არქივი

ოგიუსტ რენუარი

5a89c25315e3

ოგიუსტ რენუარი იმპრესიონიზმის ერთ_ერთი საუკეთესო წარმომადგენელია ის დაიბადა 1841 წლის 25 თებერვალს ქ. ლიმოჟში, საფრენგეთში. 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 000 ტილო შექმნა, რომელთაგან საუკეთესო სურათები ამჟამად მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად არის შეფასებული. ის, ხატვის გარდა, კარგად მღეროდა და ამ თვალსაზრისით, დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ოგიუსტში მაინც მხატვრის ნიჭმა გაიმარჯვა. ის 14 წლის არც კი იყო, როდესაც ფაიფურის მოხატვით ფულს შოულობდა, ხოლო შემდეგ მარაოების, შირმებისა და ფარდების მოხატვით დაკავდა. დაგროვილი ფულით რენუარმა 1862 წელს ნატიფი ხელოვნების სკოლაში ჩააბარა, ხოლო შემდეგ შარლ გლიერის სახელოსნოში. აქ მან კლოდ მონე, ალფრედ სისლეი და ფრედერიკ ბაზილი გაიცნო

ea955e2f922d

1870-იანი წლები არის რენუარის იმპრესიონიზმის აყვავების პერიოდი. 1874 წლის 15 აპრილს სკანდალური გამოფენის შემდეგ, იგი ძალიან დუხჭირად ცხოვრობდა. ამ პერიოდში მას ახლო ადამიანები ეხმარებიან. მათ შორის იყო მისი ძმა ედმონი, რომელიც ჟურნალის გამომცემელი იყო. მას ასევე ეხმარებოდა ყოველდღიური ჟურნალის მფლობელი ჟორჟ შემპატიე. 1883—87 წლებში მისი შემოქმედება განიცდის კრიზისს, იგი უარს ამბობს იმპრესიონისტულ მანერაზე და მუშაობს მკაცრ სტილში. ამ პერიოდს რენუარის შემოქმედებაში „მშრალ პერიოდს“ ან „ენგრის პერიოდს“ უწოდებენ.

5ea4fb134b39

1892—95 წლებს რენუარი ატარებს ზაფხულს ზღვისპირა ქალაქ პონტავენში, რომელიც მხატვართა შორის პოპულარული იყო. აქ პოლ გოგენმა ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელიც ერთად მუშაობდა. მათ შორის იყო რენუარიც.
რენუარების ოჯახი ხშირად სტუმრობდა ცოლის მშობლიურ ქალაქს, სადაც 1898 წელს იყიდეს სახლი. სწორედ ამ დროს რენუარს დაეწყო რევმატიული ართრიტის შეტევები.დროთა განმავლობაში, მხატვრის ავადმყოფობა უფრო პროგრესირდებოდა. უყავარჯნოდ გადაადგილება აღარ შეეძლო და ინვალიდის სავარძელში იჯდა. მას დამბლაც დაემართა. ამ პერიოდში ის ფუნჯს თვითონ ვერ იჭერდა, ამიტომ სხვისი დახმარებით, მოძრავ მოლბერტზე (სადაც ტილო ზევით-ქვევით მოძრაობდა) განაგრძობდა ხატვას.

0bca9b752ba7

ამ პერიოდში მან დაიწყო ქანდაკებების კეთებაც. ამისათვის მან „სხვისი ხელები გამოიყენა“. ახალგაზრდა ესპანელი მოქანდაკე, რიჩარდ გვინეო ძალიან დამჯერი და მონდომებული ასისტენტი აღმოჩნდა. ის რენუარის ჩანახატებს სამუშაოს დაწყებისათვის იყენებდა, ხოლო შემდეგ რენუარი კარნახობდა „ყოველ ნაბიჯს“.
ასე იქმნებოდა ქანდაკებები, რომელთაც არ შეხებია რენუარის ხელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მისი შემოქმედების შედევრია.
პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914 წელს მისი უფროსი შვილები, ჟანი და პიერი დაიჭრნენ. მათ დედა — ალინა შარიგო უვლიდა, რომელიც 1915 წელს გარდაიცვალა.
1919 წელს, რენუარი მისივე თხოვნით წაიყვანეს ლუვრში, რომ თავისი ტილო ძველ ოსტატთა ნამუშევართა შორის ეხილა. ამავე წლის 13 დეკემბერს პიერ ოგიუსტ რენუარი გარდაიცვალა ფილტვების ანთებით. ის მისი ცოლის გვერდზე, ესუაში დაკრძალეს.

44f5396a0472

fbe4a51c9db3

5c3f7a37d078

b16d049ff393

70052819ed86

fc97a2cc1fc4

051f63cb9e4e

5fe3e12e4b49

66ed5c075282

წყარო: wikipedia

მსგავსი ამბები

Back to top button