გასართობისაკითხავისასარგებლო

ქალაქები, რომლებიც მხოლოდ ისტორიას შემორჩა


ძველისძველი ისტორია..აბა სრულიადში ყველა და შემდეგ იცით რაც უნდა ქნათ..

კაცობრიობის ისტორიას ვულკანის გამანადგურებელი მოქმედების არაერთი შემთხვევა ახსოვს.( თქვენის ნებართვით ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას მოგახსენებთ )მანვე შემოგვინახა ვულკანური კატასტროფის ამბავი,რომელიც ახალი წელთაღრიცხვით 79 წლის 24 აგვისტოს მოხდა. ამ დღეს ყველასათვის მოულოდნელად ვეზუვმა მრავალსაუკუნოვანი ძილის შემდეგ უეცრად გამოიღვიძა და მისმა ლავამ მთლიანად დაფარა ანტიკური ქალაქები პომპეი და ჰერკულანუმი.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წლის წინათ დორიელთა ტომების მიერ შევიწროვებულმა ეოლიელებმა და იონელებმა მიატოვეს საბერძნეთი და ხმელთაშუა და შავი ზღვის ნაპირებზე დამკვიდრდნენ. ასე აღმოჩნდნენ ბერძნები ნეაპოლის ყურეში. ესენი იყვნენ უმთავრესად ვაჭრები,რომლებიც ადვილად შეერივნენ ადგილობრივ მკვირდებს,ოსკებს და გადასცეს მათ თავიანთი მაღალგანვითარებული კულტურა და ენა. ყურეს გასწვრივ გაშენდა ნეაპოლი,რომელსაც მაშინ პართენოპს უწოდებდნენ,უფრო სამხრეთით კი პომპეი და ჰერკულანუმი. პომპეი პატარა ქალაქი იყო, იქ სულ 20 000 კაცი ცხოვრობდა,მაგრამ სიმდიდრის,ძველი ტრადიციების,მშვენიერი ჰავისა და სილამაზის წყალობით მთელს იტალიაში დამსახურებული სახელით სარგებლობდა. პომპეიდან ჩრდილო-დასავლეთით ოთხ კილომეტრზე დაახლოვებით ნეაპოლის შუა გზაზე მდებარეობდა მეთევზეთა ქალაქი ჰერკულანუმი, იქაური მოსახლეობა მეთევზეობითა და მიწათმოქმედებით ირჩენდა თავს. ქალაქმა თანდათანობით დაკარგა მოკრძალებული დასახლების სახე და რომის არქიტექტურის მარგალიტად იქცა.


პომპეი


ჰერკულანუმი

აქ 63 წლის 5 თებერვალს,კამპანიაში,შუა დღისას ძლიერი მიწისძვრა მოხდა,რომელმაც ქალაქს დიდი ზიანი მიაყენა. მაშინ აზრადაც არავის მოსვლია,რომ ყველაფერში ვეზუვი იყო დამნაშავე. ერთი წელიც არ გასულა უბედურებიდან,რომ ნეაპოლის ფორუმში დიდი მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა, მოხდა ახალი მიწისქვეშა ბიძგი და თეატრის კედლები ჩამოანგრია,ხალხი პანიკამ მოიცვა.

