებენ ისეთი ფიგურის სანთლებს, რომელიც ვერც კი წარმოგიდგენიათ, ზოგზე გაგეცინებათ კიდეც, მაგრამ სინამდვილეში ითვლება, რომ თითოეულ რიტუალს, რომელშიც განსაზღვრულია თუ რა ფიგურის სანთელი უნდა გამოიყენო, დიდი ძალა აქვს. მოდით გადავხედოთ ამ ფიგურებს და შევიტყოთ მათზე მცირე რამ.
კატის ფიგურა:
კატის ფიგურის გამოყენება მაგიაში ჯერ კიდევ ძველმა ეგვიპტელებმა დაიწყეს, იგი მაგიური რიტუალის საკმაოდ ძლიერ ელემენტად ითვლება.
ძირითადად გამოიყენება 4 ფერის კატის ფიგურა, წითელი კატა სიყვარულის და მიზიდულობის სიმბოლოა და ამ თემის შესაბამისად იღებს მონაწილეობას. მწვანე კატა ბედნიერებისა და ფულის მომტანად ითვლება, თეთრი მტკიცე ჯანმრთელობისა და ემოციური გაწონასწორებულობის საწინდარია, თუმცა შავი კატა მაინც გამორჩეულად ითვლება ამათ შორის.
პაგანები შავი კატის ფიგურას გამოიყენებდნენ შავი მაგიის უკან დასაბრუნებლად, ასევე ჭორის საწინააღმდეგოდ, (ანუ ჭორის გამვრცელებელი ამ რიტუალის საშუალებით ისჯებოდა ხოლმე). ასევე ითვლება, რომ ეს ფიგურა კარგია აზარტული თამაშების მოყვარულთათვის.
ქორწინების სანთლები, ანუ სიძე-პატარძლის ფიგურა
წითელი გამოხატავს ვნებას, მის გასაღვიძებლად გამოიყენება : )))ასევე უზრუნველყოფს ერთგულებას და ოჯახის სიმტკიცეს უსვამს ხაზს.
ვარდისფერი კი შერიგებისთვისაა განკუთვნილი, ანუ თუ ჩხუბი მოუვიდა ცოლ-ქმარს, მათ შესარიგებლად გამოიყენება.
თეთრი ახალი სიყვარულის მოძიება, მიზიდვა და ასევე უკვე შემნილი ოჯახის სიმტკიცითვის. მწვანე- ნაყოფიერებისთვის, ხოლო ცისფერი – ოჯახში მშვიდობისთვის, სიწყნარისთვის, შეხმატკბილებისთვის.
ეს შავი სანთელი კი ოჯახის დასანგრევად,ზიანის მისაყენებლად, წყვილს შორის ბზარის გასაჩენად ან თუ ოჯახი არ აქვთ, ისე სასიყვარულო ურთიერთობის დასამთავრებლად გამოიყენება.
ესეთი სანთელიც არსებობს, სანთელზე გამოსახულია შიშველი ქალი და მამაკაცი, ეძახიან შეყვარებულთა სანთელს, მეორენაირად ადამ და ევას სანთლადაც მოიხსენიება. ძირითადად გამოიყენება ორი ფერი, წითელი ვნებისთვის, ხოლო თეთრი კი ახალი სიყვარულის საპოვნელად.
შიშველი მამაკაცის, ე.წ. ადამის ფიგურა – ძირითადად გამოიყენება მისი 4 ფერი,
თეთრი : კაცის მოსახიბლად, მისი ყურადღების მოსაზიდად.
წითელი: კაცში ვნების გასაღვიძებლად.
ლურჯი: სიმშვიდისთვის, ერთგულებისთვის და ბედნიერი ოჯახისთვის.
შავი: კაცზე შურის საძიებლად.
ნუ, ჩვენ ეხლა კაცებს ხომ არ ჩამოვრჩებით და ჩვენც გვაქვს ტიტლიკანა ქალის სანთლები : )))მნიშვნელობები იგივეა, როგორც კაცის შემთხვევაში იყო, მხოლოდ ამ შემთხვევაში ქალის მისამართით კეთდება.
მაგიურ რიტუალებში გენიტალიების ფორმის სანთლებსაც იყენებენ :( ამ სანთელს იგივე დანიშნულება აქვს, რაც შიშველი მამაკაცის ფორმის სანთელს.
ქალის სასქესო ორგანოს ფორმის მქონე სანთელი კი ისევე გამოიყენება, როგორც შიშველი
ქალის ფორმის სანთელი.
სანთლით გამოსახულ ეშმაკს აქვს პატარა რქები, ხელში კი უჭირავს ძველ პაგანთა იარაღები, ბარჯი (სათევზაო გრძელი ჯოხი, რკინის კავიანი) და სამკაპა. ეშმაკს არ აქვს ფრთები, ანუ ეს იმას უსვამს ხაზს, რომ ანგელოზური წარმოშობის არაა და იგი გარშემორტყმულია ჯოჯოხეთის ცეცხლით. ასეთი ფიგურის სანთლებს ოკულტიზმის და ჰუდუს მიმდევრები იყენებენ სურვილის ასასრულებლად. მაგალითად წითელი ეშმაკის ფორმის სანთელი გამოიყენება სექსუალურ სურვილებთან დაკავშირებული ჯადოს გასაკეთებლად, ხოლო შავი ეშმაკი კი ზიანს მიაყენებს მტრებს და არასასურველ პიროვნებებების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. მწვანე ეშმაკი გამოიყენება იმისთვის, რომ მევალე იძულებული გახდეს ვალი გადაიხადოს. (მაგალითად, როცა მაგის ვალი აქვს ვინმეს, ის მევალე იძულებული გახდება ვალი გადაუხადოს სასწრაფოდ, ძალიან საშინელი რიტუალია :( )