ახალი ამბებიგასართობი

რაიონი 9 იგებს ოსკარს კატეგორიაში: ყველაზე მეტჯერ გადმოწერილი

მეცნიერულ-ფანტასტიკური ჟანრის “რაიონი 9” დაჯილდოვდა საპატიო ოსკარით, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ყველაზე მეტჯერ არალეგალურად გადმოწერეს ინტერნეტ პირატებმა. რა თქმა უნდა ამაში საკმაოდ დიდი წილი ქართველებსაც მიუძღვით :)

ნეილ ბლომკამპის ფილმი გადმოწერეს 12.6 მილიონზე მეტჯერ თუ დავუჯერებთ ბლოგს TorrentFreak-ს.

მეორე ადგილზე გავიდა წლის მოვლენა, რომელსაც მხოლოდ 3 ოსკარი მიუგდეს “დემოკრატმა” ამერიკელებმა. ავატარი გადმოწერეს 11.3 მილიონჯერ.

მესამეზე გავიდა წლის “საუკეთესო” ფილმი ქარიშხლის მბრძანებელი (Hurt Locker), რომელიც გადმოწერეს 7.9 მილიონჯერ.

მეოთხეზე გავიდა ალბათ მსოფლიო კინემატოგრაფიაში, საუკეთესო ფილმი (მულტფილმი) “მაღლა” (UP), რომელიც 5.4 მილიონჯერ გადმოწერეს.

რათქმა უნდა ეს სია ვერ იქნება 100 %-ით ზუსტი, მაგრამ მიახლოებითი გადმოწერები შემდეგია:

1. District 9 – 12,639,000
2. Avatar – 11,326,000
3. The Hurt Locker – 7,930,000
4. Up – 5,437,000
5. Inglourious Basterds – 5,376,000
6. Precious – 4,922,000
7. Up In The Air – 4,855,000
8. A Serious Man – 3,836,000
9. The Blind Side – 1,845,000
10. An Education – 683,000

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close