არქივი

World Wide Web – ინტერნეტის ისტორია

919f7d824a35

დარწმუნებული ვარ ბევრმა არ იცის თუ როგორ წარმოიქმნა world wide web შემოკლებულად WWW. ქართულად იგი ითარგმნება როგორც მსოფლიოს აბლაბუდა.

ინტერნეტის ისტორია 1980 წელს იწყება. ინგლისელმა ტიმ ბერნერ-ლიმ რომელსაც ქონდა გაფორმებული კონტრაქტი კომპანიასთან European Organization for Nuclear Research (CERN), შვეიცარიაში, გააკეთა ENQUIRE, რომელიც წარმოადგენდა პერსონალურ ბაზებს, მაგრამ ასევე გზას რომ “ეთამაშათ” ჰიპერტექსტთან. თითოეული ახალი ინფორმაციის გვერდი უნდა იყოს დაკავშირებული უკვე არსებულ გვერდებთან.

ტიმ ბერნერ-ლი
70f6062089a9

1984 წელს ბერნერ-ლი ბრუნდება CERN-ში და ამბობს რომ მსოფლიოში არის პრობლემა საკუთარი ინფორმაციის წარმოდგენისა: მსოფლიოს მეცნიერებს ჭირდებოდათ რომ გაეცვალათ ინფორმაცია ყოველგვარი ერთნაირი დანადგარებისა და ერთობლივი მუშაობის გარეშე. პროგრამა მან მხოლოდ და მხოლოდ 1989 წელს გამოუშვა და ის ემსახურებოდა დიდი ჰიპერტეკსტური ბაზების გალინკვასა და დაკავშირებას მაგრამ პროგრამამ ძალიან პატარა ინტერესი გამოიწვია. მისმა ბოსმა, მაიკლ სენდალმა მოუწოდა ლის რომ მისი პროგრამის წარმოება დაეწყო ახალად შეძენილ ტექნოლოგიაზე NeXT. ლი დათანხმდა, მან გადახახედა მრავალ სახელს: Mesh,Mine,IS… ერთი მომენტი მას უნდოდა დაერქმია The Information Mine (მაგრამ აბრავიატურა TIM იყო მისი ინიციალები და მან ამ სახელზე უარი განაცხადა) იყო ვარიანტი Mine Of Information (მაგრამ აბრავიატურა MOI ფრანგულად “მე”-ს ნიშნავს და ლის პასუხი იყო არა) ბოლოს და ბოლოს ლი შეჩერდა სახელწოდებაზე World Wide Web.

e6ea9718ca80

World Wide Web (WWW) დაბადების დღის თარიღი არის 14 მარტი და არის 20 წლის.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button