არქივი

დროშები და გერბები

84e1c47c3d14

აქ არის რამოდენიმე ქვეყნის დროშები,გერბები და ცოტა რამ მათ შესახებ.

ამერიკის დროშა
7a73700d8e62
ამერიკის შეერთებული შტატების დროშაზე წარმოდგენილია 13 პარალელური თეთრ წითელი ხაზი, რომელიც აღნიშნავს აშშ-ს შტატების, (კოლონიების) პირვანდელ რაოდენობას, ხოლო ლურჯ ფონზე გამოსახული 50 ვარსკვლავი კი დღევანდელი შტატების რაოდენობას.

გერბი
ef5908e27dc8
თეთრთავა არწივი (ფსოვი) – ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ემბლემა.
მე-18ე საუკუნის მიწურულს, კერძოდ 1782- ი წლის 20 ივნისს, თეთრთავა არწივი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ემბლემა გახდა. სიძლიერე და სიმამაცე, სწორედ თეთრთავა არწივის ეს თვისებები გახდა ამ სახეობის არწივის ამერიკის ეროვნულ სიმბოლოდ არჩევის საფუძველი. ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში საყოველთაოდ სწამდათ, რომ თეთრთავა არწივი მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე ბინადრობდა, რამაც როგორც ჩანს დიდი როლი ითამაშა ამ არჩევანში.

ერთი ასეთი ვერსიაც არსებობს, თითქოს რევოლუციის პირველი ბრძოლისას გარიჟრაჟზე არწივთა მთელი გუნდი გაფრინდა ბრძოლის ველისაკენ, წრე შემოარტყა ამერიკელ მებრძოლებს და მათ გარშემო წრიულად დაიწყო ფრენა. ეს ფაქტი ამერიკელთა მიერ პოზიტიურ ნიშნად იქნა აღქმული.

ამერიკაში არწივი გამოსახულია ვერცხლის დოლარიანზე, 25-თ ცენტიანზე, ოქროს მონეტებზე, ამერიკის შეერთებული შტატების დიდ სახელმწიფო ბეჭედზე და სხვა.

საინტერესოა ამერიკის დიდი სახელმწიფო ბეჭდის შექმნის
ისტორია. ცამეტი კოლონიის დელეგატთა მეორე ყრილობაზე, ოფიციალური ბეჭდის შექმნის საკითხი დადგა. ბენჯამენ ფრანკლინმა, თომას ჯეფერსონმა და ადამსმა, როგორც კომისიის წევრებმა ითავეს ბეჭდის დიზაინის შექმნა, მაგრამ ერთ-ერთი რამ რაც ამ დიზაინიდან კონგრესმა მოიწნა იყო მხოლოდ წარწერა “ე პლურიბუს უნუმ”, რაც ნიშნავს ბევრიდან ერთს, ანუ ერთ სახელმწიფოდ შეკრულ ცამეტ კოლონიას. ეს იყო და ეს, ბოლოს 1782 წელს ერთ-ერთი ფილადელფიელი ორნითოლოგის ძმამ კონგრესს წარუდგინა დიდი ბეჭდის საკუთარი ვარიანტი, რომელზეც როგორც ძალისა და სიმამაცის სიმბოლო არწივი იყო გამოსახული. კონგრესმა მოიწონა ეს ემბლემა და ცოტაოდენი შესწორების შემდეგ 1782 წლის მიწურულს დაამტკიცა იგი. 1787 წელს კი იგი საბოლოოდ დამტკიცდა , როგორც აშშ-ის ოფიციალური სახელმწიფო გერბი. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არწივს, როგორც გერბს მანამდე ყველა შტატი დამოუკიდებლად იყენებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმბოლომ უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში განსაზღვრული ცვლილებები განიცადა, გამოსახულების მთავარი ელემენტები მაინც უცვლელი რჩება. საინტერესოა ერთი ასეთი მომენტი. ბენჯამენ ფრანკლინი აშკარად არ ეთანხმებოდა არწივის სახელმწიფო სიმბოლოდ დამტკიცებას. იგი წერდა:“ნეტავ არ აერჩიათ თეთრთავა არწივი ამერიკის სიმბოლოდ, მისი თვისებების გამო. ის არც თუ ისე მამაცია, როგორც ჩვენ გვგონია. არც საზრდოს მოსაპოვებლად იწუხებს იგი მაინცადამაინც თავს. მაგალითად, ხშირად იგი მდინარის ნაპირზე საათობით ადევნებს თვალყურს იმას, თუ როგორ ნადირობს თევზზე მასზე მცირე ზომის რომელიმე მტაცებელი ფრინველი. შემდეგ იგი თავს ესხმის მას და ართმევს ნადავლს. სიმამაცეს კი რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ ის არამც თუ მამაცი, არამედ მშიშარაც კია. ისეთი მცირე ზომის ჩიტს როგორიცაა მაგალითად ბეღურა, თავისუფლად შეუძლია დააშინოს და განდევნოს იგი. მცდარია ის აზრი, რომ თეთრთავა არწივი უნდა ჩაითვალოს სიმამაცის სიმბოლოდ, სიმბოლოდ ჩვენი ქვეყნისა. ჩემის აზრით უკეთესი იქნებოდა თუკი ამერიკის ეროვნული სიმბოლო ინდაური გახდებოდა, თუნდაც იმიტომ რომ იგი ამერიკის კონტინენტზე უხსოვარი დროიდან ბინადრობს. ინდაურზე კი მოგახსენებთ, რომ ნამდვილად მამაცი თვისების მქონე ფრინველია. დარწმუნებული ვარ იგი ერთი წუთითაც არ შეუშინდებოდა მის ეზოში შევარდნილ კბილებამდე შეიარაღებულ ბრიტანელ ჯარისკაცსაც კი, რომელსაც ამერიკის დამოუკიდებელი კოლონიები ასე თავგანწირვით ებრძოდნენ. “

