არქივი

მეგობრობა

0ac061ac54e5
ეძღვნება ყველა ადამიანს, ვინც იცის რა არის მეგობრობა და აფასებს თავის მეგობრებს

ვინ არის მეგობარი?


მეგობარი ის ადამიანია, რომელთანაც არ გეშინია იყო ის, რაც ხარ.

მოსდის, რომელიც შენ არ მოგწონს. (უცნობი ავტორი)

***

ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია,სიმაგრე დაურღვეველია… გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია. ამხანაგი მტერთა მაზიანებელია, უცხოსთან გამოსაჩენია… ჭირში მომხმარეა, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია.  (სულხან-საბა ორბელიანი)

***

როცა თავს სულელად წარმოაჩენ, ნამდვილი მეგობრები ყოველთვის მიხვდებიან, რომ ეს შენი ჭეშმარიტი სახე არ არის. (ჰ.მ.ე.)

***

5aa8a50a535c

ო, რა შვებაა, ენით უთქნელი შვება მის გვერდით ყოფნა, ვისთანაც ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა არ გჭირდება; როცა ენაზე მომდგარ სიტყვას, საფიქრალს მას მიანდობ, ვინც სანდო ყურით გისმენს და სათნო ხელით ცრის: რაც ყურადღების ღირსი იყო, იმას იტოვებს, ფუჭი სიტყვების ანაცერს კი სიყვარულით სულს შეუბერავს და ქარს გაატანს.  (დინა მერაია მალოქ კრეკი)

***

ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ, არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მათ მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ. (ლევ ტოლსტოი)

***

მეგობრები ახალგამომცხვარი ნამცხვრის თეფშით ქუჩაზე გადმორბიან. მეგობრებს საამებლად საკუთარი კატის კნუტები მოჰყავთ. მეგობრები შენთვის ნათქვამ მწარე სიტყვას თავს უშვერენ. მეგობრები ვაშლით სავსე კალათას ზღურბლთან ტოვებენ. მეგობრები თოვს შენი კარის წინაც წმენდენ. მეგობრებს არად უღირთ გამარჯვება, თუ შენ მარცხდები. მეგობრები შენს კატას უვლიან. მეგობრებს ვერასდროს ვერავინ შეცვლის.  (ჯუდით ს. გრანტი)

4d0efbdf71d1

***

მეგობარმა იცის, როგორ მოისმინოს რაოდენობრივად შენი სიტყვები, და მერე ხარისხობრივად გიპასუხოს. (უილიამ დინ ჰოუელსი)

მეგობრები მეგობრებად იმიტომ რჩებიან, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში არ ერევიან. ( რიჩარდ ალენი)

მეგობარი არასოდეს გეტყვის: ,,ხომ გეუბნებოდი”,მაშინაც კი, თუ მართლა გეუბნებოდა. (უენდი ჯინ სმიტი)
ყოველთვის ვგრძნობდი: მეგობრობის გემო, ნუგეში, მისი უმაღლესი პრივილეგია სწორედ ისაა, რომ არაფრის ახსნა გჭირდება. (ქეთრინ მენსფილდი)
ნამდვილი მეგობრობა იქაა, სადაც ორ ადამიანს ჩამოვარდნილი დუმილი სიმყუდროვეს ქმნის. (დეიბ ტაისონ ჯენთრი)
დუმილი მეგობრებს შორის ნამდვილ საუბარს წარმოშობს, სადაც სათქმელი კი არ ფასობს, არამედ ის, რომ თქმა არ გჭირდება. (მარგარეტ ლი რანბეკი)
როცა ადამიანებს შინაგანი სინათლე აქვთ, ანათებენ კიდეც. მერე, სიბნელეში გზის გაკვლევისას, ერთმანეთს ამით ამოვიცნობთ, ისე, რომ სახეების ნაკვთებით ამოცნობა და გულებში ჩახედვა არ დაგვჭირდება. (ალბერტ შვაიცერი)

