გართობაუცნაური

დაკრძალვის უცნაური ხერხები

2e4dab59f3bc
წარმოგიდგენთ დაკრძალვის რამდენიმე უჩვეულო ფორმას :yes:

dfce592a1da7
დაკრძალვა კოსმოსში: კრემაციის შედეგად მიღებული ნარჩენები პატარა სათავსოში იყრება და რაკეტის საშუალებით უკიდეგანო კოსმოსში იმკვიდრებს ადგილს. იდეის ავტორია რიჩარდ დეგრუტი. პირველად ამ ხერხით დაკრძალვა (თუკი დაკრძალვა ეთქმის :lol2: )1997 წლის 21 აპრილს მოხდა.

edffa7af4222
დაკრძალვა რიფში: მომრგვალებული ფორმის ქვა შიგნიდან ცარიელია. კრემირებული სხეულის ნარჩენები თავსდება ამ ქვაში და შემდეგ ოკეანეში, ასობით ან ათასობით მეტრის სიღრმეზე წყალქვეშა ბინადრებთან პოულობს განსასვენებელს.

bfbf0ea3c0a2
LifeGem: კომპანია “LifeGem” გთავაზობთ ბეჭდებს, რომლებსაც უმაღლესი ხარისხის ალმასი ამშვენებს. ალმასი თავის მხრივ თქვენი ძვირფასი ადამიანის სხეულში არსებული ნახშირბადისგან მიიღება. დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ბევრი ამგვარად იმსუბუქებს, რადგან თავს იმშვიდებენ, რომ სიკვდილის მიუხედავად, საყვარელი ადამიანი ისევ მათთანაა.

6221e008e87f
ეკოლოგიური დაკრძალვა: შვედური ფირმა “Promessa Organic AB” გთავაზობთ ეკოლოგიურ დაკრძალვას. გვამის ნარჩენები ჯერ იყინება და შრება, შემდეგ კი თეთრ ფხვნილად იქცევა და თავსდება ზარდახშაში, ამის შემდეგ კი მცირე ზომის წვრილი კუბოთი მიწას ბარდება. ერთ წელიწადში ნარჩენები მიწას ერევა და მცენარეებს ანოყიერებს. სასაფლაოზეც პატარა ადგილს იკავებს :yes:

82906237bc22
ფეიერვერკი: სხეულის კრემაცია ისე უნდა მოხდეს, რომ მხოლოდ მტვერი დარჩეს (ჩვეულებრივი კრემაციისას ძვლის ნატეხებიც რჩება). ამის შემდეგ მტვერს შეურევენ ფეიერვერკში და მისი მეშვეობით ცაში მიმოფანტავენ. მართლაც საინტერესო სანახაობაა

32cd0ca06b7f
ტუტე: სხეულს ათავსებენ სპეციალურ კონტეინერში და შემდეგ ტუტეს ასხამენ. სხეული თანდათანობით იქცევა მოყავისფრო სიროფის მაგვარ სითხედ. როგორც ამბობენ, ამ სითხეს ცოტა მკვეთრი, უსიამოვნო სუნი აქვს, თუმცა ჯანმრთელობისთვის მავნე (მომწამლავი) არაა.

86cf0bfa4ab0
ნახშირის ტრანფორმაცია: დღესდღეობით 240 ფანქარი არსებობს, რომლის შიგთავსი (გრაფიტი) სხეულში არსებული ნახშირბადისგანაა მიღებული. თითოეულ მათგანს აწერია იმ ადამიანის სახელ-გვარი და ცხოვრების წლები, ვისგანაცაა დამზადებული. ერთი ადამიანისგან რამდენიმე ფანქარი მზადდება, ასე რომ კომპლექტში ფანქრების შენასახი ყუთიც შედის :lol2:

58ea8fd26f55
ნარჩენები ხელოვნების სამსახურში: შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ადამიანის ნარჩენებისგან ნახატის დამზადება შეუკვეთოთ. როგორც წესი, კლიენტების უმეტესობა თავად ამ ადამიანის პორტრეტს უკვეთავს. ამის შემდეგ ისინი ამაყად ამბობენ, რომ ეს უბრალოდ ნახატი კიარა, ნახატში გაცოცხლებული სულია :yes:

მსგავსი ამბები

Back to top button