მიუხედავად ფრანკლინის აშკარა წინააღმდეგობისა, თეთრთავა არწივი მაინც გახდა ამერიკის სიმბოლო. როგორც უკვე ავღნიშნეთ იგი გამოსახულია მონეტებზე, აშშ-ის ოფიციალურ ბეჭდებზე,ბევრ ამერიკულ მარკაზე, ფულზე და აშ. არ ვიცი, დაუდევრობისა თუ სხვა მიზეზის გამო, როგორც ირკვევა ბოლო დროს არამარტო თეთრთავა არწივს, არამედ სხვა სახეობის არწივების გამოსახულებასაც იყენებენ როგორც ამერიკის სიმბოლოს, მაგრამ ეს ალბათ უფრო სპეციალისტთა თვალს ჭრის.

ისრაელის დროშა
be2deba52a2f
ისრაელის დროშა თავდაპირველად შეიმუშავეს სიონისტური მოძრაობისთვის 1891 წელს. ვიზუალურად წააგავს ტალითს – ებრაულ სამლოცველო მოსასხამს. ცენტრში მოთავსებულია მაგენ დავიდი – ექვსკუთხედი, ასევე ცნობილი როგორც დავითის ვარსკვლავი და დავითის ფარი,რომელსაც ზედა და ქვედა მხარეს ორი ლურჯი ზოლი გასდევს. აღნიშნული დროშა 1897 წელს სიონისტური მოძრაობის პირველ კონგრესზე ოფიციალურად მიღებულ იქნა მოძრაობის სიმბოლოდ.
1948 წლის 28 ოქტომბერს ისრაელის დამოუკიდებლობის 5 თვისთავზე დროშას სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა.

გერბი
aa30abd6bf3c
ისრაელის გერბი – წარმოადგენს “ფრანგული” ფორმის ფარს, რომლის ცენტრში გამოსახულია მენორა –
შვიდსანთლიანი შანდალი.

