ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

System of a Down

System of a Down (შემოკლებით System, ან SOAD) არის ამერიკული როკ ჯგუფი, რომელიც 1994 წელს ჩამოყალიბდა გლენდეილში, კალიფორნია. ჯგუფის წევრები არიან სერჟ ტანკიანი (წამყვანი ვოკალი), დარონ მალაქიანი (ვოკალი და გიტარა), შავო ოდაჯიანი (ბასი), და ჯონ დოლმაიანი (დრამი). ჯგუფმა 1998 წლიდან ხუთი ალბომი გამოსცა. თანამედროვე როკ რადიოს წამყვანი ხმები რამდენიმე გრემის ნომინაციით იყვნენ წარდგენილნი და ერთხელ დაჯილდოვდნენ კიდეც. 2006 წელს ჯგუფში მომხდარი უთანხმოების გამო მისი თითოეული წევრი ცალკეულ პროექტებზე მუშაობს.

წარმოშობის ადგილი – ლოს ანჯელესი კალიფორნია, აშშ

ჟანრი/ები – ალტერნატიული მეტალი, ექსპერიმენტალური როკი, მეტალი, და სხვ.

აქტიური – 1995 – 2006 წწ.

ლეიბლი/ები – American, Columbia

წევრები – ჯონ დოლმაიანი, დარონ მალაკიანი, შავო ოდადჯიანი, სერჟ ტანკიანი

ყოფილი წევრები:

ანდი ხაჩატურიანი

ჯგუფის დაარსება:

ჯგუფის ისტორია იწყება 1993 წლიდან, როდესაც ლოს-ანჯელესის ხმისჩამწერ სტუდიაში სრულიად შემთხვევით ერთმანეთს ორი ადამიანი შეხვდა, სერჟი და დარონი. მათ ერთმანეთი გაიცნეს და მალევე დაასკვნეს, რომ ორივეს ერთი წარმომავლობა ქონდათ. როდესაც გაირკვა რომ მათ ერთნაირი მუსიკალური გემოვნება ქონდათ გადაწყვიტეს რომ ახალი სომხური დიასპორა შეექმნათ. ვოკალისტი სერჟი იყო, გიტარისტი დარონი, ხოლო დრამერი ანდრანიკ ხაჩატუნიანი, ესეც აგრეთვე სომეხი. ჯგუფს კი SOIL დაარქვეს.

იმ დროს ჯგუფი ძალიან მოეწონა ვინმე შავო ოდაჯიანს, რომელიც ბანკში მუშაობდა და თავისუფალ დროს გიტარაზე უკრავდა. ჯგუფში იმ დროს უკვე იყო გიტარისტი და შავოს უნდოდა მათი მენეჯერი ყოფილიყო ან მათი პიარისათვის ემუშავა. 1995 წელს ჯგუფში უთანხმოება მოხდა, დრამერი წავიდა, მის ნაცვლად ჯონ დოლმაიანი მოვიდა, ხოლო შავო ბასისტი გახდა. ჯგუფს ორი ახალი წევრი შეემატა და გადაწყვიტეს სახელი შეეცვალათ. ჯგუფს System of a Down დაარქვეს. დარონმა დაწერა პოემა Victims of a Down, ამ სახელწოდებიდან გამომდინარე დაარქვეს ჯგუფს სახელიც, მაგრა სერჟმა სიტყვა „Victim“ შეცვალა „System“ით.

კარიერა:

ჯგუფის პირველი კონცერტი გაიმართა ლეგენდარულ კლუბში „Roxy“, ჰოლივუდში. შავო იხსენებს, რომ ამ კონცერტმა მათი ცხოვრება, როგორც მუსიკოსების, შეცვალა. „ორგანიზატორებმა მოგვცეს ერთი დიდი შეკვრა ბილეთები, რათა გაგვეყიდა, მაგრამ ჩვენ ორჯერ მეტი გავყიდეთ. ამის შემდეგ ჩვენ მოგვაქციეს ყურადღება ისეთმა ჯგუფებმა როგორებიცაა: Manhole, Human Waste Project და Engines Of Aggression“.

უნდა აღინისნოს, რომ ამ New-Metal ჯგუფის პოპულარობაზე ჟურნალ-გაზეთებმაც მოახდინა გავლენა. ისინი წერდნენ ახალ ჯგუფზე, რომელიც „კლუბების ამფეტქებლად“ მოიხსენიებოდა. ჟურნალმა „Hits“ System of a Down წლის საუკეთესო ჯგუფად აღიარა.

