არქივი

პირველი კოლონისტები ჩრდილოეთ ამერიკაში

f5c41aa5925e
მე-16 საუკუნის ბოლოს ინგლისელებმა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე კოლონიების შექმნა სცადეს, თუმცა მათი ნაწილი დაიღუპა ხოლო მეორე ნაწილი კი უკან ინგლისში დაბრუნდა. 1607 წელს ინგლისელები უკან დაბრუნდნენ და ახალი კოლონია – ვირჯინია დააარსეს.

მე-17 საუკუნის დასაწყისში ამერიკისკენ პილიგრიმები გაემართნენ, რომლებიც მკაცრი რელიგიური მიმდინარეობის წევრები იყვნენ. მათი გემი ,,მეიფლაუერი” შტორმის გამო გზას ასცდა და მიადგნენ ადგილს , რომელსაც პლიმუთი უწოდეს. პირველი ზამთარი ძალიან მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით მათი ნახევარი სიკვდილს გადაურჩა.
9f75a56c64de
პირველი მოსავლის აღების შემდეგ პილიგრიმებმა სადილი გამართეს და სამადლობელი წირვა ჩაატარეს. სწორედ აქედან მომდინაეობს ამერიკული დღესასწაული ,,მადლიერების დღე”.
2fafb2cf0fe2
მე-17 საუკუნის ბოლოს ევროპიდან ამერიკაში მრავალი ახალმოსახლე ჩამოვიდა. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ამერიკისკენ გამდიდრების სურვილი და თავგადასავლების სიყვარული იზიდავდა.

43f7c859f386
1624 წელს ჰოლანდიელთა ჯგუფმა მდინარე ჰუძონის ერთ-ერთ კუნძულზე პატარა დასახლება დააარსა და მას ,,ნიუ-ამსტერდამი” უწოდა. კუნძულს ჰოლანდიელები 1664 წლამდე აკონტროლებდნენ, სანამ მას ინგლისელები დაიპყრობდნენ. ინგლისელებმა მას სახელი შეუცვალეს და ,,ნიუ-იორკი” უწოდეს.

12d2896d3339
1733 წელს ბრიტანელები ჩრდილოეთ ამერიკაში უკვე 13 კოლონიას ფლობდნენ. კოლონისტებს მოჰყავდადთ თამბაქო, ბრინჯი, ინდიგო. მოსავალს კი ევროპელებს იარაღში, ტანსაცმელში და სხვადასხვა ინსტრუმენტებში უცვლიდნენ.

94060129b51b
კოლონიების ზრდასთან ერთად ახალი მიწებისთვის ბრძოლა დაიწყო, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირა, თუმცა ყველაზე მეტად მკვიდრი მოსახლეობა დაზარალდა.
c07babf93377

Back to top button