გასართობისაკითხავი

როგორ აღვზარდოთ ბავშვი მაგარ ტიპად?


იმისათვის რაითა ყრმაი ესე განერიდეოს გოიმობასა და იხედვიდეს მართლად და ვიდოდეს სწორად, უნდა აღსრულდეს შემდეგი ბრძანებანი!!!!!!!!!   გაგრძელებაში იხილეთ, როგორ აღვზარდოთ ბავშვები “აგოიმებად” :D

1.მშობლებს არ ვურჩევ ბავშვებს ელაპარაკონ თლიფინით. იმიტომ, რომ ამ დროს ბავშვს დებილი ჰგონიხართ და კომპლექსდება იმის გამო, რომ დებილი მშობლები ჰყავს.
2.ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ, რომ პასპორტი ბავშვს არა აქვს! და მოთხოვნა იმისა, რომ პასპორტი მაჩვენე, სისულელეა და მეტი არაფერი! და თუ პასპორტში თქვენ სხვა რამეს გულისხმობთ, ესე იგი, უფრო მაგარი გოიმი ხართ, ვიდრე ხართ საერთოდ.
3.არასოდეს დაუსვათ ბავშვს შეკითხვა: დედაშენი უფრო გიყვარს თუ მამაშენი? იმიტომ, რომ ბავშვი თქვენსავით უტაქტო არ არის, რომ ამ კითხვაზე გიპასუხოთ: შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ, რაში გაინტერესებსო.
4.ნუ ვასწავლით ბავშვს გინებას იმიტომ, რომ გინებაზე დიდი გოიმობა არ არსებობს!
5.ავკრძალოთ სიტყვები: დედას კუსკუსუნები, დედას ალერსი, დედას ჩიტი და სხვა “დედასები”!
6.არასოდეს ჩაუშვათ ბავშვები ეზოში ნაყინით, ან სხვა ტკბილეულობით. იმიტომ, რომ სხვის დასანახად ჭამა გოიმობაა და ესე ეჩვევიან ბავშვები უფრო დიდ გოიმობებს, როგორიც არის: სხვის დასანახად კარგი მობილურის ტარება, კაფეში ჯდომა, თეატრში სიარული, გარუჯვა, კარგი მანქანის ყოლა, თან, რაც მთავარია, სპეცნომრებით: ANK 100, DAT 100, GOG 100, LUK 100, GOK 100 ა.შ

PS:  ეს ჩემი პირველი პოსტია :) იმდენად მიყვარს ეს გმირი, რომ ჩემი დებიუტი სწორედ მას მივუძღვენი :)

იმედია მოგეწონათ და იხალისეთ ისევე, როგორც მე :)

წყარო: სერიალი “ჩვენი ოფისი” და თუ ვინმე გადააკოპირებს, მაშინ ყველაზე მაგარი საიტი www.ucnauri.com

loading...
თეგები

nat_nat

raviii... :) ise ...(blush)

მსგავსი ამბები

Close
Close