დადგა საბედისწერო დღე, 79 წლის 24 აგვისტო. პომპეოს და ჰერკულანუმის მცხოვრებნი თავისი საქმით იყვნენ გართულნი. დღის პირველ საათზე გაისმა გამაყრუებელი გრუხუნი, წამოვიდა ფერფლის ნიაღვარი და პემზის ნამტვრევები. მათ მზე და ცა დაფარეს,დაბნელდა. პომპეის სქლად დაეფინა ფერფლისა და ქვების ნასეტყვარი, ზოგიერთი ქვა 6 კილოგრამს იწონიდა. მამაკაცები,ქალები და ბავშვები გიჟებივით დარბოდნენ სქელი კვამლით დაფარულ ვიწრო ქუჩებში, სადაც სუნთქვა შეუძლებელი იყო. ზოგიერთი მათგანი მცდარმა ილუზიამ შეიპყრო, რომ ფერფლისა და ქვის წვიმა მალე შეწყდებოდა,ახლო მდებარე სახლების სარდაფებს შეაფარეს თავი და თავისი მიუხვედრელობა სიკვდილით დასრულდა. ასე დაიღუპა 2000 პომპეელი,ქალაქის მოსახლეობის 10%. ვულკანური წვიმა 2 დღე გაგრძელდა. პომპეი ფერფლისა და ქვის 15 მეტრიანმა ფენამ დაფარა. სულ სხვანაირად მიმდინარეობდა კატასტროფა ჰერკულანუმში. იგი ვეზუვის ფერდობზე გაჩენილი ნაპრალებიდან წამოსულმა სქელმა,წებოვანმა ტალახმა, ე.წ. ლიპილიამ დაფარა,რომელიც შექმნა ზღვის წყალმა,ფერფლმა და პატარა ქვებმა. ჰერკულანუმი გაქრა ტალახის 15 მეტრიან ფენაში,რომელიც მზის მცხუნვარე სხივებმა ქვასავით გაამაგრა. პომპეელებისგან განსხვავებით ჰერკულანუმის მოსახლეობა დროზე მიხვდა თუ რა საფრთხე მოელოდათ და გაქცევით უშველეს თავს.


შუა საუკუნეებში პომპეი და ჰერკულანუმი უკვე აღარავის ახსოვდა. ბევრი ადამიანი ამ ქალაქების ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ დასმულ კითხვაზე მხრების აჩეჩვით გიპასუხებდათ.
ჰერკულანუმის ადგილზე გაშენდა სოფელი რესინა. 1710 წელს ამ სოფლის ერთი გლეხი თავის ჭას აღრმავებდა და წააწყდა მარმარილოს ფილას და სვეტებს, რომლებიც მაშინვე კალატოზებს მიჰყიდა. მაშინ აზრადაც არავის მოსვლია,რომ აღმოჩენილი იქნა ჰერკულანუმი. 1738 წელს 20 მეტრზე ჩაღტმავების შემდეგ, განძის მაძიებლებმა ჰერკულანუმის ამფითეატრი აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენამ უფრო ფართო ძიებისკენ უბიძგა მკვლევარებს. 1755 წელს ნეაპოლში დაარსდა “ჰერკულანუმის აკადემია”, რომელმაც მიზნად დაისახა სისტემატიური გათხრები და ნაპოვნი ნივთების მეცნიერული დამუშავება.

