არქივი

მიშელ ობამას კაბა ისტორიული მუზეუმის ექსპონატი გახდა

6803646f1690
მიშელ ობამამ ამერიკის ისტორიის ნაციონალურ სმითსონის სახელობის მუზეუმს საჩუქრად საღამოს კაბა გადასცა, რომელიც მას პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ეცვა. როგორც ”Associated Press” იტყობინება, აღნიშნული კაბა იმ კოლექციას შეავსებს, რომელიც – აშშ-ის 34-ე პრეზიდენტის, დუაიტ ეიზენჰაუერის მეუღლიდან მოყოლებული 11 პირველი ლედის კაბას აერთიანებს.

კაბის პრეზენტაციაზე მიშელ ობამას კაბის შემქმნელი – 27-წლის ტაივანელი მოდელიორი, ჯეისონ ვუ ახლდა თან. მოდელიორმა სახელი სწორედ პირველ ლედისთან მუშაობით გაითქვა. კაბასთან ერთად მუზეუმს საჩუქრად ფეხსაცმელი, ბეჭედი, სამაჯურები და საყურეც გადასცეს. ტრადიციების გამგრძელებელმა 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მეუღლემ ამ ყველაფერს ”ცოტა უცნაური” უწოდა. ”რამდენი ადამიანი შევაწუხე, ჩემი ნივთები საჯაროდ რომ გამომეფინა!”, – განაცხადა მიშელ ობამამ მუზეუმში სიტყვით გამოსვლისას.

ამერიკის ისტორიის მუზეუმი სმითსონის სახელობის ინსტიტუტის კუთვნილი ერთ-ერთი დაწესებულებაა, რომელშიც მრავალი ცნობილი ადამიანის ტანისამოსი ინახება.

წყარო:ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button