2197aefff739

განსაკუთრებული მეგობარი


ზუსტად არავინ იცის,როდის იბადება მეგობრობა. როგორც თასი ივსება წვეთწვეთობით და რომელიღაც წვეთი პირთამდე ავსებს, აქაც, სათნოებათა წყებაში, ბოლოსდაბოლოს აღმოჩნდება ერთი, რომელიც გულებს პირთამდე გვივსებს. (ჯეიმს ბოსუელი)
მეგობრობას, გრძნობათაგან უპირველესს, ალბათ ის შენსანიშნავი, ენით უთქმელი შეგრძნება ქმნის, რომელიც შენს გვერდით მყოფ ადამიანს – ერთ მამაკაცს, ერთ ქალს – დანარჩენებში გამოგარჩევინებს, ერთადერთს მრავალთაგან, ვინც გაინტერესებს, ვინც შენს ზრახვებსა და გემოვნებას ესადაგება. (ჯულია დარინგი)
დრო გადის და მეგობტების უზარმზარ წრეში ნელ-ნელა ერთ მეგობარს გამოვყოფთ ხოლმე, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ჩვენთან ყოფნა და რომლისთვისაც, როგორც ვხვდებით, უამრავი რამ გვაქვს სათქმელი. ვერ იტყვი, რომ ის ყველაზე ათი თავით მაღლა დგას, ვერც იმას იტყვი, რომ სხვები არიან დიდი აზრისა მასზე, არც ჩაცმულობით გამოირჩევა… მაგრამ როცა შინ ერთად ვბრუნდებით, უცებ ვამჩნევთ, რომ ერთნაირი ფეხსაცმელი გვაცვია – გამძლე და უბრალო, და არა ისეთი ძვირფასი და იშვიათი, ჩვენს დანარჩენ მეგობრებს რომ აქვთ… (ნატალია გინზბურგი)
მეგობრები უბრალოდ ჰარმონიას კი არ ქმნიან, როგორც ზოგს ჰგონია, არამედ – მელოდიას. (ჰენრი დევიდ ტორო)


b22560aadf36

…როცა საკუთარ თავს არ ღალატობ


მიყვარხარ, არა მხოლოდ იმისთვის, რაც ხარ, არამედ იმისთვისაც, რაც ვარ, როცა შენთან ვარ.
მიყვარხარ არა მხოლოდ იმისთვის, რადაც იქეც, – იმისთვისაც, რადაც მაქციე.
მიყვარხარ, რადგან მეტი წილი გაქვს ჩემს სიცოცხლეში, ვიდრე სხვა რამ მრწამსს, და მეტი წილი – ჩემს ბედნიერებაში, ვიდრე ნებისმიერ იღბალს.
შენ ეს შეძელი და ამისთვის არც შეხება, არც სიტყვა და არც ნიშანი დაგჭირვებია.
შენ ეს შეძელი იმიტომ, რომ შენი თავისთვის ერთხელაც არ გიღალატია, ბოლოს და ბოლოს მეგობრობაც ხომ ამას ჰქვია. (როი კროფტი)
ყველა სიკეთიდან, რომელთაც სიბრძნე სრული ბედნიერების მისაღწევად გვთავაზობს, ყველაზე დიდი მონაპოვარი მეგობრობაა. (ეპიკურე).
მეგობრობა სრულქმნის ბედნიერებას და აქარწყლებს უბედურებებს, რადგან სიხარულს გვიორმაგებს და დარდს გვინახევრებს. (ჯოზეფ ედისონი)
სიყვარული ხიზილალაა და საქორწინო ტორტი, ხენდრო და ტკბილი კრემი. სიყვარული შამპანურია. მეგობრობა კი ახალგადღვებილი კარაქი, გლეხური ყველი და ორისთვის შემოდგმული ჩაიდანი. რა თქმა უნდა სჯობს ცხოვრებაში ორივე გქონდეს, მაგრამ მეგობრობას უფრო ჩაატან გემოს. (პემ ბრაუნი)


5145c1852542

მადლობელი ვარ!


