უცნაური

მსოფლიოში გამორჩეული ბანკნოტები

d4495b6c0435

პოსტში წარმოგიდგენთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოშვებულ ბანკნოტებს,  რომლებიც  უდავოდ გამორჩეული და საინტერესოა თავისი ისტორიით.

1) ევროპის ყოფილმა ყვეყანა იოგოსლავიამ   ჰიპერინფლაცია გადაიტანა, რომელიც 1989 წელს დაიწყო და 1994 წელს ეკონომიკური რეფორმის განხორციელებამდე გაგრძელდა.  1988 წელს ყველაზე დიდი ნომინალის მქონე ბანკნოტი 50 000 დინარი იყო, რაც 1994 წელს  500 000 000 000 დინარით შეიცვალა.
39004d689da6
2)  2009 წელს ზიმბაბვეს ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო 100 000 000 000 000 -იანი ბანკნოტების გამოშვება, რომლის ექვივალენტი მხოლოდ 300 $-ია.  ამ დროს  ზიმბაბვეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ინფლაციის მაჩვენებელი ჰქონდა.   2008 წელს ზიმბაბვეში ინფლაციამ  231 მილიონ პროცენტს მიაღწია.  ერთი პური 300 მილიარდი ზიმბაბვური დოლარი ღირდა.  2009 წლის აპრილში  ფულის ერთეული შეცვალეს და ამით გამოასწორეს ეკონომიკური სიტუაცია.
9f6a954302c4
3) მეორე მსოფლიო ომის დასაწყისამდე უნგრეთში არსებული ინფლაცია დღემდე რეკორდულია მსოფლიო მასშტაბით.  100,000,000,000,000,000,000  პენგო (ფულის ერთეული)    უდრიდა მხოლო 20 ცენტს.  ფასები ყოველ 15 საათში იზრდებოდა.  1946 წელს რეფორმის შედეგად ახალი ვალუტა შევიდა მიმოქცევაში, რომლის სახელია ფორინტი.  უნგრეთის ბანკს ნამდვილად ჰქონდა დაბეჭდილი 1 სიქსილიონი ნომინალის მქონე ბანკნოტები თუმცა მიმოქცევაში არ გაუშვია.
b872d6fff8bf
4)  სურათზე წამოდგენილია მსოფლიოს უძველესი  ქაღალდის ბანკნოტი, რომელიც 1380 წლით თარიღდება და ის ბუნებრივია ჩინური წარმოშობისაა, რადგან ქაღალდის ბანკნოტების გამოყენება პირველად ჩინეთში დაიწყეს. ამ ვალუტას ერქვა ,,კუანი”, ჯერჯერობით მასზე ძველი ქაღალდის ფული აღმოჩენილი არ არის.

3617a59ad55f
5)  ზომით მსოფლიოში უდიდესი ბანკნოტი დაიბეჭდა ფილიპინებში 1998 წელს, ესპანელებისაგან განთავისუფლების დღის აღსანიშნავად. მისი ნომინალი 100 000 პესო იყო.  ბანკნოტი მხოლოდ კოლექციონერებზე გაიყიდა.  მათი გასაყიდი ფასი 180 000 პესო იყო, რაც დაახლოებით 3700 $-ს უდრის.
5c7e1203bf8b
6) 1952 წელს, ისრაელის პირველმა პრემიერ მინისტრმა  დავიდ ბენ გურიონმა,  ცნობილ ფიზიკოსს ალბერტ აინშტაინს ისრაელის პრეზიდენტის პოსტი შესთავაზა. აინშტაინმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, თუმცა მუხედავად ამისა, მისდამი პატივისცემის გამოსახატავად  ისრაელის პირველ ვალუტაზე ,,ლიროტზე”  აინშტაინის სურათი გამოსახეს.  აინშტაინი გამოსახულია  5-იან ,,ლიროტზე”.
2ffaf015cbd0

 

 

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button