საკითხავისასარგებლო

საკე


საკე – სუფთა იაპონური ეროვნული სასმელი , რომელიც ბრინჯით მზადდება , მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის და მომზადების ტექნოლოგია თითოეულ იაპონელს მემკვიდრეობით გადაეცემა. იაპონელები საკეს სვამენ რომანტიკულ ვითარებაში , დღესასწაულებზე , რელიგიურ და რიტუალურ დღეებში. თვითონ საკეს დალევა იაპონელებისთვის ერთი მთლიანი ხელოვნება და რიტუალია.

საკეს იაპონელები სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ , ყველაზე გავრცელებული სახელებია «ო – საკე», «სეიშუ» და «ნიჰონშუ». იაპონელები უფრო მეტად ამ უკანასკნელს ხმარობენ , თუმცა იაპონურ რესტორანში ნებისმიერ სახლეზე მიხვდებიან რომელი სასმელი გსურთ. საკე არ არის სპირტიანი სასმელი და არანაირი კავშირი არ აქვს არაყთან , მისი დამზადების ტექნოლოგია მოგვაგონებს ლუდის გამოხდასთან. მისი დაყენება და გამოხდა მეტად შრომატევადი საქმეა.

თავიდან ბრინჯს ფქვავენ , ამისათვის იყენებენ სპეციალური ჯიშის ბრინჯს , შემდეგ დაფქულ ბრინჯს ხარშავენ ორთქლზე , ამის მერე მოხარშულ ბრინჯში ურევენ იაპონურ საფუარს – «კოძის» რომელიც მთლიანად ამ მასას გარდაქმნის შაქრად. ნატურალური ბრინჯის საფუარის საშუალებით შაქარი გარდაიქმენება ალკოჰოლურ სითხედ – საკედ. შემდეგ უკვე ტექნლოგები სითხეს აძველებენ და აობებენ რათა უფრო მეტად არომატული იყოს . მისი ალკოჰოლური სიმაგრე 14 დან 20 გრადუსამდე ადის. ძველ იაპონიაში საკეს ხის კოლოფის მაგავრ ჭიქებით სვამდნენ , შემდეგ უკვე პატარა კერამისკის ფინჯნებით , დღესდღეობით სასმელ ჭიქას არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს , უბრალოდ იაპონური ეტიკეტით საკეს მირთმევა უფრო განგაცდევინებთ მის ორიგინალურობას და იაპონურ სულს.

იაპონელები საკეს მირთმევის დროს ყველაზე მეტჯერ ამბობენ სიტყვას «კამპა – ი !» — რაც ნიშნავს «დილამდე სმას !» . პრაქტიკულად ყველა პრეფექტურაში სხვადასხვა სახის საკეს აკეთებენ , უბრალოდ ყველაზე მთავარი ნედლეული შეუცვლელია. იაპონიაში 1 ოქტომბერი არაოფიციალურად აღიარებულია საკეს დღედ. უცხოელებისთვის ეს ყოველთვის დასამახსოვრებელი თარიღია , ამ დღეს ყველაზე მეტი საკე ისმევა. დღესდღეობით საკეს არამარტო იაპონელები აკეთებენ , მისი გამოხდის ტექნოლოგია თითქმის ყველა ქვეყანაში შიესწავლეს. იაპონიაში არსებობს სპეციალური სასწავლებლები და სკოლები სადაც საკეს გაკეთებას ასწავლიან.

წყარო:  iaponia.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close