უცნაური

ინფორმაცია სიამის ტყუპების შესახებ

Fast Image Hosting

ტერმინი სიამის ტყუპები პირველად გამოიყენეს სიამში, ტაილანდში დაბადებული ტყუპებისთვის 1811 წელს. ენგი და ჩანგი, რომლებიც მკერდით იყნენ შეერთებულები, გაემგზავრნენ შეერთებულ შტატებში და დაიწყეს მუშაობა ბარნუმის და ბეილის ცირკში.

სტატისტიკურად, სიამის ტყუპები ძალიან იშვიათი მოვლემაა და მხოლოდ 1 შემთხვევა ფიქსირდება 50,000 – 100,000 დაბადებიდან. უმეტესად ასეთი ტყუპები იბადებიან ინდური ან აფრიკული წარმომავლობის გოგონები.

ისტორიულად ყველაზე ადრინდელი შემთხვევა დაფიქსირდა ინგლისში 1100 წელს.

ყველაზე ხშირად სიამის ტყუპები მკერდით არიან შეერთებულები (დაახლოებით 70 %). ის ტყუპები კი, რომლებიც თავით არიან შეერთებულები, არის ძალიან იშვიათი მოვლენა და ხდება დაახლოებით 1-ხელ 2.5 მილიონ დაბადებაში.

პირველი წარმატებული ოპერაცია სიამის ტყუპების გასაყოფად დაფიქსირდა 1953 წელს, ეს ტყუპები იყვნენ შეერთებული მხოლოდ ხორცით. ხოლო ძვლით შეერთებული ტყუპების გაყოფის წარმატებული ოპერაცია პირველად დაფიქსირდა მხოლოდ 1979 წელს. მიუხედავად ამისა შესაძლებელია ქირურგიული ჩარევა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ტყუპებს არ აქვთ, რაიმე საზიარო ორგანო და მაინც ოპერაციის შემდეგ, მცირეა იმის შანსი, რომ მათ ცალ-ცალკე იცხოვრონ 10-15 წელზე მეტი.

ორმონდის ქუჩის ჰოსპიტალმა ლონდონში, რომელიც არის ერთერთი წამყვანი საავადმყოფო ამ დარგში, ასეთი 15 ოპერაცია ჩაატარა 1984 წლის შემდეგ. მათგან გადარჩა მხოლოდ 12.

იხილეთ ამ გოგონების რამდენიმე სურათი. სამწუხაროდ, მათზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.

Fast Image Hosting

Fast Image Hosting

Fast Image Hosting

Fast Image Hosting

Fast Image Hosting

Fast Image Hosting

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close