რომ შემძლებოდა საზეიმო თავყრილობაზე სიტყვის წარმოთქმით გამომეხატა ჩემი შენდამი ღრმა სიყვარული, – დაიმორცხვებდი, გაწითლდებოდი და გარიდებას ეცდებოდი. არაფერს გეტყვი. მინდა იცოდე, რომ გულში ამ სიტყვებს სულ ვიმეორებ. (მერიონ ს. გარეტი)
რაოდენ დასანანია, რომ მეგობრისათვის სასწაულის მოხდენა არ შეგიძლია (მაია ვ. პატელი)
უეჭველია, რომ ჩემს მტრებს ვიმსახურებ, მაგრამ არ მჯერა, რომ ჩემი მეგობრები დავიმსახურე. (უოლტ უიტმენი)

***

მეგობრობა ერთმანეთის დაუსრულებელი აღიარება მგონია: მსგავსად სიყვარულისა, მისთვის ერთი სიტყვაც, ერთი შეხებაც კმარა; განშორება კი დანაკარგია, რომლის მერეც სინანულის ყრუ ტკივილი დაგყვება მუდამ. (ჰ.მ.ე)

bd6191cdc9a7

შორს


მარტოობაში, ავად ყოფნისას. ან როცა გიმძიმს, მეგობრის უბრალოდ გახსენებაც კი გულს გინათებს, თუნდაც უძლური იყოს, რომ დაგეხმაროს. მეგობრები რომ არსებობენ, ჩვენთვის ესეც საკმარისია. მეგობრობას დრო, სიშორე, ტყვეობა, ომი ვერას აკლებს. ვერც ტანჯვა ან დუმილი. პირიქით, სწორედ ამ ყველაფერში იდგამს ფესვებს მძლავრად, ამ ყველაფერში ხარობს და მშვენიერ ყვავილს ისხამს (პემ ბრაუნი)
ახლა აქ, ქვეყნიერების დასალიერში, ფოთოლცვენაა. და თუმცა ყველა მეზობელი ბარბაროსი მყავს, შენგან კი, შენგან, ათასობით ვერსი მაშორებს, – ჩემს მაგიდაზე მუდამ ორი თასი დგას. (ტანის დინასტია)

ციტატები მეგობრობის შესახებ


ღმერთმა მოგვცა ნათესავები; მადლობა ღმერთს, რომ მეგობრებს ჩვენ თავად ვირჩევთ. (ეთელ უოტს მამფორდი)
მეგობრებს ისე მოექეცი, როგორც საკუთარ ნახატებს და თითოეულს შესაფერისი განათება მოუძებნე (ჯენი ჯერომ ჩერჩილი)
,,დარჩი” – მომხიბლავი სიტყვაა მეგობრის ლექსიკონში. (ლუიზა მეი ელკოტი)
მარტოობა ყველაზე ძნელი მაშინაა, როცა გულწრფელ მეგობრობას ხარ მოკლებული. (ფრენსის ბეკონი)
თუ მგზავრობას მეგობარი არ გიხალისებს, ყველა გზა ძნელად სავალი ხდება. (ელიზაბეთ შეინი)


1fbb6766727e

ჭირში


იმდენად მეგობრები არ გვშველიან, რამდენადაც იმის რწმენა, რომ ისინი გვიშველიან. (ეპიკურე)
შენთან მოსვლისას სევდა ყოველთვის შენი კარის ზღურბლთან დამიტოვებია, წასვლისას კი არასოდეს გამომყოლია. (თეოდოსია გარისონი)
როცა გრიპი გაქვს, ნამდვილი მეგობარი ფორთოხლებით სავსე ჩანთით მოდის, ის წიგნი მოაქვს, რომლის წაკითხვაც გინდოდა, და ყვავილების თაიგული. ყვავილებს ლარნაკში დებს, ჩაის გიმზადებს, თეფშებს გირეცხავს – და მიდის. (პემ ბრაუნი)
თუ მეგობარს სათხოვარი აქვს, სიტყვა ,,ხვალ” უადგილოა (ჯორჯ ჰერბერტი)
ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც კარში მაშინ შემოდის, როცა დანარჩენი სამყარო გადის ( უოლტერ უინჩელი)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button