უცნაურად მოხდა პომპეის აღმოჩენაც. უკვე XVI საუკუნეში ცნობილი იყო,რომ ცივიტას ბორცვის ქვეშ იმალება რომელიღაც ქალაქის ნანგრევები. 1594 წელს იტალიელ ინჟინერს დომენიკო ფონტანას დაავალეს მიწისქვეშა აქვედუკის აგება. იგი უცნობ ნანგრევებს წააწყდა,რომელიც როგორც შემდეგ დადგინდა პომპეის ეკუთვნოდა. ქალაქები ხელუხლებლადაა შემონახული, თითქოს მათთვის დროის მსვლელობა გაჩერდა. მსგავსი მაშტაბის აღმოჩენა კულტურის ისტორიას არ ახსოვს. სახლები, ქუჩები,ადამიანთა გვამები სწორედ იმ მდგომარეობაში იყო გაჩერებული,როგორც პირველ საუკუნეში.ფართობი, რომელიც ამ ქალაქს უჭირავს, წარმოადგენს სამ კილომეტრიან ოვალურ მონაკვეთს, სადაც სახლები მჭიდროდაა ჩამწკრივებული. ქალაქის რვა კარიბჭიდან ოთხკუთხედი ფორუმისაკენ მიისწრაფიან ვიწრო და ქვაფენილიანი ქუჩები. ბაზარს სამი მხრიდან ორსართულიანი დორიული კოლონადა ერტყა, მეოთხე მხარეს 10 მეტრიანი კვარცხლბეგზე აღმართული იუპიტერის ტაძარი იდგა. ტაძრის პორტალი კორინთულ სტილში იყო გადაწყვეტილი და ექვსი სვეტისგან შედგებოდა. სულ პომპეიში სხვადასხვა ღმერთებისა და ქალღმერთების ცხრა ტაძარი იყო, მათში ყველაზე საინტერესოა ეგვიპტის ქალღმერთის იზიდას ტაძარი. პომპეის ქონდა მეორე უფრო ძველი სამკუთხედის ფორმის ფორუმი, რომელსაც ეწოდებოდა ” ფორუმ ტრანგულიარე ” . მას შემდეგ რაც ახალი ფორუმი ააშენეს, იგი დასვენების, სეირნობის და გართობის ადგილად იქცა. აქ ფორუმის ახლოს ორი ამფითეატრი იყო. დრამატული 5000 ადგილით და დახურული მუსიკალური თეატრი ” ოდეონი ” 1500 ადგილით. დარბაზში იყო ზაფრანას წყლის საგროვებელი აუზი, საიდანაც სიცხის დროს წყალს ასხურებდნენ დარბაზს. სკამებს შორის თეატრის ბილეთები ეყარა, ისინი ტყავისა და სპილოს ძვლისაგან იყო გაკეთებული, წრის ფორმა ჰქონდათ და ზედ ადგილის ნომრები იყო ამოკვეთილი. პომპეიში განვითარების მაღალ საფეხურზე იყო მოზაიკური იატაკი და ” ფავნის სახლში “, ასე მას არქეოლოგებმა იმიტომ უწოდეს, რომ მის ატრიუმში ნაპოვნია იტალიური ტყეების ამ ბანჟგვლიანი ღვთაების დაუძიანებელი ქანდაკება. მოზაიკა თითქმის ყველა სახლის იატაკს ამშვენებს, ხოლო კედლები შემკულია შესანიშნავი ფერწერული ნამუშევრებით. მათი აღმოჩენით ჩვენ თვალწინ იშლება ანტიკური ხანის რომის მხატვრული მიღწევები. რაც შეეხება ჰერკულანუმის პაპირუსის გრაგნულების ბიბლიოთეკა XVIII საუკუნეში იპოვეს.ძველი შენობა შემკული იყო სურათებით და მოზაიკით. ქალაქში იყო პატარა ქუცები, ტყვიის მილებიანი წყალსადენი და მდიდრული აბანოები.

I საუკუნის 79 წლის 24 აგვისტოს ორმა ქალაქმა არსებობა შეწყვიტა. ვეზუვის უეცარმა გამოღვიძება, ორი ქალაქი,რომელშიც სიცოცხლე ჩქეფდა უცებ გააქრო ვულკანური სუდარის ქვეშ. 20 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მიუხედავად ამ დიდი ტრაგედიისა, ამ ფაქტს სხვაგვარადაც შეიძლება შევხედოთ. ვეზუვმა ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ისტორიოგრაფიას. იგი არაჩვეულებრივადაა დავალებული პომპეისა და ჰერკულანუმის მიერ. მათი წყალობით იტალიის კულტურა ჩვენს წინაშე ცოცხალივით წარმოსდგა მთელი სისრულითა და სიმდიდრით. თითქოს რაღაც ჯადოსნური ძალის საშუალებით ისეა დარჩენილი,როგორც იყო მაშინ, კატასტროფის წინ. მას ვერ შეედრება ვერც ერთი სხვა გათხრა რომის უზარმაზარ ტერიტორიაზე. ჩვენ წინ ფაქტიურად ცოცხლდება ანტიკური ხანის პირველი საუკუნის რომის შესანიშნავი “დამარხული” კულტურა.

წყარო: ჩემს კომპიუტერში არსებული ,D-დისკზე მდებარე “ისტორიის” ფოლდერის ერთ-ერთი ფაილი..რომლიდანაც იქნა დაკოპირებული და მოთავსდდა აქ!

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close