კრეატივიუცნაური

ტელეკტროსკოპი ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის …

ტელეკტროსკოპი – ესაა ერთგვარი ტექნიკური ტელესკოპი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ლონდონი ნიუ-იორკიდან და პირიქით…

ამისათვის გამოიყენეს თითქოსდა ძველი ტრანსატლანტიკური გვირაბი, რომელსაც ოდესღაც აშენებდა ალექსანდრე სტენჰოუპ სენტ-ჯორჯი.დროთა განმავლობაში გვირაბი გადაივიწყეს, მაგრამ სენტ-ჯორჯის შვილიშვილმა, პოლ სენტ-ჯორჯმა იპოვა ნახატი და დოკუმენტაცია, და გვირაბის ბოლოებში დააყენა პარაბოლური სარკეები და აი დღეს ნიუ-იორკელებს შეუძლიათ დაათვალიერონ ლონდონელები, ხოლო ლონდონელებს ნიუ-იორკელები. საინტერესო გამოგონებაა. მაგრამ სინამდვილეში ატრაქციონის მნახველები დაინახავენ სურათებს, რომელთა ტრანსლაცია ხდება ვებ-კამერებითა და მონიტორებით.

ნიუ-იორკში ტელეკტროსკოპი დამონტაჟებულია ბრუკლინის ხიდზე და მისი მონახულება უფასოა, ხოლო ლონდონში – ტაუერის ხიდზე და ამისათვის მოგიწევთ ფუნტის გადახდა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close