ჯგუფი სცენაზე ყოველთვის ენერგიული იყო, მაყურებელიც იმუხტებოდა მათი ენერგიით. ერთხელ მათ კონცერთზე შემთხვევით მოხვდა რიკ რუბინი, რომელიც American Recordings-ის თავკაცია. კონცერტზე იგი მეგობარმა, გაი ოზერმა მიიყვანა, რომელიც Maverick Records-ის ბოსია. შავო იხსენებს, რომ იმ საღამოს ჯგუფით რუბინი აღფრთოვანდა. რიკ რუბინმა ჯგუფს კონტრაქტის გამოფრემა შესთავაზა, მაგრამ ჯგუფისგან უარი მიიღო. ჯგუფმა აგრეთვე სხვა კომპანიებს უტხრა უარი კონტრაქტზე. რიკი მაინც აგრძელებდა მატ კონცერტებზე სიარულს, როგორც ჩვეულებრივი ფანი, სერჟმა უთხრა მას, რომ კონტრაქტი სხვა კომპანიასტან გააფორმეს, მაგრამ რიკს ეს არ არელვებდა და იცდიდა, როდის გააფორმებდა ჯგუფი მასთან კონტრაქტს.

რიკ რუბინის მოლოდინმა გაამართლა, ძალიან მალე ჯგუფი American Recordings-ის ფრთის ქვეშ მოექცა. რიკი იყო ჯგუფის პირველი ალბომის „SYSTEM OF A DOWN“-ის პროდიუსერი. 1998 წელს ალბომი ჩაიწერა და მზად იყვნენ პუბლიკისათვის წარედგინათ.

არ შეიძლება არ აღინიშნოს ჯგუფის შესრულების მანერა სტილი, მთლიანობაში ეს როკია. ჯგუფის მუსიკა უნიკალირია თავის განხრაში. ჯგუფის მუსიკაში ჰარდროკიდან დაწყებული ჯაზიტ დამთავრებული თითქმის ყველა ელემენტი შეიმჩნევა. მათი მუსიკა მრავალფეროვანია. ცნობილია, რომ შავო და დარონი ბავშვობაში ჯგუფ Kiss-ის ფანები იყვნენ. სერჟი კლასიკურ როკს უსმენდა, როგორებიცაა: Billy Joel, Cgris de Burgh, Abba, Earth, Wind and Fire, Bee Gees და ა.შ. ჯგუფის პირველი ალბომი ძალზედ პოპულარული აღმოჩნდა. მაგრამ ალბომის ამ წარმატებას რეკლამებს უნდა უმადლოდნენ. ჯგუფი მალე პოპულარულიც გახდა, ისინი ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის კლუბებში ყოველთვის უკრავდნენ, პოპულარობაში ესეც დაეხმარათ. მელე მათ შესახებ მთელმა ამერიკამ შეიტყო. ცოტა ხანში კი ევროპაშიც პოპულარულები გახდნენ.

ჯგუფის სიმღერები განსაკუტრებულია, სიმღერებს სერჟი და დარონი წერენ. მათ დიდი ფანტაზიის უნარი გააჩნიათ. ისინი ძირითადად პოლიტიკური დატვირთვის მქონე ტექსტებს წერენ. სერჟი ამბობს, რომ ისინი მძიმე ჯგუფად მიიჩნევიან. მათ შეუძლიათ ნებისმიერ რამეზე იმღერონ, აგრეთვე სიყვარულზეც. ჯგუფის წევრებისათვის მთავარია თავისუფლება ეკლესიის ინტერესიბან გამომდინარე, ეს მათი ლირიკებიდანაც ჩანს

.

საინტერესო ცნობები:

ჯგუფის ყველა წევრი წარმოშობით სომხეთიდანაა, მაგრამ შავო ოდაჯიანის გარდა არავინ დაბადებულა თავის ისტორიულ ქვეყანაში. შავოს მშობლები კი დიდი ხნის წინ გადავიდნენ ამერიკაში სამუდამოდ საცხოვრებლად. სერჟ ტანკიანი და ჯონ დოლმაიანი კი საერთოდ, ლიბანში დაიბადნენ. მხოლოდ დარონ მალაკიანის მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი შვილი ამერიკაში უნდა დაბადებულიყო.

LiVe კონცერტები :

წყარო: wikipedia

P.S. ეძღვნება S.O.A.D-ის ყველა ფანს :*

თეგები

Janikokoko

Im fuckin' noob :*

მსგავსი ამბები

Close
Close