იტალიის დროშა
9471c4bf099a
იტალიის დროშა სამფეროვანია. წარმოდგენილია მწვანე, თეთრი და წითელი ვერტიკალური ზოლებით. ამ დროშის ფერებმა ბერლუსკონის მთავრობის გადაწყვეტილებით ერთგვარი კორექტირება განიცადა. მისი ფერები 2003 წელს კანონით ხელახლა განსაზრვრეს. 2006 წელს დროშა განახლებუი ფერებით წარმოადგინეს. ფერთა სიმბოლიკა იტალიის დროშაზე შემდეგნაირად აიხსნება:მწვანე ფერი ბუნების , ლანდშაპტის , თეთრი-ალპური ზონის, კერძოდ მყინვარების, წითელი კი იტალიის გაერთიანებისთვის დაღვილი სისხლის სიმბოლოა.

გერბი
2045abbf1625
რაც შეეხება გერბს, თეთრი ხუთქიმიანი ვარსკვლავ იტალიის რესპუბლიკას განასახიერებს, რომელიც შრომასა და წარმატებაზე დგას, გარსშემოვლებული მუხისა და ზეთისხილის რტოები სიძლიერისა და მშვიდობის ნიშანია, რომელიც ერთიანდება წითელი ლენტით, რომელზეც იკითხება იტალიის რესპუბლიკა
წრმოდგენილი გერბის პროექტი ეკუთვნის Paolo Paschetto, რომელმაც 1948 გაიმარჯვა კონკურსში
იტალიის ეროვნული ჰიმნი
ტექსტის ავტორი Goffredo Mameli (1827-1849)
მუსიკა Michele Novaro (1822-1885)

ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშა
b90d7182fd21
ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშა მირებულ იქნა 1980წ. 29 ივლისს და ის ასახავს იმ ცვლილებებს, რაც ირანმა განიცადა ისლამური რევოლუციის შემდეგ. ირანის დროშა წარმადგენილია თანაბარი ზომის სამი ჰორიზონტალური ზოლით, რომელთაგნ 1. მწვანეა, 2. თეთრი, 3. წითელი. მწვანე ისლამის სიმბოლოა, თეთრი- მშვიდობის და მეგობრობის, ხოლო წითელი სიმამაცის და ომში დაღვრილი სისხლის.ეს სამი ფერი ეროვნულ დროშაზე პირველად 1906წ გამოჩნდა. დროშის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ირანის ემბლემა. დროშის მწვანე და წითელი ზოლების განლაგება (2*11) სიმბოლურად ასახავს ისლამური რევოლუციის დაწყების თარიღს, რომელიც ისლამური კალენდრის მიხედვით 11-ე თვის 22-ე დღეს შეესაბამება. (1997წ 11თებერვალი)

ირანის ისლამური რესპუბლიკის გერბი
ebed31338b49
აქ წარმოდგენილი გერბი ირანში ისლამური რევოლუციის შემდგომ პერიოდში მიიღეს( 1980წ 9 მაისს) გერბის შექმნა Hamid Nadimi სახელს უკავშირდება, Ayatollah Chomeini კი მას სახელმწიფო გერბის სტატუსი მიანიჭა. გერბზე გამოსახული ხუთი ვერტიკალური ზოლი (ოთხი ნახევარმთვარე და მახვილი) ისლამის მიმდევართა ხუთ ძირითად ვალდებულებას შეესაბამება. მახვილის წვერზე მოცემულია არაბულ დამწერლობაში თანხმოვანთა გაორმაგების აღმნიშვნელი ნიშანი, რომელიც სიმბოლურად ხაზს უსვამს მახვილით გამოხატულ სიძლიერეს. მთლიანობაში კი გერბი როგორც ნიშანი სტილისტურად Allah-ზე მიგვანიშნებს.
რაც შეეხება გერბის ფორმას, ის ერთგვარად ტულპანს ჩამოჰგავს. სპარსული მითოლოგიის თანახმად კი არსებობდა წარმოდგენა, რომ იმ ადგილას, სადაც სამშობლოსთვის თავდადებული მებრძოლი სისხლს დაღვრიდა, ტულპანი მოდიოდა. მითოსის თანამედროვე ინტერპრეტაციით კი ეს სიმბოლო სარწმუნოებისთვის თავდადებულ ( ი.გ ისლამი) მორწმუნეებს უკავშირდება.

