საკითხავისასარგებლოუცნაური

“ნაცისტთა თილისმანი”…


ეს არის ებრაელი ბავშვის ისტორია,რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს მშობლები დაუხვრიტეს.თვითონ კი დახვრეტის საშიშროების მიუხედავად გადარჩა და მას შემდეგ უწოდეს “ყველაზე პატარა ნაცისტი მესამე რეიხში” და “ნაცისტთა თილისმა”.

ბელურუსიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა ებრაული წარმოშობის გალპერინების ოჯახი.სწორედ ამ ოჯახში დაიბადა ბავშვი ილია გალპერინი რომლის ისტორიასაც მოგითხრობთ.
ილიას აშკარად არ გაუმართლა,რადგან მას იმ დროს უწევდა ცხოვრება როცა მეორე მსოფლიო ომი იწყებოდა და ეს ომი ებრაელებისათვის დიდ ტრაგედიად და გენოციდად იქცა.
1941 წლის 20 ოქტომბერს გერმანელებმა დაიკავეს საბჭოთა კავშირის ტერიტორიები და მათ შორის ბელორუსიის ეს სოფელიც.ებრაელების გასანადგურებლად შექმნილია SS_ის სპეციალური სადამსჯელო რაზმები,ისინი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ და უფრო ებრაელებზე დაგეშილ ქოფაკებს ჰგავდნენ ვიდრე ადამიანებს.ებრაელებს ერეკებოდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში ან ადგილზე ხვრეტდნენ.
ერთ დღესაც SS_ის რაზმები გალპერინების სოფელსაც შეესივნენ,ილიას მშობლები ადგილზე დახვრიტეს,მაგრამ ბავშვმა(ამ დროს იქნებოდა 5-6 წლის) გაქცევით უშველა თავს და ტყეში დაიმალა.
აი როგორ იხსენებს ან დღეს ილია გალპერინი:
“მახსოვს იმ დღეს გერმანელები შეესივნენ ჩემს სოფელს,მათ ყველა ებრაელი მამაკაცი მწკრივში დააყენეს და დახვრიტეს.მეორე დღისათვის კი ქალებისა და ბავშვების დახვრეტას ან საკონცენტრაციო ბანაკისაკენ წაყვანას აპირებდნენ.მე სიკვდილი არ მინდოდა ამიტომ ღამით ჩუმად ავდექი,დედას შუბლზე ვაკოცე და მახლობელ გორაკს შევაფარე თავი.მეორე დილით კი გორაკიდან დავინახე როგორ მხეცურად გაუსწორდნენ ფაშისტები ჩემს დედას,დასა და ძმას… მე მახსოვს იმ დროს როგორ ტკივილს ვგრძნობდი,მინდოდა მთელი ხმით მეყვირა,მაგრამ თავი როგორმე მოვთოკე და ხელზე კბენა დავიწყე და თან ვტიროდი გაუჩერებლად…შემდეგ რამდენიმე ხნით გავითიშე…”

ამ ფაქტის შემდეგ რამდენიმე თვის მანძილზე ილია ტყეში ცხოვრობდა,მას რამდენიმე კეთილი ადამიანი ეხმარებოდა,ზოგჯერ საჭმელსაც აჭმევდნენ.ბავშვმა მოროდიორობას მიჰყო ხელი და მკვდარ ჯარისკაცებს ჯიბეებს “უსუფთავებდა”.

9 თვე იცხოვრა ილიამ ტყეში,მაგრამ ერთ დღეს ის გასცეს და სამხედროებმა ბავშვი დაიჭირეს რამდენიმე ადამიანთან ერთად და მის დახვრეტას აპირებდნენ.

“ჩემს წინ ერთი ჯარისკაცი იდგა,მე მას ვთხოვე სანამ დამხვრეტთ თუ შეიძლება რომ პური მომცეთ.მან შემომხედა და შენობაში შემიყვანა,კარგად შემათვალიერა და მიხვდა რომ ებრაელი ვიყავი და მითხრა რომ ეს ძაან ცუდი იყო…მე შენ სიკვდილისათვის ვერ გაგიმეტებ ამიტომ წაგიყვან ჩემთან,გიშვილებ,ახალ სახელ-გვარს მოგცემ,ხოლო ვინც დაინტერესდება შენი ვინაობით ვეტყვი რომ შენ რუსი ობოლი ხარ და გიშვილე…”

ასე იქცა ილია გალპერინი ალექს კურცემად.ის გარეგნობით მართლაც სლავს გავდა ამიტომაც ყველამ დაიჯერა,რომ თითქოს ალექსი კურცემი იყო რუსი.იხენებს:

“მე მეშინოდა,რომ რუსები გაიგებდნენ ჩემს არსებობას და მომკლავდნენ როგორც მოღალეტე,ან გერმანელები შეიტყობდნენ ჩემს ებრაულ წარმოშობას და სიკვდილი არ ამცდება.”

ფაშისტებმა ალექსს ჩააცვეს სამხედრო ფორმა,ხელში მისცეს იარაღი.მას იყენებდნენ ებრაელთა წინააღმდეგ და ასევე მრავალ საზიზღრული რამის გაკეთებას აიძულებდნენ,რაც საბოლოოდ ებრაელთა სიკვდილით სრულდებოდა.
გამოიყენებოდა ნაცისტურ პროპაგანდაში.
მას მეტსახელად შეარქვეს “ყველაზე პატარა ნაცისტი რეიხში” და “თილისმა”.

1944 წელს როცა გერმანიის საქმე ცუდად წავიდა და უკან დახევა დაიწყეს SS_სა და ვერმახტის ძალებმა,ალექს კურცემი უკვე დაახლოებით 10 წლის იქნებოდა.ის გაგზავნეს ლატვიის ერთ-ერთ სოფელში საცხოვრებლად.
1949 წელს რამდენიმე ადამიანის დახმარებით ალექსი წავიდა ავსტრალიაში,სადაც ცირკში დაიწო მუშაობა.შემდეგ კი ტელევიზიაში იწყებს მუშაობას და გადის წლები და ის ხდება წარმატებული ჟურნალისტი.

ალექს კურცემი დიდი ხნის მანძილზე ინახავდა ამ საიდუმლოს გულში და საკუთარ ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ თუ რა კოშმარი გამოიარა მან.1997 წელს კი გულმა ვეღარ გაუძლო და ცოლს და შვილებს მოუყვა ყველაფერი.
ამ ამბავზე მალე მთელი ავსტრალია ლაპარაკობდა…

მეორე ნაბიჯი მაშინ გადადგა ალექსმა როცა გადაწყვიტა თავისი მშობლიური სოფელი მოენახულებინა.საარქივო მასალებში კი რამდენიმე ფოტო აღმოაჩინეს სადაც ალექს კურცემი ანუ ილია გალპერინი ნაცისტთა გარემოცვაში იმყოფება…

ილია გალპერინი გარდაიცვალა 2003 წელს.

Don Mindia

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close