გართობა

ადამიანის შექმნილი კუნძულები

a59a0128cd78
პოსტში წარმოგიდგენთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანის ხელით შექმნილ გასაოცარ კუნძულებს.

რიკი სოვას კუნძული
f2dd1cf304a1
თუ ადამიანს ტროპიკული კუნძულის ყიდვის საშუალება აქვს, მისი აშენებაც არ არის პრობლემა. სწორედ ეს გააკეთა რიკი სოვამ 1998 წელს და ამ საქმეში ნახევარ მილიონამდე პლასტმასის ბოთლი გამოიყენა. 1 წლის შემდეგ მისი კუნძული ქარიშხალმა გაანადგურა თუმცა რიკიმ კვლავ ააშენა ახალი და უფრო დიდი კუნძული, რომელზედაც ორსართულიანი სახლიც დაგას. ელექტრო-ენერგია მზის ბატარეებით გამომუშავდება.

მექსკალტიტანი

032eb583cad3
მექსკალტიტანი პატარა კუნძულოვანი ქალაქია მექსიკის შტატ ნაიარიტში. კუნძული ხელოვნურად შექმნილია თუმცა დიდი ისტორია აქვს. გადმოცემის მიხედვით ეს კუნძული აცტეკების ტომების სამშობლოა, სწორედ აქედან გავრცელდა აცტეკური ცივილიზაცია დანარჩენ მექსიკაზე და აცტეკების იმპერიის დედაქალაქი ტენოჩტიტლანი, რომელიც ასევე კუნძულს წარმოადგენდა, სწორედ მექსკალტიტანის მიხედვით შეიქმნა.

კუნძულოვანი მსოფლიო
8ec0506ac4f9
,,კუნძულოვანი მსოფლიო” არის 300 კუნძულისაგან შემდგარი პროექტი და ის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ხორციელდება. ის დუბაიდან 6 კმ-ს დაშორებით მდებარეობს და დედამიწის ფიზიკური რუკის მიხედვით შენდება. პირველი კუნძული რომელიც საზოგადოებისათვის გაიხსნა არის “Royal Island Beach Club”-ი. იქ მოხვედრილ მოგზაურებს დაუვიწყარი და გასაოცარი სამყარო დახვდებათ.

ხაზარის კუნძულები

4b249cef8f03
ხაზარის კუნძულები აზერბაიჯანში ბაქოდან 25 კილომეტრის დაშორებით კასპიის ზღვაში შენდება. მისი მთლიანი ფართობი 3000 ჰექტარია. ,,ავესტა” არის სწორედ ის კომპანია, რომელიც პროექტის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. კუნძულები დასრულების შემდეგ 1 მილიონ რეზიდენტზეა გათვლილი. იქ აშენდება 150 სკოლა, 50 საავადმყოფო, პარკების, სავაჭრო ცენტრები, კულტურული ცენტრები, უნივერსიტეტის კამპუსი, ფორმულა 1-ის ტრასა და ცათამბრჯენი. პროექტის ღირებულება 100 მილიარდი დოლარია.

ორსოს კუნძული

c3681f9b8c55
თუ თქვენ გაქვთ სურვილი შეიძინოთ კუნძული, მაგრამ არ გინდათ მუდმივად ერთ ადგილზე იყოთ, ავსტრალიური ფირმა გთავაზობთ გამოსავალს. ოსროს კუნძული ერთ-ერთი მაგალითია, ის დიზელის ძრავზე მუშაობს და მეპატრონის სურვილის შემთხვევაში უპრობლემოდ გადაადგილდება. მისი ფართობი 1000 კვადრატული მეტრია, სადაც განთავსებულია როგორც საცხოვრებელი ისე გასართობი ზონები, ასევე ჩოგბურთის კორტებიც.
6a7a346266d3

Back to top button