გერმანიის დროშა
a4f74ef787f8
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დროშა ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა. ეს არის სამფეროვანი დროშა (შავი-წითელი- ოქროსფერი) თანაბარი ზომის სამი ჰორიზონტალური ხაზით.

ფერთა ეს კომბინაცია გერმანიის დროშაზე დიდი ხნის ისტორიას ითვლის და მასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია არსებობს. ამ ფერების მნიშვნელობას ერთნი გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის გერბს უკავშირებენ, მეორენი გლეხთა ომებს. ზოგი მას ნაპოლეონის წინააღმდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის სიმბოლოდ მიიჩნევს. დანამდვილებით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ პირველად დროშები ასეთი ფერთა გამით შავი-წითელი-ოქროსფერი 1832 წელს აფრიალდა როგორც სიმბოლო მაშინდელი ახალგაზრდა თაობის მისწრაფებისა ერთიანობისა და თავისუფლებისადმი. სამფეროვანი ამ დროშისმაფერებს XIX საუკუნეში რევოლუციონერები ტანისამოსზე ატარებდნენ.
გერმანიის დროშის ფერებად შავი-წითელი-ოქროსფერი 1949წ. 23 მაისს კონსტიტუციით დაამტკიცეს, მათი განლაგების პროპორციები კი ოდნავ მოგვიანებით 1950წ 7 ივნისს განისაზღვრა. თუმცა ეს სამფეროვანი დროშა ცალკეულ გერმანულ მიწაზე მანამდეც გამოიყენებოდა, ოფიციალურად კი მხოლოდ 1949წ 7 სექტემბერს გამოცხადდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის
სახელმწიფო დროშად.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი
7ad954032c36
ეს გერბი 1950წ 20 ინვარს ხელმეორედ მიიღეს. ოქროს ფარზე გამოსახულ შავ არწივს წითელი ბრჭყალებითა და ნისკარტით ამჯერად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის სტატუსი მიანიჭეს.

საქართველოს დროშა
1c76eaf3ee17
რცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ ევანგელისტს განასახიერებს. ეს ზოგადქრისტიანული სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი პირველად 1099 წელს ჯვაროსან ჟოფრუა დე ბუილონის გერბზე დაფიქსირდა, ვინაიდან ამ პიროვნებამ მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო.

ამ პერიოდიდან ეს ჰერალდიკური ნიშანი მაცხოვრის საფლავს და ამავე დროს, ქრისტიანობის ცენტრს − იერუსალიმს განასახიერებს. იგი სამი სახელწოდებით არის ცნობილი: ჟოფრუა დე ბუილონის გერბი, იერუსალიმის გერბი და წმინდა ნიშანი.
ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას უბიწოებას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი − სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობასა და სიყვარულს.

ეს დროშა საქართველოს ტერიტორიის აღმნიშვნელად დაფიქსირებულია ანჯელინო დულჩერის საზღვაო რუკაზე − პორტულანზე (1339წ.) ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების საზღვაო რუკაზე (1367წ.) და სიდერის საზღვაო რუკაზე (1565 წ.)

დიდი გერბი
64429b4a6ef2
მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი წმ. გიორგი ოქროს შარავანდედით, რომელსაც ხელთ უპყრია ოქროს ჯვრით დაბოლოვებული ვერცხლის შუბი;
ფარს ამშვენებს ქართული, ანუ ივერიული გვირგვინი;
ფარისმტვირთველებით გამოსახულია ოქროს ორი ლომი;
ფარის საფუძველი (საყრდენი) გამოსახავს ვაზის ქართულ სტილიზებულ ორნამენტს, ჩაწნული სადევიზე ბაფთით;
თეთრ-წითელ სადევიზო ბაფთაზე დატანილია დევიზი (ლეგენდა): ძალა ერთობაშია! მხედრული ანბანით.

მცირე გერბი
b3a7cd93eb15
მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის გველეშაპის განმგმი-რავი ვერცხლის მხედარი წმ. გიორგი ოქროს შარავანდედით და ხელთ უპყრია ოქროს ჯვრით დაბოლოვებული ვერცხლის შუბი.

მსგავსი ამბები

Back to top button